კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


ნაწილი V

 

სამყაროს ყველაზე დიდ საოცრებასთან მიგიყვანე, ერო ჩემო! ერთ კაცს არ ეყოფა დრო სიცოცხლის იმ მონაკვეთისა, რომელშიდაც განკაცებულია და დაუსრულებლადაც  რომ წეროს.


ბედნიერები არიან ის მეცნიერები, რომელთაც ამ დიდ აღმოჩენებთან მოუწევთ სამეცნიერო კვლევების ჩატარება. პირველ რიგში მინდა მხატვრებსა და ფოტოგრაფებს მოუწოდო, ვინაიდან აქ ყველაფერი შეიცვლება ცოტა ხნის შემდგომ და აუცილებელია კაცობრიობას დარჩეს პირველ-ბოლო სახე ამ საოცრებათა და არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ყველაფერს ვუძღვნით და ვემსახურებით ღმერთს, მამასა ჩუენსა.


კარმელის მთის (სერის) ჩრდილოეთ მხარეს, ბატზე ბარელიეფურ სცენაზე - ბატიც მონადირეა, ისიც ნადირობს, ოღონდ თევზზე და კირჩხიბზე.


ბატის ნისკარტი (ცხვირ-პირი) ჩაყოფილია ღელეში იმ მიმართულებით, სადაც საიდუმლო ბეჭედია მოთავსებული. ღელე სამ-ბანიანი ჩანჩქერისაკენ მიემართება, სადაც უამრავი ძეგლები და ბარელიეფური სცენებია. მე ერთ ბარელიეფურ ძეგლზე გავამძაფრებ ყურადღებას, რომელიც ჩანჩქერის მეორე ანუ შუა სართულზე, შუა “კიბეზეა’’ გამოსახული. ეს არის უზარმაზარი მეგალადონი, მტაცებელი ვეშაპი, მას კიდევ კარხარდონი ჰქვია.


აქაც ნადირობის სცენაა გადმოცემული, უზარმაზარ ქვის ტალღებში ჩაყვინთული აქვს ვეშაპს, ვეშაპის კუდი ქვისაა - ტალღებს ზემოდან მოქცეული. ამ ვეშაპზე ნადირობს მეგალადონი (აქ კარხარდონი), თავშექცევითი სცენაა “გაყინულ’’ ქვაში. ვეშაპი, რომელიც ჩაყვინთულია და გაურბის მაგალადონს (კარხარდონს), პირველი მიდის კარიბჭესთან, მის “მუცელშია’’ იონას კელია (ამჟამად მთლიანად წყალია კელიაში).


კარმელის გასწვრივ, მდინარედ მორაკრაკე ღელე ჩანჩქერით დაეშვება ამ ადგილას და ქმნის წრიულ ზღუას.


ზღუა გარემოცულია კლდეებით და დასავლეთის მხარეს თაღოვან-ბარელიეფური გამოსახულებაა არწივის გიგანტური თავისა, მხედველობაში მაქვს ზღაპრული გამოსახულება არწივისა.


დავითანამგზავროთ სიტყვა, ანუ მოვიყვანოთ უფალი იესო ქრისტეს წინასწარმეტყველებანი  ამ გზათა და ნიშთა სადიდებლად, რათა მეძღვნე უფალი ვადიდოთ და ამით მადლიერნი წარვდგეთ მისი ქალაქის კარიბჭესთან.


გიხაროდეს, ღმერთის ქალაქო! შენი შვილები ბრუნდებიან შენთან. მამის სიყვარულმა, ძის თავდადებამ და სული წმიდის ნათელმა აღასრულა ყოველი - დედა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში.

 

 

იონას სასწაული


 

 

 

“იონა - ტრედი, გინა დაუბადებელი’’. /სულხან-საბა/


დაუბადებელი არს ღმერთი, ხოლო თავადი ყოველთა დამბადებელი. იონას სასწაული ღმერთის ნებით აღსრულდება.


“ღმერთი - ღმერთი არს სული ნათელი, დაუსაბამო და მიზეზი ყოველთა დასაბამიერთა და დამბადებელი ყოველთა; ღმერთი გადმოითარგმნების ხედვა და წვა.


ღმრთაება ითქმის ყოველთა მხედველისა წინაგანმგებელობისათვის და ყოვლად სრულისა სახიერებისათვის, ვითარ ყოველსავე მოიხილავს და შემოკრებით იპყრობს და თავისა მიერ თვისისა აღავსებს და ზეშთა მათ ყოველთა გარდა-რა-ეფინების, რაოდენიცა არიან მიმღებელნი წინაგანგებულებისა მისისა;


კვალად ითქმის ღმერთი ყოველთა მიზეზი და შემოქმედი და უხილავი; და წვად’’. /სულხან-საბა/


ეს ადგილი ზუსტად ენერგეტიკული და სულიერ-ლოგოსური ცენტრია დასაბამისა.


“დასაბამდ ქმნა ღმერთმან ცა და ქუეყანა.


ხოლო ქუეყანა იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი ზედა უფსკრულთა. და სული ღმრთისა იქცოდა ზედა წყალთა’’.

/დაბად. 1; 1-2/


“და უწოდა ღმერთმან მელსა ქუეყანა და შესაკრებელთა წყალთასა უწოდა ზღუებ’’. / დაბად. 1; 10/


ადგილი ესე არს საშინელ და საოცარ, ძნელ და ბორკილოვან, მსწრაფლ აღმასრულებელ სასჯელისა მათ თავთა ზედა, რომელნი წინააღმდგომნი არიან ღმრთისა.


ყოველი, უსიყვარულოდ მოსული ძისა მიმართ იორმაგებს სასჯელს და ირთულებს ცხოვრებას.

 

ჩამოდის ჩანჩქერი და ხვდება შესაკრებელი წყალთა ანუ ზღუა; ზემოდან - მელიის ნადირობის სცენის მხარეს (გაგახსენებთ, მელია ნადირობს ბატზე), ბატი ნადირობს კირჩხიბზე და თევზზე, ასევე ბაყაყზე. კირჩხიბი ნადირობს თევზზე, ეს კარმელის სერის ჩრდილოეთ ფერდზეა გამოსახული; კარმელის მთის ქვედა სერი მთავრდება მეგალადონის ბარელიეფით, რომელიც ასევე ნადირობს ვეშაპზე. “ვეშაპი ნადირობს იონაზე’’.


აქ არის საიდუმლო და სამყაროს საიდუმლოების აღსასრულებელი მისტერიის ადგილი, რომელიც განაცხადა უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტე ნაზარეველმა.


“ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულს ეძიებს; და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იგი იონა წინასწარ-მეტყულისა, რამეთუ ვითარცა იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ-დღე და სამ-ღამე, ეგრეთ იყოს ძე კაცისა გულსა ქუყანისასა სამ-დღე და სამ-ღამე’’. / სახარება მათესი 12; 39, 40/


გადავშალოთ იონა წინასწარმეტყველის წიგნი და დავაკვირდეთ მახვილი გონების თვალით, ზღუა, რომელიც ვახსენე კლდეთა შორის და მცირედით აღვწერე, თვალწინ სრულად იონას სიტყვათა მეშვეობით აღიდგინეთ, სანამ დაპატიჟებულნი იქმნებით და თვალით იხილავთ.


“და უბრძანა უფალმან ვეშაპსა დიდსა შთანთქმად იონა და იყო იონა მუცელსა შინა ვეშაპისასა სამ-დღე და სამ-ღამე.


და ილოცა იონა უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა მუცლით გამო ვეშაპისთს.


და თქუა: ღაღად-ვყავ ჭირსა შინა ჩემსა უფლისა მიმართ ღმრთისა ჩემისა  და შეისმინა ჩემი მუცლისაგან ჯოჯოხეთისა ღაღადებისა ჩემისა, გესმა მისა ჩემისა.


განმაგდე მე სიღრმედ მიმართ გულისა ზღსა და მდინარეთა მომიცვეს მე, ყოველნი განსაცხრომელნი შენნი და ღელვანი შენნი ჩემ ზედა გარდადეს.


და მე ვთქუ: განვიგდე თუალთაგან შენთაგან, სადმე შე-ღა-ვსძინო მიხედვად ტაძრისა მიმართ წმიდისა შენისა. გარემომესხა მე წყალი, ვიდრე სლვად ჩემდამდე, უფსკრულმან მომიცვა მე

უკანასკნელმან, დადა თავი ჩემი ნაპრალებსა მთათასა, შთავედ ქუეყანად, რომლისა მოქლონნი მისნი კლიტე საუკუნეებ და აღმოვედინ ხრწნისაგან ცხორება ჩემი. მოკლებასა სულისა ჩემისასა უფალი მოვისენე და შევედინ შენდამი ლოცვა ჩემი, ტაძრით მიმართ წმიდისა შენისა.


მცველთა ამაოსა და ცრუსათა წყალობა მათი დაუტევეს, ხოლო მე

მისა თანა ქებისა  და აღსარებისასა გამსხუერპლო შენ. რავდენი ვილოცე, კუალად გაგო შენ მაცხოვარებად ჩემდა უფალსა.


და ებრძანა უფლისა მიერ ვეშაპსა და განაგდო იონა მელსა ზედა’’. /იონა. თავი 2/


ელემენტალურად დამკვირვებელი გონება მიხვდება, რომ არავითარი ოკეანის ვეშაპი აქ არ არის აღწერილი. უფრო მეტს ვიგებთ - იონა გადის განწმენდის მისტერიას საკვანძო ადგილას, სადაც არის “მუცელი ვეშაპისა’’ - იონას კელია; შესასვლელი ზღუადან არის ჩრდილო-აღმოსავალად მიმართ, სამეფო ქალწულებრივი ბეჭდის ქუეშ.


“ზღუა - შესაკრებელი წყალთა’’. /სულხან-საბა/


მისი მეორე სახელია - ავაზანი.


“ავაზანი - წყლის სადგური, წყლის საგუბარი’’. /სულხან-საბა/


მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი - სიავი.


“სიავი - სპილენძის ქვაბი, გინა ავაზანი’’. /სულხან-საბა/


სიავი - ეს სახელი ამ ზღუისა ერთგვარი გასაღებია ბიბლიურ საიდუმლოებაში შესაღწევად, რომელსაც სოლომონის ტაძართან მივყევართ (ამაზე ცალკე იქნება გამოქვეყნებული).


ამ წმინდა ზღუაში იონას კელიის ნალეწი ყრია, რომელიც როგორც სიწმინდე საძირკველად დაედება ყველა სახლს და ტაძარს გახსნის დროს. გაგატანთ, წარიღეთ, დაისაძირკველეთ, აღშენდით, აღმოვიდეს თქვენი ცხოვრება ბრწყინვალებისაგან და ცისკრის ვარსკულავის შუქზე გევლოთ ახალი მომავალით!



 

გიორგი იონთა ჰიპერიონი

კენჭა-ბერი

 

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2018 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE