კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


ნაწილი IV


 

აღმოჩენილია მთავარი ქალაქი იერუსალმი,

საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა,

დედად ჰრქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვა მას შინა;

დედაქალაქი კაცობრიობისა, და მიმდინარეობს კარიბჭის მანიფესტი.

ღმერთის ქალაქი საფარველს იხსნის მისისვე დავალებით.


გიორგი იონთა ჰიპერიონი


 

ბიბლიაში კამარა სხვადასხვნაირადაა მოხსენიებული, მისი ერთერთი სახელწოდებაა “სპილენძის ზღვა’’, ქართულ ბიბლიაში მას სიავი ჰქვია და რვალის ზღუად აღიწერება.


აქ, საქართველოში განსაბანელს, რომელიც იერუსალმის კარიბჭესთან არის ამოშენებული და ჩამოსხმული, ქვისაა! ამ ავზს ზღუა ეწოდება.


ამ განსაბანელის მსგავსი ავზი მოსეს ჰქონდა გაკეთებული - რჯულის კიდობანის მსახურთა განსაბანელად და განსაწმენდელად.


რა თქმა უნდა, ღმერთმა მიიყვანა მოსე საქართველოში

იერუსალმის კარიბჭესთან და ანახა განსაბანელი, რომელიც ქართულ ენაზე რამოდენიმე სახელს ატარებს, ესენია: კონქი, კამარა, ავზი, სიავი, ზღუა და წყალსატევი.


თვითეული სახელი განსაკუთრებულ ბიბლიურ კოდში და ტაბუში შემყვანია და განსაკუთრებულ ინფორმაციებს აღმოიკითხავს ბიბლიიდან.


პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მოსე ნამყოფია ამ ადგილას. მან ორიგინალიდან აიღო ზომები, ორიგინალი კი ქვისაა, ხოლო ზომებ-აღებული ქვაბი ახალ სახელს იძენს - სიავი. რვალის ანუ სპილენძის ქვაბი - განსაბანელი მღვდელთა. თავად დასაცხრომელად გთავაზობთ გამოსლვათას ოცდამეხუთე თავს მთლიანად. ახლა უკვე ღმერთის ნებით გამჟღავნებულ ინფორმაციას დააკვირდით, რომელიც მოგაწოდეთ წმინდა მთებიდან. ჯერ ფსალმუნით ვიმოწმოთ და მერე მოსეს გზას თაყვანი-ვცეთ.


“ძეთა კორესთა, ფსალმუნი გალობისა საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა. უყუარან უფალსა ბჭენი სიონისანი უფროს ყოველთა საყოფელთა იაკობისთა. დიდებულ ითქუა შენთს, ქალაქო ღმრთისაო. მოვისენო მე რააბისი და ბაბილოვნისა, რომელთა მიციან მე; და აჰა ესერა უცხო თესლნი და ტროს და ერი ჰინდოთა ესენი იშვნეს მუნ.


დედად სიონსა ჰრქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვნა მას შინა, და თავადმან დააფუძნა იგი მაღალმან. უფალი მიმოდაითქუას წიგნითა ერისათა და მთავართა ამათგან, რომელნი იყვნეს მას შინა. ვითარ მხიარულთა ყოველთა მკდრობა შენდამი არს’’. /ფსალმ. 86/


დააკვირდით ლამაზ ქართულ სიტყვებს, ამ ენით ესაუბრება უფალი მოსეს. ნუ გაიკვირვებთ შემზარავად - გაიკვირვეთ სიხარულით.


 

გამოსლვათა (კ.ე.)

თავი 25


 

ა. 1. და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ მეტყუელი:

   2. არქუთ ძეთა ისრალისათ და მიიხუენით. ჩემთს დასაბამნი ყოველთაგან ნაყოფთა, რომელთაცა სთნდეს გულსა, მიიხუენით დასაბამნი ჩემთს.

   3. და ესე არს ნაყოფი, რომელი მიიღო მათგან ოქრო, ვეცხლი, რვალი,

   4. აკანთი, პორფირი, ძოწეული ორვეცი, და ბისონი ძახილი და ბალანი თხათა,

   5. და ტყავნი მეწამულქმნილნი და ტყავნი აკინტინი და შეშანი ულპოლველნი,

   6. ზეთი და სასაკუმევლე, ნელსაცხებელი და საკუმეველი,

   7. და ქვანი სარდიონნი და ქვანი საწახნაგებელნი სამართათს და პოდირისა.

   8. და მიქმნე მე სიწმიდე და გეჩუენებოდი თქუენ შორის.

   9. და მიქმნე მე ყოვლისა მისებრ, რაოდენი მე გიჩუენო შენ მთასა ზედა მაგალითი კარვისა და მაგალითი ჭურჭელთა მისთა.

   10. ეგრეთ ჰქმნე. და ჰქმნა კიდობანი წამებისა ძელთაგან ულპოლველთა  ორი წყრთა  და ნახევარი სიგრძე და წყრთა და ნახევარი სიმაღლე მისი.

   11. და ოქრომოსილ-ჰყო იგი ოქროთა  წმიდითა შინათ და გარეთ, ოქრომოსილ-ჰყო იგი და ჰყვნე თხზულნი ოქროსანი ქცეულნი გარემოს მისსა.

   12. და განშჭედნე იგინი ოთხად ბეჭდად ოქროსად და დაჰხსნე ოთხთა კიდეთა ზედა ორნი ბეჭედნი სხუასა კიდესა ზედა.

   13. და ჰქმნე აღსაღებელნი იგი ბეჭედთა შინა, რომელნი არიან კიდეთა ზედა კიდობნისათ აღებად კიდობნისა მათ მიერ.

   14. და განუხუნე აღსაღებელნი იგი ბეჭედთა შინა, რომელნი არიან კიდეთა ზედა კიდობნისათა აღებად კიდობნისა მათ მიერ.

   15. ბეჭედთა შინა კიდობნისა მის აღთქმისათა იყვნენ აღსაღებელნი შეურყეველ.

   16. და შთახსნა კიდობანსა შინა წამებანი, რომელნიცა მოგცნე შენ.

   17. და ჰქმნა სალხინებელი ზედა დასადებელი ოქროსა

წმიდისა ორი წყრთა და ნახევარი სიგრძე მისი და წყრთა და ნახევარი სივრცე მისი.

   18. და ჰქმნე ორნი ქერობინნი ოქროსანი წახნაგებულნი და დაჰსხნე იგინი ორკერძოთაგანვე კიდეთა სალხინებელისათა.

   19. და იქმნნენ ქერობინი ერთ კიდისა ამისგან და ქერობინი ერთი კიდისაგან მეორისა სალხინებელი მის.

   20. და ჰქმნნე ორნი ქერობინნი ორთა ზედა კიდეთა მისთა, იყვნენ ქერობინნი განმპყრობელნი ფრთეთანი ზედა კერძო მაგრილობელნი ფრთეებითა მათითა სალხინებელსა ზედა და პირნი მათნი ურთიერთას მიმართ სალხინებელისა მიმართ, იყვნენ პირნი ქერობინთანი და დასდვა სალხინებელისა კიდობანსა ზედა ზენით.

   21. და კიდობანსა შინა დაჰსხნე საიდუმლონი, რომელნიცა მიგცნე შენ.

   22. და გეცნობო მე შენ მუნით და გეტყოდი შენ ზედა კერძოთ სალხინებლისათ საშუალ ორთა ქერობინთასა, რომელნი არიან კიდობანსა ზედა წამებისასა ყოველთა მათაებრ, რაოდენნიცა გამცენ შენ ძეთა მიმართ ისრალისათა.

   23. და ჰქმნა ტაბლა ძელთაგან ულპოლველისა ორი წყრთა სიგრძით და წყრთასივრცით და წყრთა და ნახევარი სიმაღლე მისი.

   24. და ქმნა მას კიდენი ოქროსა წმიდისანი თხზვით გარემო.

   25. და აქმნე მას გრგნი ოთხგოჯეული გარემოს და აქმნე ქვეთ თხზული გარემოს გრგნისა.

26. და აქმნე მას ოთხნი ბეჭედნი ოქროსანი და დაასხნა ბეჭედნი იგი ოთხთა ზედა კერძოთა ფერთა მისთასა.

   27. გრგნსა ქუეშე, და იყვნენ ბეჭედნი იგი შესაცუმელად აღსაღებელთა მათ, რათა აღიღებოდის მათ მიერ ტაბლა იგი.

   28. და ჰქმნნე აღსაღებელნი იგი ძელთაგან ულპოლველთა და ოქროთა, მოსილ-ჰყვნე იგინი ოქროთა წმიდითა და აღიღებოდის მათ მიერ ტაბლა იგი.

   29. და ჰქმნნე პინაკები მისი და ფიალები და ტაკუკები და ბარძიმები და შთასაყოფელები, რომლითა შესწირვიდე მათ მიერ, ოქროსაგან წმიდისა ჰქმნნე იგინი.

   30. დაადგინე ტაბლასა ზედა ურნი საწინაშონი წინაშე ჩემსა მარადის.

   31. და ჰქმნნე სასანთლე ოქროსაგან წმიდისა, წახნაგებულად ჰქმნნე სასანთლე. ღერი მისი და ლელწმის სახენი და ტაკუკნი და ბირთს სახენი და შროშანნი მისგან იყვნენ.

   32. და ექუსნი ლელწმის სახენი გამოვიდოდინ გუერდთაგან: სამნი ლელწმის სახენი სასანთლისანი გუერდისაგან მისისა ერთისა და სამნი ლელწმის სახენი გუერდისაგან მეორისა.

   33. და სამნი ტაკუკნი დაწესებულნი ნიგუზის მსგავსნი: ერთი ლელწმის სახე, ერთსა - ბირთს სახესა და შროშანსა და სამნი ტაკუკნი დაწესებულნი ნიგუზის მსგავსნი: ერთი ლელწმის სახე, ერთსა - ბირთს სახესა და შროშანსა, ესრეთ ექუსთა ლელწმის სახეთა გამომავალთა სასანთლისაგან.

   34. და სასანთლესა მას ოთხნი ტაკუკნი დაწესებულნი ნიგუზის მსგავსნი ბირთს სახენი და შროშანნი მისნი.

   35. ბირთს სახე ქუეშე: ორთა ლელწმის სახეთა მისგან და

ბირთს სახე ქუეშე ორთა ლელწმის სახეთა მისგან, ესრეთ ექუსნი ლელწმის სახენი გამომავალნი სასანთლისაგან.

   36. ბირთს სახენი და ლელწმის სახენი მისგან იყვნენ ყოველი წახნაგებული, ერთისაგან ოქროსა წმიდისა.

   37. და ჰქმნნე სასანთლენი მისნი შდნი და ზედა დაჰსხნე სანთელნი მისნი და ნათობდენ ერთისაგან პირისა.

   38. და მოსაყოფელი მისი და ქუეშე შასადგმელი მისი ოქროსაგან წმიდისა.

   39. ტალანტისაგან ოქროსა წმიდისა ჰქმნნე ყოველნი ესე ჭურჭელნი.

   40. იხილე, ჰქმნნე წესისაებრ ჩუენებულისა შენდა მთასა ზედა.

 

მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ძლევით მოსილ მოსეს, რომელიც უპირველესად რწმენით შეიმოსა და მართალთა უდიადეს მართლის მადიდებელთა გზას ღმრთისას გაჰყვა და თან გაიყოლა მრავალი მართალი ღმერთის წინაშე სიყვარულით ანთებული სული.


კაცობრიობის ისტორიაში ბოლო ოთხიათასი წელიწადი მრავალი ახალი მოვლენის დამტევად დაიბეჭდა ღმრთისაგან.


მთელი ეს ისტორიული გზა ემსახურებოდა კაცობრიობის ეტაპობრივ განვითარებას ღვთაებრივი გონ-სახიერების შესაძენად.


დღეს სრულიად დედამიწა, მხედველობაში მაქვს ერთიანი სიცოცხლის სული დედამიწისა, ამ პლანეტაზე მცხოვრები კაცობრიობის და ფლორისა და ფაუნის ყოველი წარმომადგენელი ეზიარება ახალს, უმნიშვნელოვანესს ყველა ცოცხალი არსებისათვის!


უპირველესად მინდა ავღნიშნო ის საოცრება, რომელსაც მამასთან დაბრუნება ჰქვია, მამა ღმერთთან მაზიარებლობის ჟამი შედგა და ყველა წინასწარმეტყუელებანი თვალნათლივ იწყებენ გაცოცხლებას, უფრო ზუსტად აღდგომას.


ამიტომ ყველა სიკეთესთან ერთად მინდა ვადიდო უფალი ჩუენი - ძე ღმრთისა იესო ქრისტე ნაზარეველი, პირველი მეფე სამყაროსი, რომელმაც აღდგომის ბრწყინვალებით სიკუდილი გააუქმა, ჯოჯოხეთის კარიბჭენი შელეწა და დატყვევებული სულები განანთავისუფლა.


გვიყვარდეს იესო, ვეძებდეთ მას, როგორც ჩვენს ძმას, ვპოულობდეთ და გულში ჩავიკრათ! მერწმუნეთ, ამაზე მაღალი გრძნობა - ეხებოდე სიყვარულით სიყვარულის რაინდს - არ არსებობს.


თავმდაბლობით შეძენილ სიმშვიდესა და სიდიადეს “ტრიბუნები’’ არ ესაჭიროება. მსოფლიოსათვის და სამყაროსათვის აღსაქმელად “ძნელი’’ საოცრებები გამომზიურდება.


მერწმუნეთ და ნუ შეცდებით, არ შეიძლება დედამიწაზე ადამიანი ერქვას პიროვნებას, რომელიც ოქროთი, ვერცხლითა და ქაღალდის ფულით ქმნის თავის გარშემო ილუზიას, თითქოსდა რაიმე განსაკუთრებულობით მეტია სხვა დანარჩენებზე.


მხოლოდ სულიერი ნაყოფით შეიძლება წარჩინებული გახდე ღმრთისა და ერის წინაშე, და შემდგომ, თუ გავალია და ძალა შეგწევს ღმრთისაგან, აკეთე კაცობრიობისათვის სიკეთის მომტანი საქმეები.


გაგახსენებთ, იწყება სრული აღქმა სიტყვისა, ლაზარეს ენამ გაიღვიძა! ის ყოვლისმომცველი ენაა, ნაფლეთებიდან შეუძლია ქართული ენის გაცოცხლება და არა მარტო ქართულის. სიცოცხლის ასპარეზზე გამონათდება სრულიად ყველა წმინდა წერილი. ბევრი მკვლევარისათვის მეტ-ნაკლებად მტკივნეული იქნება სიმართლე, მაგრამ დათმენა ღირს უკეთესი მომავლისათვის.


შემოქმედი მოსეს ანახებს მაგალითს, ესე რომ ვთქვათ “მაკეტს’’ ანუ ნიმუშს და ეუბნება, ამის მსგავსად შექმენი კიდობანი, რომელსაც ჯერ კიდობანი წამებისა ჰქვია (ასე მოიხსენიებს მეათე სტროფში).


შემდეგ იტყვის - კიდობანი საიდუმლოთა (ოცდამეერთე სტროფში). დიდად გავრცელებულია მისი მესამე სახელი - რჯულის კიდობანი.


წარმოიდგინეთ თავი მოსეს ადგილას, თქვენ ცოდნით შეგმოსათ უფალმა ღმერთმა, მოსილ-ხართ სრულად და უფალი გიბრძანებთ - შემოდით მთაში საიდუმლო საფარველშიო. შედიხართ და უყურებთ რჯულის კიდობანს, რომელიც დგას განსაკუთრებულ ადგილას. ამ ადგილს შინა-მთა ჰქვია, რომელის არის მთათა-შინა, ანუ ქუეყანაშიც არის მთა, რომელზედაც დასაბამისეული რჯულის კიდობანი ასვენია. ეს ის მაგალითია, რომლის მიხედვითაც მოსეს ევალება რჯულის კიდობანის შექმნა.


“და მიქმნე მე ყოვლისა მისებრ, რაოდენი მე გიჩუენო შენ მთასა ზედა მაგალითი კარვისა და მაგალითი ჭურჭელთა მისთა’’.

/გამოსლვ. 25; 9/


აქ კიდობანიც ჭურჭელია, ოღონდ საიდუმლოებათა.


“და კიდობანსა შინა დაჰსხნე საიდუმლონი, რომელნიცა მიგცნე შენ’’. /გამოსვლ. 21/


არა მარტო საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო უბრუნდება დასაბამისეულ ჭეშმარიტებას. მე ვულოცავ მთელ საქართველოს ამ მნიშვნელოვან აღმოჩენასთან ზიარებას, რომელიც ფარდა-ახსნილ იქმნა უზენაესი ღმერთის - სამყაროს შემოქმედის ნებართვით და ხაზს გაუსვავ უდიადეს შრომას ძისას - უფალი იესო ქრისტეს უდიადეს ღვაწლს.


იუდეველთა მეფის - მელქისედეკის ჩინის აღდგომა გარდაუვალი პროცესია, რომელსაც ელის სრულიად ისრალი და ქართველი ერი.


მგოსნები ჩემზე უკეთესად შეასხამენ ხოტბას ღვთაებრივ მომავალს. მე მოხარული ვარ იმით, რომ შემაძლებინა ღმერთმა ამ საიდუმლოებათა ტვირთის ტარება.


გვინდა ერთი რამ, ჯერ ერის ერთობა ერთი მიზნისკენ, რომლის შემადგენელი ნაწილია ენის გაცოცხლება ჩვენში და სულიერი სიმტკიცე, რომელიც დიდი განწმენდით მიიღწევა. ნამდვილი სიყვარულის ზეიმი ელის ისრალს საქართველოში.


მოსულია ის დრო, რომელიც გაჯერებულია ჰარმონიით, სიყვარულით, ხელოვნებით, შესაძლებლობათა გამომჟღავნებით, ნდობით; ადამის რანგის შესათვისებლად დაიძრა სრული ფიქრი კაცობრიობისა.


ადამისა და ღმერთის ძე დააგვირგვინებს თავის ტრიუმფალურ მისიას!


ამინ - ამინთია - ამენით - ამენ.


ამინ-დობილად ამენ-ძენით, იხარეთ ადამისა და ევას ძღვენით!


როდესაც წინ გიძღვებათ რწმენა, სიყვარული, სიბრძნე და იმედი, ჰარმონიისა და მუზების გუნდი, არ არსებობს სიძნელეები, რომელთა გადალახვა ვერ შეძლოთ, მითადმო რომ

შენ ხატი ხარ ღმრთისა ა ღ მ დ გ ა რ ი !


გიორგი იონთა ჰიპერიონი

კენჭა-ბერი

 

 

 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2018 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE