კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

ნაწილი V


 

აღმოჩენილია მთავარი ქალაქი იერუსალმი,

საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა,

დედად ჰრქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვა მას შინა;

დედაქალაქი კაცობრიობისა, და მიმდინარეობს კარიბჭის მანიფესტი.

ღმერთის ქალაქი საფარველს იხსნის მისისვე დავალებით.


გიორგი იონთა ჰიპერიონი



 

კამარა, იგივე ზღუა, იგივე კონქი, იგივე სიავი, აუზი განსაბანელი - წარჩინებული ადგილია, მელქისედეკი და აბრაჰამი ზიარებულნი არიან ამ წმინდა ადგილს წარმართობის დროს საქართველოში.


მერე ასევე ვთქვათ: მეფე დავით წინასწარმეტყველი და მწყემსი.


შემდეგ დავით აღმაშენებელი, მეფე ქართველთა.


აქვე შოთა რუსთაველი და სოლომონ ბრძენი.


რა თქმა უნდა, ამათ გარდა უამრავი მეფე მოსულა სათხოვარზე უფლის კართან, მაგრამ საკმარისია დავამატო უფალი იესო ქრისტე, ბეთლემში შობილი ნაზარეველი და მიხვდებით, რომ მთავარ სცენაზე მოხვდით ბიბლიურისა.


აქ ზღუასთან, განსაბანელი ქვაბის, ქვის ქვაბის, რომლის მიხედვითაც სოლომონმა სპილენძის ზღუა შექმნა (სპილენძის ანუ რვალის განსაბანელი) იერუსალიმის მღდელთა განსაწმენდად.


წინ, ხევის თავი ამოვსებულია დაგონის კერპის ნამსხვრევებით, ნიშნად ღმრთის წინაშე კერპთმსახურების დაცემისა. ეს დაშლილი ლოდებად კერპი დაახლოებით შვიდი-რვა მეტრის სიმაღლისა იქნებოდა. ეხლა დიდ ლოდებად არის დაშლილი. მოკლედ რომ ვთქვათ, აქ ბეთლემელების საყვარელი ადგილია.


გაგახსენებთ, რომ დავით მეფე და უფალი იესო ქრისტე ბეთლემში არიან დაბადებულნი.


ბეთ - სახლსა დანიშნავს;

ლემი - პურია;

ბეთლემი - სახლი პურისა.


(იმერეთში გვხვდება ერთი სოფელი, რომელსაც ლემი ჰქვია. ამ აგარაკს სიწმინდით საცხოვრისი ეწოდება. ლემის მკვიდრნი სტუმარ-მასპინძლობით გამორჩეულნი არიან. ჩაუკვირდით ამ კუთხეს, კარავთა ბანაკებით მოიარეთ, დააგემოვნეთ გარემო ველთა და მთა-ბართა წყაროები და აღივსებით სიწმინდით საცხოვრისისა).


დავით მეფე - იუდეველია, იგი ლომზე გამარჯვებული მეფეა ტარიელივით. ტარიელი ლომსა და ვეფხვს კლავს, ხოლო დავითი ლომსა და დათვს.


“სიტყუად იწყო დავით საულისა ჰრქვა: ოდეს ვმწყსდი საცხოვართა  მამისა ჩუენისათა უდაბნოსა ზედა, მოვიდის ლომი, ანუ დათ და წარიღის კრავი, ანუ თუ ვაცი, ვეწივი და პირისა მისისაგან გამოვიღი, და თუ ზედამიმიდის, მე მკლავნი მოვსცნი, და შევმუსრი და მოვკლი იგი’’. /I მეფეთა 17; 34,მ 35/


ბიბლიურად იუდეველთა ტოტემი ლომია, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ლომისობის დღესასწაულს ზეიმობენ უხსოვარი დროიდან. ლომისის მთა იუდეველთა მთაა, იუდა აღსარებას ნიშნავს.


“იუდა - აღსარება’’. /სულხან-საბა/


უფალი იესო ქრისტე იუდეველთა მეფეა და სამეფო საიდუმლო ლომის ტოტემით მოციქულ მარკოზს ავალია წერილთა შინა. მართლმადიდებელთა ეკლესიათა გუმბათებზე მარკოზთან ლომია გამოსახული.


“მარკოზი - ზღუდე მრჩობელი, გინა მაღალი მცნება.


გარ ზღუდე მაღალი, გინა მეორე ზღუდე სახლთა ზედა, გინა მაღალი მცნება’’. /სულხან-საბა/


თანამიმდევრობა ასეთია: უპირველესად ვთქვათ იაკობისაგან იუდას კურთხევა.


“იუდა, შენ გაქებდედ ძმანი შენნი, ელნი შენნი ზურგსა მტერთა შენთასა; თაყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი’’.


(ძმობას აკურთხებს იაკობი პირველად, ვინც იუდას შეუდგება ძმობით, ძმათნაფიცობით, ჯერ იტყვის “შენ გაქებდედ ძმანი შენნი’’, ხოლო მერმე “თაყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი’’).


“ლეკ ლომისა იუდა, მცენარისაგან, შლო ჩემო, აღმოედ. მიწოლით დაიძინო, ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან, ვინმე აღადგინოს იგი?’’


როდესაც იაკობი კურთხევაში ეუბნება თავის შვილს “ლეკ ხარო’’, ე.ი. მამა ამ შემთხვევაში ლომია; “ლომი’’ აკურთხებს თავის

“ლეკს’’.


იაკობი ღმერთის ლომია და ღმერთის ლომს არიელი ჰქვია, მაგრამ ასე ვთქვათ: იუდა სამეფო კურთხევას ატარებს. აქ იუდა განსაკუთრებულ საიდუმლოებას იღებს. ის იუდეველთა სამეფო და სამეუფეო ენას თავისი საიდუმლოებით ფარავს. ამ ენას ლაზარე ჰქვია სახარებაში და უფალი იესო ქრისტე აღადგენს ლაზარეს ანუ ქართულ ენას, რათა საიდუმლოებათა მჭვრეტი გახდეს მთელი ერი და სრულიად ისრალი და აღიზარდოს მეფის-წული “ლეკ ლომისა’’;


“წული - ვაჟი, რომელ არს სიმნე და ახოვნება გონებისა’’. /სულხან-საბა/


აღიზარდოს მამა-პაპის ღმერთის, იაკობის ღმერთის გზაზე და თავად ღმერთია აღმადგინებელი საღმრთო-სამეფო ცოდნისა და ამ ცოდნის მისგან მპყრობელისა.


“მცენარისაგან, შლო ჩემო აღმოდ’’, ე. ი. მცენარის სახელი არის ერთერთი საიდუმლოს გასაღების მპოვნელი იუდეველთა ტაბუირებულ ტექსტებში.


ახლა ლაზარეს ენას მოუხმოთ და ასე დავიწყოთ დეშიფრაცია:


მცენ - არე


“მცენ - (ნახე) მცნება - მცნება არს ღმრთისამიერი შჯულისდება, გინა მეფეთა და უაღრესთაგან ბრძანებული’’. /სულხან-საბა/


ა) “არე - რომელსა ეწოდების ჰარე, უქვემოესი ჰაერი ქვეყანისა მახლობლად’’.

ბ) “არე - ესე ოთხნი დრონი წელიწადისა: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი.


გაზაფხულადაც ითქმის.


არე გაზაფხულად ითქმის, რომელსა იტყვის სთველი და არე’’.

/სულხან-საბა/


“სთველი - (ნახ.) სთუელი - შემოდგომა, გინა ყურძნის მოკრეფა (მოსავლის აღება)’’. /სულხან-საბა/


“მცენარისაგან, შლო ჩემო აღმოედ’’ - აღმოიკითხება და ნაპოვნია ერთერთი მცენარე. ეს არის ვაზი, რომელიც გაზაფხულსა და შემოდგომას, გაზაფხულის დღეღამტოლობასა და შემოდგომის დღეღამტოლობას აკავშირებს.


მოგვურად მივყვეთ:


არე უქვემოესი - ჰაერია, მისი სახელია სიო და ის სიგირლის ნაწილია. არე და სთველი გაგვაგებინებს ყურძენის (ყურით-ძენის ანუ მოწაფეთა) საღმრთო რჯულს ვინც ეწაფება. ამ ამბავს იაკობი კურთხევაში მიუთითებს იუდას გზას რჯულით გასავლელს.


ეს არის ვაზის - არე, აყვავება ვაზისა და მწიფობა მტევანთა ანუ ყურძნის სიმწიფე და რთველი, უძველესი ქართული დღესასწაული, რომლის ანალოგი ძველ წარსულში არა აქვს არცერთ ერს.


გარდა ამისა დააკვირდით გამოცდილი მევენახის - იაკობის კურთხევას! გიკვირთ არა?! თქვენ წარმოიდგინეთ მეც მიკვირს, ოღონდ ის მიკვირს, რომ თქვენ არ დააკვირდით აქამდე.


იაკობი აკურთხებს იუდას მეფე-მევენახის კურთხევით:


“არა მოაკლდეს მთავარი იუდასაგან და წინამძღუარი წყვილთაგან მისთა ვიდრემდე მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს და იგი არს მოლოდება წარმართთა’’. /დაბ. 49; 10/


იუდა აღსარებას ნიშნავს, მთავარი იუდასაგან - მთავარ აღმსარებელს დანიშნავს. წინამძღუარი წყვილთაგან მისთა, გენეტიკური შთამომავალი იუდასი, უკვე დაბადებიდან წინამძღუარია, კურთხევით დაბადებულია და წარმმართველია საღმრთო სინათლისაკენ - განმანათლებლური მონაცემი აქვს.


წარმართი - კეთილად დაბადებულსა ჰქვია, ასევე კეთილად მოსლვა. გენეტიკურად საღმრთო საქციელის მატარებელნი, რომელთაც შინაგანში, სისხლში აქვთ გამჯდარი საღმრთო საქციელნი. კეთილად დაბადებულნი არიან წარმართნი, მათ შინაგანში საღმრთო საქციელის მატარებელი გენეტიკა გააჩნიათ.


წარმართები არიან მთავარნი, წინამძღუარნი, რომელთაც მოსემდე რჯული არა ჰქონდათ მიღებული და ურჯულოები იყვნენ. მერე ეს სტყვა საგინებელ სიტყვად იქნა გამოყენებული. თუმცა წარმართებმა კურთხევა რჯულის მიმღებ მოსეზე ადრე მიიღეს და კონკრეტულად - პირადად აბრაჰამისაგან.


“ხოლო აბრაჰამ ქმნილ იყოს ნათესავად დიდად და მრავლად და იკურთხეოდიან მისდამი ყოველნი წარმართნი ქუეყანისანი’’. /დაბად. 18; 18/


როგორც ვატყობთ წარმართებმა აბრაამის კურთხევა მიიღეს და მიჰყვნენ საღმრთო გზას, ესენი არიან მთავარნი წინამძღუარნი ქართველურ ტომებთა.


ფრთხილად! გამოღვიძებული ლომი - აღმდგარი იუდა, პაპის - მამა აბრაჰამის ნაკურთხ წარმართებს აღვიძებს და აღადგენს ლაზარეს ენით!!!


იუდა არს სამეფო საქმეთა მთავარი წარმართი და წარმმართველი მეფეთა კანონისა და მსაჯულთა საღმრთო ქალაქისა, არიელისა!


თუმცა იმის გამო, რომ იუდას ტოტემი ლომია, არიელი კი თარგმანებით წიშნავს ღვთაებრივ ლომს, ანუ ლომი ღმრთისა, ეშლებათ და იერუსალმის - ერთერთი ქალაქის სახელად მიიჩნევენ.


არა, ეს ასე არ არის, არიელი ცალკე ქალაქია და იერუსალმი ცალკე, თუმცა ორივე მთის წიაღის ქალაქებია. იერუსალმი ღმეთის ქალაქია, ხოლო არიელი მეფის ქალაქი, თუმცა ეს მეფე - მეფეთ-მეფეა და მელქისედეკის ჩინით აერთიანებს სამსახურებელს ორთავე ქალაქისას (არ იდავოთ, ორივე მიკვლეული მაქვს, მეფეთა ცხოვრების საიდუმლო არქივია - უძველესი არტეფაქტებით ქალაქ არიელში (არიილი ზოგან).


პირველად გავარკვიეთ, რომ წარმართები აბრაჰამისაგან ნაკურთხნი არიან, და მისი შვილის, ისაკის შვილიშვილი - იუდა ინახავს წარმართების საიდუმლოს.


“იგი არს მოლოდება წარმართთა’’, რომელიც არის წარმმართველი და აღმზრდელი მეფისა უძველესი დროის ქართულ სამეფო აკადემიაში. ეს მთავარი წარმართი წარმართავს ყველა სამეფო წყობის წარმართს, ასე ვთქვათ წარმართთა-წარმართი, რიმელიც იყო სიცოცხლის საიდუმლოთა  დამცველი და დამატაბუირებელი მევენახე წარმართი, ვაზის-მამა ან მევენახეთუხუცესი, სიტყვის სუფრაზე არჩევანით განმრცობი, ლოცვისა და წესის შემწყობი სუბორდინაციული განრიგით, არჩევანით მიღებული თამადა.


ქართული წარმართობის წესნი და სუფრა-აკადემიის და კულტურულ-განმანათლებლური სწავლებანი, ოჯახში აღზრდასთან ერთად ღვთის რჯულიერს ზრდიდა ქართველ კაცს, უფრო ზუსტად საღმრთო საქციელით აღზდილს.


დავუბრუნდეთ მევენახე მეფის კურთხევას იაკობისაგან იუდას მიმართ:


“და გამოაბეს ვენასა კიც, და რქისა ვენაისსა კიც  ვირისა მისისა, განრცხეს ღნითა სამოსელი თსი და სისხლითა ყურძნისათა მოსაბლარდნელი თსი’’.


მხიარულ არიან თუალნი მისნი ღნითა და სპეტაკ კბილნი მისნი უფროს სძისა’’. /დაბად. 49; 11, 12/


ნამდვილი კურთხევა მევენახისა გადაიშალა თქვენს წინ, ე. ი. ნამდვილი იუდეია ანუ იუდას ქვეყანა, ვენახის ქვეყანა და მევენახის კურთხევის ქვეყანა.


იუდა აღსარებას დანიშნავს და ვენახიც აღსარებულია ზვარში ძუელი დროიდან.


ზვარი სარებზე ახვეული ვაზია, ვაზიაროთ და ვაზი-აროთ მთელი მსოფლიო ჩვენს მევენახეობას და თავად თქვან, რომ ზვარი სარზე ახვეული და გავენახებული მართლა ქრისტეს საზიარო ნაზი-არეა საფიქრებლად, ნაზარეველთა სულის სახარებლად უფალთან და ვაზთან თანაარწყმული.


რა თქმა უნდა, უნებლიედ თანაგანათლებულები იტყვიან მყარ სიტყვას: არა მჯერა! კარგით ბატონებო, ვისაც გვჯერა, ისინი მივალთ იუდეველთა მეფესთან - უფალ იესო ქრისტესთან. გთხოვთ, მოკრძალებით და პატივისცემით გაგვატარეთ, ჩვენი გზაა!


როგორც შეგპირდით თბილად და ტკბილად გამოგზაურებთ ჩემს სამყაროში, რომელიც უზენაესმა მაჩუქა.


წერილში მოხსენებულია ორი სახედარის შვილი, კიც - იგივე ვირის ჩოჩორი (მწყერის მართვესაც ჩოჩორი ჰქვია, ეს კი ცაზე მიგვანიშნებს - ცაში მოძებნეთო).


მოდით ეხლა ორი სახედარი მოვძებნოთ ცის თაღზე (ასტრონომია + ასტროლოგია).

დაიხ, არის ორი ვარსკვლავი, რომელთაც ჩრდილოეთის ვირი და სამხრეთის ვირი ჰქვიათ მსოფლიო აღმოკითხვით. საქმე იმაშია, რომ ციური ეკვატორი გაყოფს ორ ტოლ ნაწილად ციურ სფეროს ვარსკვლავებისას: ჩრდილოეთ ნახევარსფერო ვარსკვლავიერი ზეცისა და სამხრეთ ნახევარსფერო ვარსკულავიერი ზეცისა.


ციური ეკვატორი კირჩხიბის თანავარსკვლავედში გაივლის, რომელიც ამ ზოდიაქოში მოქმედ ორ ვარსკულავს - ვირებს, ერთს ჩრდილო ნახევარსფეროში დააფიქსირებს, მეორეს კი - სამხრეთ ნახევარსფეროში. აქედან მათი სახელები: ჩრდილოეთის ვირი და სამხრეთის ვირი.


 

 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...

 

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2018 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE