კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


 

ნაწილი VI


 

კირჩხიბი ზოდიაქალური და ზიოდიაქური ზოდიაქოს თანავარსკულავედია, ანუ ვარსკულავთკრებული  ზოდისა-აქებულისა (თქვენი გონების გასავარჯიშებლად და ძიებაში დაფიქრებით შესასვლელად სპეციფიკურად განსხვავებულ ტექსტებს ვდებ, ერთმანეთში თანაზიარ-შერწყმულსა და თანაშეთხზულს).


კირჩხიბის თანავარსკულავედი ყველაზე უფრო კარგად ჩანს ღამით, იანვრიდან მაისამდე - შობიდან აღდგომამდე; გარემოცულია ფინიას, ტყუპების, ფოცხვერის, პატარა ლომის, დიდი ლომის, ჰიდრას თანავარსკულავედებით, მოწმენდილ ცაზე, უმთვარო ღამეში კირჩხიბის თანავარსკულავედში უბრალო თვალით შეიძლება სამოციოდე ვარსკულავის დათვლა ( - იოტა = 60; ის - კარი - იოტისა, რომელიც უნდა გაიხსნას და მერე გაიცეს სახალხოდ - ისკარიოტელის კოდი).


ამ ვარსკვლავებიდან ხუთია სიკაშკაშით მეოთხე ვარსკულავიერი სიდიდისა. ეს ხუთი მნათობი ქმნის კირჩხიბის თანავარსკულავედის დამახასიათებელ ფიგურას - სამკუთხედს სიბრტყეში და სამკუთხა პრიზმას სივრცეში - ცეცხლის სიმბოლოს (ტოლგვერდა და ტოლგვერდა ტეტრაედრი ცენტრით).


წარმოსახვით ძნელად შესაძლებელია ამ ვარსკულავთკრებულში კირჩხიბის წარმოდგენა, მაგრამ არსის ამოკითხვა შესაძლებელია. კირჩხიბის ალფა და დელტა ვარსკულავებს შორის ნათელ, უმთვარო ღამეს, კარგი ხილვადობისას, უბრალო თვალითავ ჩანს დანისლული “ვარსკვლავი’’. გასაოცარია, რომ უხსოვარ წარსულშივე შემჩნეულ ამ განსაკუთრებულ ვარსკვლავს სახელად “ბაგა’’ უწოდეს, ხოლო ალფა და დელტა ვარსკვლავებს - “ვირები’’ (სახედრები). დროდადრო ეს “ვირები’’ ამ ბაგაში “იკრიბებიან’’. დაკვირვებული იყვნენ, რომ როდესაც ბაგა “ჩაბნელებული’’ იყო, ხოლო ალფა და დელტა ვარსკვლავები კაშკაშებდნენ, წვიმები იწყებოდა.


ვარსკვლავთკრებული “ბაგა’’ გაფანტულ ვარსკულავთა ჯგუფია, რომელშიც ასამდე ვარსკულავია თავმოყრილი. სივრცეში მათი მოცულობის დიამეტრი დაახლოებით 16 სინათლის წელია.


მანძილი “ბაგამდე’’ 520 სინათლის წელს აღწევს. განსაკუთრებით მიმზიდველია ამ ჯგუფზე დაკვირვება ჭოგრიტით ან პატარა ტელესკოპით (ძალიან კარგი იქნება, თუ მცირე ოფსერვატორიულ დასახლებებს შევქმნით მთებზე, საქართველოს ყველა რაიონში).

 

ვარსკვლავთკრებულთა შორის ცარგვალზე კირჩხიბის გამოჩენა დაკავშირებულია ეკლიპტიკაზე მზის მოძრაობასთან. მზე გაივლის 12 ზოდიაქურ თანავარსკვლავედში (ვერძი, კურო, მარჩბივი, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, ღრიანკალი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული და თევზები). გაზაფხული ბუნიობის სადღეღამისო თანასწორობის ჟამს (21 მარტს) მზე ციურ ეკვატორზეა. ამ დღიდან ის სულ უფრო და უფრო ჩრდილოეთისაკენ იხრება.


ზაფხული ნაბუნიობის დღეს (23 ივნისს) მზე ყველაზე უფრო შორსაა ეკვატორიდან (ჩრდილოეთის მხარეს). ამის შემდგომ მზე იწყებს “უკუსვლას’’ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ (23 სექტემბერს), გაივლის ციურ ეკვატორს, შემოდგომის  ბუნიობის დღეღამტოლობის სივრცეს, გააგრძელებს სამხრეთისაკენ გზას და მიაღწევს ზამთრის ნაბუნიობის დღეს (21 დეკემბერი). ამ ოთხ დღეს კარდინალური დღეები ჰქვია ასტროლოგიაში.


“ბუნიობა არს, რა დღე რა ღამე გასწორდება მარტსა და დეკემბერსა შინა, ხოლო მიქცევასა დღისასა და მოკლებასა ივნისის თთვესა, და დეკემბერსა მოკლებასა ღამისასა ნაბუნიობა ეწოდების’’. /სულხან-საბა/


ასევე ივნისის თვის (24 ივნისი) მზე მიიქცევის მოკლებად, გინა დეკემბერსა (23) მოიქცევის აღორძინებად.


კირჩხიბის თანავარსკულავედის ზოდიაქალური სახლი მეოთხე სახლია და დედ-მამის სახლად არის მინიშნებული მსოფლიო ასტროლოგიურ მეცნიერებაში. დავწეროთ ქართულად დედ-მამა ანაგრამული მოდელით დედა - (დ), მამა - (მ), დავსვათ ერთად და მივიღებთ მსოფლიო კირჩხიბის ნიშანს, ოღონდ ეს (დმ) ქართულია, ქართველნო!

 

 


 

 

ორი კიც, ან ორი ვირი, ბიბლიურად კიდევ კარაული და კარჰაული - ორი ვარსკულავის სახელწოდებაა, რომელსაც სამხრეთისა და ჩრდილოეთის ვირები ჰქვია მსოფლიო ასტროლოგიასა და ასტრონომიაში.

 

წერილში აღწერილი გვაქვს იუდას კურთხევა იაკობისაგან (მამისა მისისა), იუდა - როგორც ლომი და ლომის ბოკვერი და ასევე მან უნდა “გამოაბას ვენახსა კიც მისი’’ და “კიცვი ვირისა მისისა’’ - ორი ვირი.


იუდა - ტოტემი კურთხევისა ლომი. მოვნახოთ თანამსგავსი ტოტემით სახარებაში მარკოზი (მისი ტოტემიც ლომია).


მარკოზის მეთერთმეტე თავში გადმოცემულია კოსმოსური საიდუმლო, საიდუმლო დაფარულ იერუსალმის კარიბჭეში შესასვლელად. დააკვირდით!


მარკოზი - ტოტემი ლომი.


ასტროლოგიური ინფორმაცია:


ჩრდილოეთის ვირის ვარსკვლავის (გამა) ენერგია პროექცირდება ზოდიაქოს მეხუთე სახლზე (ენ-ის სახლზე) ლომის ზოდიაქოზე, მე-7 გრადუსზე.


სამხრეთის ვირის, კირჩხიბის დელტა ვარსკულავი პროექცირდება ლომის მე-9 გრადუსზე (თითოეულ ზოდიაქოში 30 გრადუსია; 12 x 30 =360).


მარკოზი, დანიშნული ლომის ტოტემით სახარების მეთერთმეტე თავში აღწერს სამეფო საიდუმლოებაში შესაღწევ პაროლს.


“და რაჟამს მიეახლნეს იერუსალიმად, ბეთბაგედ ბეთანიად, მთასა თანა ზეთის-ხილთასა, წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი, და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ-არს წინაშე თქუნსა; და შერაჰხდოდეთ მას შინა, ჰპოვოთ კიც რომელსა კაცი არღა დაჯდომილ არს, აღჰსენით იგი და მომგუარეთ.


და უკუეთუ ვინმე გრქუას რა თქუან, არქუთ, ვითარმედ უფალსა უმს ეგე. და მეყუსეულად მოავლინოს იგი აქა. ხოლო იგინი წარვიდეს და ჰპოვეს კიც იგი დაბმული კართა თანა, გარეშე შესავალთა და აღჰსნეს იგი.


(დააკვირდით, "კიც დაბმული კართა თანა" გვკარნახობს, გამოიყენეთ საიდუმლოების აღსასნელად. წერილში იუდას კურთხევიდან იუდას გამოჩენამდე ორი ათასი წელია გასული, ე. ი. აქ კიც ტაბუს ასახსნელი სიტყვა და ტოტემია).


 ასევე: კიც დაბმულია გარეშე შესავალთა. ციური კიცვი შესავალთა გარეშეა და ცაში ის “ბაგაში’’ შედის. ეს ასტრონომიული მომენტი გადმოცემულია ქრისტეს დაბადების ხატწერაში. უფლის დაბადებისას ბაგაში გამოხატულია ხარი და ვირი (კიც).


 კიდევ დააკვირდით: და რაჟამს მიეახლნეს იერუსალიმად, ბეთბაგედ ბეთანიას.  იმ ადგილს იერუსალიმთან ორი სახელი ჰქვია. ეს ადგილი ჩრდილოეთის კარიბჭეა იერუსალიმისა - ჩემს მიერ მითითებული. ბეთ - სახლია, ბაგე - სიტყვის საბადებელსა და ბაგა - ახალ ვენას ნიშნავს. გაიხსენეთ, ბაგინეთით ვენახზე გამოაბა იუდამაც კიც. ბეთანია კი ასე მიიღეთ: ბეთ - სახლიანია - სახლი ანისა, ჩრდილოეთიდან აქვს კარიბჭე, რომელსაც კარსანი ჰქვია. ნაბუნიობის დღეები, ზამთრის მზის დგომი - ჩრდილოეთი და ზაფხულის დგომი მზისა - სამხრეთი, ორივე ერთ სახელშია ჩაწვენილი, ჩრდილოეთის კიც და სამხრეთის კიც რომ შევაერთოთ - შუალ ბაგაში მოხვდებით. აქაც დააკვირდით კირჩხიბის სახელს:


კირი - ჩხიბი;

"კირი არს ქვა, დამწვარი, კედელთ საშენებელი სიმაგრისათვის;

ჩხიბი - გრძნებით შეკრვა, მოგობით შეკრვა".


პირველ რიგში კარიბჭე კირით არის ნაშენები, ოღონდ უცნობი, მოგვური ტექნოლოგიაა გამოყენებული. შვიდი წელი მოუნდით კარიბჭესთან მუშაობას.


მეორე  მინდა ავღნიშნო, რომ აქ დგას მეგალითური ლოდი კირჩხიბისა, რომელსაც თვალსაჩინოდ ეტყობა რომ კირჩხიბია.


დავით წინასწარმეტყველი წერს თავის 86-ე ფსალმუნში, რომ კაცი შეიქმნა ამ მთების წიაღში, ანუ არს საღმრთო სახლი შინაგანის - უშინაგანესში, სადაც ცხოველმყოფელური ენერგეტიკული ბუდეა (წარმოსახვისათვის, ასტრალური ბაროკამერა, სადაც ღმერთმა კაცი შეჰქმნა).


ეხლა ისევ დაუბრუნდეთ კარსანს:


კარს-ანი და კარ-სანი


გეოცენტრიული სისტემის ზოდიაქალურ დანაყოფში ანბანი - ანიდან ჯანამდე წრეს ოცდათექვსმეტ ნაწილად გაჰყოფს, თითო ასო 10 გრადუსს დაიკავებს.


ანი  - პირველია და რიგის მარაგია ერთი რიცხვით.


სანი - მეოცეა და რიგის მარაგი ორასია რიცხვით.


ანი ვერძის დასაწყისის დღეღამტოლობის ბუნიობის დღის შესატყვისი - კარს დანიშნავს ანისას, ხოლო სანი სასწორის შუაში მოექცევა და ეს არის ვერძთან 15 გრადუსით განსხვავებული, ანუ ვერძის პირველი გრადუსი - გაზაფხულის დღეღამტოლობის სექტორი და ბუნიობა გაზაფხულისა, როდესაც “სამეფო’’ (იუპიტერი) პლანეტა ამ გრადუსში შედის, კირჩხიბის სექტორი ერთვება და იწყება კატის წელიწადი. (გაიხსენეთ მითებში, ზღაპრებსა თუ თქმულებებში კატა არ ასწავლის ხეზე ასვლის საიდუმლოს ლომს; და თანაც დააკვირდით სიტყვებს, როგორ გააკატავა ანუ ააცდენინა მიზანს, და თავი მოიკატუნა, ანუ არ ვიცი სიმართლეო).


რატომ იძლევა 15 გრადუსიან განსხვავებას ანბანში? გაგახსენბთ ათ გრადუსიანად დაყოფილ სამას სამოცგრადუსიან სექტორს წარმოშობს, ისე რომ თითო ზოდიაქო სამ ნაწილად გაიყოფა -  30 : 3 = 10.


ასო სანი (ს) მეოცეა ანბანის მატრიცალურ-გეოცენტრიულ სისტემაში, რომელიც დასავლეთის მხრიდან სასწორის შუა ლოგოსურ ტერმში (თერმი) მოექცევა. სასწორი ასწორებს აბერაციულ და ბიჯის მომენტებს, მაგრამ განსხვავება 15 წუთი არის საათობრივი და ოცდაოთხსაათიანი სექტორის ერთი ოცდამეოთხედი, რაც 15 გრადუსს შეეფერება.


მაგალითად წრე - 360 გრადუსი გავყოთ 24 საათზე, მივიღებთ 15 გრადუსს ანუ ერთი საათი 15 გრადუსია.


იერუსალმის კარიბჭეთა კვლევის დროს და საერთოდ ამ ქალაქის შესასწავლად - დიდი ღვთაებრივი მეცნიერებაა შესათვისებელი. დღემდე მეცნიერებისათვის და მღდელთათვის უცნობ სისტემებს განვიხილავთ.


ასტრონომია და ასტროლოგია აუცილებლად განსახილველი იქნება ძირფესვიანად. ასევე ენერგეტიკული სისტემები: მაგნეტიზმი, რხევები, რეზონანსები და დერეზონანსული სისტემები, ინდუქცია, ელექტროობა, სოლიტონური “ჯაჭვები’’, სიჩქარეები და ზღვრები.


იერუსალმს ოთხი კარდინალური კარი გააჩნია, ანუ თორმეტი კარიბჭიდან ოთხი: აღმოსავლეთის და დასავლეთის კარიბჭეები ბუნიობაზე გასწორებული, ანუ გაზაფხულის დღეღამტოლობა, ვერძის პირველი გრადუსი, გაზაფხულის ბუნიობა, შემოდგომის დღეღამტოლობისა, სასწორის ზოდიაქოს პირველი გრადუსი და ოპტიკური ილუზიების გასასწორებელი აბერაციული თხუთმეტი გრადუსი, სასწორის “ისრის’’ გრადუსი.


ეს არის ორი კარდინალური კარიბჭე - აღმოსავლეთისა და დასავლეთისა; შემდეგი ორი ჩრდილოეთისა და სამხრეთის ღერძზე იმყოფება. ზამთრის ნაბუნიობის დღეს თხის რქის პირველი გრადუსი წარმოადგენს ჩრდილოეთის კარიბჭის გრადუსს. ზაფხულის ნაბუნიობის დღეს კირჩხიბის ზოდიაქოს პირველი გრადუსი წარმოადგენს სამხრეთის კარიბჭის გრადუსს.


ეს კარდინალური კარიბჭეები - ოთხი კარდინალური ზოდიაქოს: ვერძის, კირჩხიბის, სასწორისა და თხის რქის, ოთხი კარდინალური ზოდიაქალური სახლისაა (I, IV, VII, X). სახელები ასეც შეგვიძლია დავწეროთ: I. ბეთვერძი, IV. ბეთკირჩხიბი, VII. ბეთსასწორი და X. ბეთთხისრქა.


ებრაულად: ბეთ-კივსა - ცხვრის სახლი, მწყემსურად - ფარეხი (ფარე - დამალე, დაფარე და ხე - სიცოცხლის სიმბოლო).


კარიბჭეს ებარაულად ჰქვია შაარ ა-ცონ. აღმოსავლეთის ვერძის კარიბჭე პირველი კარდინალური სახლია და ზოდიაქოს ოთხმოცდაათი გრადუსით იმყოფება კირჩხიბის კარდინალური კარიბჭე, ას ოთხმოცი გრადუსით იმყოფება სასწორის კარდინალური კარიბჭე, ორას სამოცდაათი გრადუსით იმყოფება თხის რქის კარდინალური კარიბჭე; სამას სამოცი ისევ ვერძია.


ოთხი ოთხმოცდაათი გრადუსი, ოთხი გონიო, ოთხგონი.


ცა უმეტესად საზომად გამოიყენება, რა თქმა უნდა, ციური და მიწის სიმეტრიები თანაწყობაში არიან, მაგრამ არის ენერგეტიკული სივრცეები, რომლებიც ხშირად სხვადასხვა სისტემებისათვის ასიმეტრიულები არიან.


ცის კარდინალური ათვლის წერტილებს (ლათ. Cardines coeli) წარმოადგენენ აღმოსავლეთის, დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის წერტილები, ამათთან ერთად ეკვატორის ჩრდილოეთისა და სამხრეთის წეტილები (იქ, სადაც ციური ეკვატორი გადაიკვეთება ციურ მერიდიანთან).


მიზნად არა მაქვს დასახული, რაღაც უსაშველო ინფორმაციულ ნაკადში მოგაქციოთ. ამისთვის გამოვა წიგნები, რომლებშიც ცალცალკე იქნება ყველაფერი მეცნიერულად განხილული.


მე დღიურების სახით გესაუბრებით და მინდა გითხრათმ რომ ქალაქი იერუსალმი, რომლის ერთერთი კარიბჭე გასახსნელად გავამზადე, ზესწყობის-წყობით არის აგებული და მარადიულობასთან აკავშირებს სრულიად კაცობრიობას.


მაგალითი ყველა საუბრისა თვალნათლივ შეგიძლიათ ნახოთ, ჩატარებული მაქვს შვიდწლიანი უბადლო და შეუფასებელი ღვაწლის ნაშრომი...


შრომა და დაშრობა და ფერმიხდა შრომათაგან, ეშმაკთა რისხვა... არა დამიკლია და განსაცდელმა მრავალმა მრავალ შფოთს მაზიარა. ეს მისტერია ბიბლიურად ერთი სახელით ითქმის - ზორობაბელი.


“ზორობაბელი - ფერმიდილი რისხვათა და შრომათაგან.

ფერქცეული რისხვისაგან, შფოთისაგან’’. /სულხან-საბა/


“მიეც გლახაკთა საჭურჭელე’’ –


 ბრძანა დიდმა შოთა რუსთაველმა.


საჭურჭლე მზადა მაქვს, მხოლოდ ჭურჭელნი დარეცხეთ და დაასუფთავეთ, განასპეტაკეთ თავნი თქვენნი!

 


კენჭა-ბერი

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2018 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE