კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


 

ნაწილი I

 

 

აღმოჩენილია მთავარი ქალაქი იერუსალმი,

საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა,

დედად ჰრქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვა მას შინა;

დედაქალაქი კაცობრიობისა,

და მიმდინარეობს კარიბჭის მანიფესტი.

ღმერთის ქალაქი საფარველს იხსნის მისისვე დავალებით.


გიორგი იონთა ჰიპერიონი



 

კირჩხიბის თანავარსკვლავედში ვარსკვლავთკრებულია - ნისლეულშემოსილი ბაგა ჰქვია, მის ჩრდილოეთით ვარსკვლავია, რომელსაც სახედარის სახელი აქვს, ასევე სამხრეთის მხარეს არის ვარსკვლავი, რომელიც სამხრეთის სახედარია; ორი ვარსკულავი, რომელთაც ბიბლიურად კიც ჰქვია.


პირველად მიმართულება მიმახვედრა სამხრეთიდან ჩრდილოეთით, ანუ ფეხებიდან თავისაკენ - პოლარული ვარსკვლავის მიმართულებით. ეს დახრილი ღერძია წარმოსახვითი და მას ირიბი ღერძი ჰქვია. ორი ბიბლიურად ნიშნავს - ღმერთი მცველი. კიდევ ეს ღმერთის პ - ირით არის ნათქუამი წინასწარმეტყველთა მიერ.


სახე - დარიაო და სახედარიაო, ასევე სახედ-არიაო,

ამ სამ განმარცვლაში ბევრი რამ დევს.


დარიანმა სახემ შექმნა ეს ქალაქი იერუსალმი, კეთილ სახეობა სახედარიანობას ასხივებს, და შესახედი რამე და ადგილი სახედარი, მაგ. სარკმელი ან სახედარი ვარსკულავთკრებულისა.


მიმნიშვნელი სახედველთა ამოსაცნობთა: “ციხეს ვზი ეგზომ მაღალსა, თვალნი ძლივს გარდმოსწვდებიანო’’, - ყვება ნესტან-დარეჯანი, დატყვევებული ქალწული.


მართლაც კონქი რომ ამოვასუფთავე, ჯერ თვალუწვდენელი იყო ნიშანი ავზის ჩრდილოეთის კედელზე.


გავიმეოროთ წინარე ნათქვამი მოძიებული ჩემს მიერ: კონქი, ქვაბი, ზღუა, კამარა, წყალსატევი, განსაბანელი მეფეთა და მამათა - ერთი და იგივეა, მას კიდევ ერთი სახელი აქვს - სიავი და მართლაც სიავის ჟამს - კალი-იუგას ბოლო ოთხიათასწლეული დაკეტილი იყო ქალაქი სიმშვიდისა და სიდიადისა; მეფეთ-მეფის და მეუფეთა-მეუფის ქალაქი, რომლის ღირსების ჩინი მელქისედეკია.


ნაპოვნია ქალაქი თავისი “მერით’’ - მელქისედეკის ჩინის აღმასრულებელით. წინაუძღოდა მელქისედეკის ბეჭედის გადმოცემა ღმერთისაგან.


ჯონი სანებლიძე - მეომარი ქართველი რაინდია და თანამოაზრეებთან ერთად მოწმე და აღმასრულებელი მისტერიისა. ეს კიდობანის წინ, ეკვდერთან მოხდა, საქართველოს შუაგულში, დედაბერას მთის ძირში, ბერთა კლდედ წოდებულ გამოქვაბულებთან. გიორგი (ჯონი) ღირსყო ღმერთმა ბეჭედის მადლი ცაში აეწია და გადმოეცა ჩემთვის, მეომარს მეომრისათვის. ეს კი ასე მოხდა: ღმერთმა მიბრძანა აღებად ბეჭდისა. განამზადე გიორგი (ჯონი) და შენ მიუთითე ჩემგან მინიშნებული ადგილი ეკვდერის თავზეო.


მას შემდეგ დედამიწის ღერძი აღიძრა ახალი -

ახალ-უხებითი ეპოქისაკენ, თან წაიმწინავა ღიღინი.


დარია ახალ-დარიო მარად-არიო,

აღარ გვაშინებს ჩვენ ძველი ავდარიო,

სიყვარული შემოდარდა, ლამის ტაროც გადარიოს,

მომიდარდი დედა-მიწავ და სამშობლოვ სამარიოვ,

ამა ენით გავიზარდე, ჩემი ბედი სადარიო!

ქალაქ იერუსალმს ეხიზნა, ჩემი ქუდიც მანდ არიო.

უკან მომყვნენ რაინდები, ქალწულებიც მღიმარიო,

ყველა ქართველი ყოფილა, ადამიც კი აქ არიო.


ჩქამი მოვიპარე, რათა ზეცაში გამეტყორცნა, მაპატიეთ თქვენთვის შემაგრძნებელი სიკეთე!


ნუ გაგიკვირდებათ, ეს მოხდა უკვე; სიკეთისათვის ძე-კაცისა და ძე-ღმრთისა ტანჯეს და ჯუარს აცვეს.


არც მე დამაკლო ერმა და ბერმა წილ-წილად გამოღებული ტანჯვანი, ფურთხი ქილიკთან ერთად და საზიზღარი ეჭვების თავდასხმანი. გმადლობთ ყველაფრისათვის და მაპატიეთ სიკეთე ჩემი ქვეყნის მიმართ.


მინდა ლამაზი და აღზრდილი იყოს ერი ჩემი, ერი ქართველი;


მინდა საჭურჭლე სავსე ჰქონდეს თვითოეულს;


მინდა სიყვარული იღიმებოდეს და წარსულის ცრემლებს ღმერთი სწმენდდეს;


მინდა ღმერთს ვუსმინოთ და მერე მსოფლიომ გვისმინოს.


ჯერ არ გადავსულვარ სულეთში და უკვე მენატრებით, გეგმებს ვაწყობ ახალი შემოსვლისას დაბადებაში!!!


ოჰ ეს სახედრები, ეს კიცვები, ეს ჩოჩრები და ეს ვირები! საოცარია, ვირებსაც ვარსკულავები აქვთ.


გზა გ-ვირაბითა შემოდისო, - ამბობს ნესტან-დარეჯანი, მცველნი მუნ ზედა დგებიანო.


ეს ადგილი კირით არის ნაშენი, კირით ნამოგვარია, ანუ კირჩხიბითია.


შეყრილი ბორცვი ჩამოდის ცხ - ვირით, რომელსაც გაბაონი ჰქვია ბიბლიურად, ნესტან-დარეჯანიც გაბაონს განაზარდია.

 

მრავალი ნადირობის სცენას, ერთად შენაქანდაკებულს წარმოსახავს ბორცვი შეყრილი - გაბაონი.


გაბაონის ბორცვს ჩაზნექილი ადგილი აქვს, ამ ადგილს გაბადანი ჰქვია ბიბლიურად.


ჩაზნექილ ადგილზე მეგალითური ფალოსი დგას სამხრეთისაკენ, ხოლო გვერდით მეგალითური საშოს ქანდაკ-ბარელიეფია.


ფალოსს გაბათან - ამაღლებული ჰქვია.


ფალოსიდან დასვლეთით უზარმაზარი ვეშაპის კუდია, წყლის იმიტაციის კლდიდან ამოტყორცნილი. აქ ყველა მეგა-ფრაგმენტი ნადირობის სცენებითაა გადაჯაჭვული და ვარსკულავიერ ზეცასთანა აქუს კავშირი.


კირჩხიბის თანავარსკულავედის ნისლეულს და მის ვარსკულავებს ბაგა ჰქვია (ბაგა, ბაგე, ბაგინეთი).


როდესაც მზე ბაგინეთს გადასცდება და სხივებს მიაძინებს გაზაფხულზე, ცისკრის ვარსკულავი მწუხრს დაემშვიდობება და განთიადისაკენ აღიძვრის.


ამ კარიბჭესთან საოცრებები ხდება, მათ შორის მთავარი საოცრებაა უფლის მოსვლა, ამ წერტილში უსმინოთ ზაქარიას - რას გვეუბნება ამის შესახებ:


“იხარებდ ფრიად, ასულო სიონისაო, ქადაგებდ ასული

იერუსალმისა.


აჰა მეუფე შენი მოვალს შენდა მართალი და მაცხოვარი, თავადი

მშდი, და მჯდომარე კარაულსა ზედა, და კიცუსა ახალსა’’.

/წინასწარმეტყუელება ზაქარიასი, თავი 9; 9/



ასე დაიწყება ახალი ერა!



კენჭა-ბერი

გიორგი იონთა ჰიპერიონი


მზე - ლომში

შვიდი დღით ადრე მზის დაბნელებამდე

 

 

 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2018 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE