კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

ნაწილი III


 

აღმოჩენილია მთავარი ქალაქი იერუსალმი,

საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა.

დედად ჰრქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვა მას შინა;

დედაქალაქი კაცობრიობისა,

და მიმდინარეობს კარიბჭის მანიფესტი.

ღმერთის ქალაქი საფარველს იხსნის მისივე დავალებით.


გიორგი იონთა ჰიპერიონი


 

კამარა წყლის ნახევარსფერული აუზია კარი-ბჭესთან, კლდეში ჩამოსხმული, შემდგომში ამ ავზს სიავი ერქმევა.


“სიავი - სპილენძის ქვაბი, გინა ავაზანი, იგივე კამარი’’. /სულხან-საბა/


კამარი - განვშალოთ შინაარსი ამ სიტყვისა; თავი და ბოლო მარცვალი იტყვიან - კარი არისო. პირველი და მეორე მცენარის სახელს იტყვიან - კამა. თვალით კამ-კამად ხედავსო კაცი მართალი, გული ისეთი სუფთა აქვს, თითქოს კამ-კამა წყალში ჩაგიხედიათ (ჩემეული).


“კამ-კამება - ელვარებასავით გამჭვირვალი, წმინდა და დაწმენდილი’’. /სულხან-საბა/


ამიტომაც კამარი განსაწმენდელის, განსაბანის, ნათლობის ადგილია.


აქ, ამ ადგილას, ამ წმინდა მიწაზე, როგორც უფალი თავად გვამცნობს: “წმიდა მიწა, სადაც წმინდა ქვები გორავენ’’, ცალკე ჩამონათვალია გასაკეთებელი, რამდენი დიადი პიროვნება ეზიარა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ცივილიზაციაში.


კამარი - კამარა განსაკუთრებული აუზია, ნახევარსფერო ქვაბი, ამოტრიალებული გუმბათი; ვარსკულავიერი ზეცის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს შემკრები “სარკე’’, დანიშნული ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით, ათვლის წერტილი - ალფა ქალწულისა, ქართულად თავთავის ვარსკულავი ჰქვია, ებრაულად ბეთულ ქალწულსა ჰქვია (“ბეთულ-ქალწული’’ - სულხან-საბა). მისი კოდური მეორე სახელია, კარიბჭის მიღმა სივრცისა - ბეთბაგე.


“ბეთბაგე - სახლი შეცული, გინა პურისა (პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს), გინა სახლი შემთხვევისა’’. /სულხან-საბა/


სახლი შეცული, ანუ სახლი დაკეტილი, მიუწვდომელი გასახსნელად, სანამ სიტყუათა საიდუმლოებაში არ შეჰხვალ და არ ამოიცნობ, რაც ღმერთის კურთხევის შემდგომ არს მისაწვდომელი.


ვერცერთი სამეფო ვერ განახლდება ღმერთის კურთხეული მეფის გარეშე, თორემ დავითის გარდა შვიდი კანდიდატი იყო - მისი ძმები, მაგრამ რქიდან მირონი მან მიიღო მხოლომან.


ებრაულ-ქართული გასაღებით იღება სამყაროს მრავალი საიდუმლოება. მაგალითისათვის ბეთ - ებრაულად სახლს დანიშნავს, ბაგე - კაცთა პირსა.


“ბაგე - ესე არს კაცთა პირისა ორნივე ლაშნი, ბაგე ეწოდების მდინარისა კიდურსა. ბაგედ ითქმის კიდური ნავისა’’.


ეს ადგილი, კარიბჭის ზედა ეზო, ჩანჩქერი მდინარისა ტყიანი ადგილია. დააკვირდით, თუ როგორ აღწერს ამ ადგილს ეზეკიელი:


“და თქუა ჩემდამო: უკუეთუ იხილე, ძეო კაცისაო? და წარმიყვანა მე და მომაქცია მე ბაგისა მიმართ მდინარისასა მოქცევასა შინა ჩემსა, და, აჰა, ბაგესა ზედა მდინარისასა ხენი მრავალნი ფრიად ამიერ და იმიერ’’. /ეზეკიელი 47; 6, 7/


ბეთულის, ანუ ქალწულის თანავარსკულავედის ალფა ვარსკულავი სპიკასთან გვაკავშირებს, ეს ვარსკვლავი კი განსაკუთრებულ დროსთან (Спика, Азимех (Azimech), Дана (альфа Девы) – положение 24° 32’ Весов, характер типа Венера – Меркурий – Марс). /Астр. Энц. Словарь/


კამარა - აუზი წყლისა, იგივე ქვაბი კლდისა, ნახევარსფერო - საკმაოდ ტევადი, კაცს დაფარავს. მის შიგნით, ჩრდილოეთ მხარეს, ქალწულის ზოდიაქოს წყრთიული კვადრატული ზომის ნიშანია.


ქალწულია ნესტან-დარეჯანიც და ქალწულის ალფა ვარსკულავის ერთერთი სახელია - დანა. ეხლა ვნახოთ როგორ აღგვიწერს შოთა რუსთაველი (მინდა გაგახსენოთ ჩემი ლექციები, სადაც მოგაწოდეთ ინფორმაცია "ვეფხისტყაოსანთან' დაკავშირებით):


  1. პირველი, და რაც მთავარია, პოემა მთლიანად წარმოადგენს ბოლო ჟამის წინასწარმეტყველებათა საქართველოში განსავითარებელ მოვლენათა პოეტურ სცენარს. დასკვნა გვიმჟღავნებს იმ მიზანს, რისთვისაც შეიქმნა ესოდენ დიდი და დახვეწილი ნაშრომი. ეს მიზანი კი - ლაზარეს ენის გაცოცხლება და შერწყმაა ბიბლიურ წინასწარმეტყველებათა ინფორმაციულ ნაკადთან; განსაკუთრებულობა კი ესაფუძვლება ნაწარმოებს იმით, რომ აღმატებულად სუფთაა ერესის მიმართ.
  2. შოთა რუსთაველს მატერიალური გააზრების და მატერიაში მოღვაწეობის სიმბოლო-პერსონაჟებად გამოყვანილი ჰყავს დევები, რომლებიც ემორჩილებიან არა ღმერთს, არამედ მისტიურ მოვლენებს, ზებუნებრივ ძალებს, ხოლო მათი მოწინააღმდეგე აზრონების პერსონაჟებად - ქაჯები, რომლებიც ვითომ მორწმუნე და საღმრთო სამსახურის მსახურნი კაცობრიობისათვის სასიკეთოდ შექმნეს, ვითომ მართალი, რაღაც აბსურდული ფასეულობებით, თავისი გამოგონილი სახელრქმევით, რომლის შინაარსშიც თავადაც ვერ ერკვევიან და ვერც ვერავინ.

 

დევები მატერიალისტები, ზღაპრებშიც მდიდარნი და სიმდიდრის მცველები არიან, ხოლო ქაჯებმა, რომელთა ხელშია ვითომდა კაცობრიობის მოწყობისა და იდეოლოგიის უნიკალური მოდელი, ბოლო ჟამია და თვალნათლივ ჩანს, თუ როგორ ქაოსამდე მიიყვანეს მსოფლიო.


ამისდა-გამო, ფუფუნებას მიჩვეული დევები მიხვდნენ, რომ ქაჯებმა ისინი მოატყუეს, ტექნიკურად ძარცვავენ, თანაც მათ მიერ შეპირებული მშვიდობა მთელ მსოფლიოში - ქვიშის კოშკებივით დაინგრა და დაიშალა, სხვა აღარა დარჩათ და დევები ქაჯებს აუმხედრდნენ.


ეს დროა, როდესაც ჩვენი მოძღვარი და პოეტი - შოთა რუსთაველი ნიშანს გვაძლევს: ვიდრემდის დევნი და ქაჯნი ერთმანეთს არ შეებმებიან, აუმხედრდებიან ერთმანეთს მსოფლიოს მასშტაბით, უმისჟამისოდ ვინ გახსნას, იგი მეფეთა მკვლელიაო - ამბობს შოთა თავის პოემაში.


რას გულისხმობს! რას და პირველად უნდა მივხვდეთ, რომ მისი წიგნი ზეციდან დაბეჭდილია განსაკუთრებულ დრომდე, ისევე როგორც წინასწამეტყველებანი.


მთელ მსოფლიოში დაიწყო დიდი ომი დევთა ქაჯთა წინააღმდეგ. ამ დროს ამ ბნელეთის ომში შემოდის სამი გმირი: ავთანდილი, ტარიელი და ფრიდონი, სამი მზისა და მთვარის, ასევე ვარსკულავების სხივებ-მოფენილი გმირი.


სამი ქართველი და ტკბილ ქართულად მოლაპარაკე, ნათესავი ძირმწარე და კისკასი; სამი ცივილიზაციის სიმბოლონი - ევროპული, აზიური და აფრიკული განსახლების ზონებში განვითარებულის, რომელთა ცენტრია საქართველო, თავისი მთებით - კავკასიონით.


აქედან იწყება მთელი მსოფლიოს განთავისუფლება სიცრუის ბადეებიდან და მიეცემათ მათ საჭურჭლე სიბრძნის, მართლისა და სიყვარულის ნაზავი გამარჯვებისა ქისტეს დროშასთან ერთად.


ეს ხდება აქ, ახლა და ჩემს კალამს მისდევს სიო, მერე იონი და წამკითხველს აღევსება საჭურჭლე გონი.


  1. პოემა წინასწარმეტყველებაა, ქურუმულ ენაზე დალაგებული, საღმრთო სამეფოსი - საქართველოსა.
  2. პოემის სრულად ათვისების ჟამი მოიწია და ეს უდიადესი დროის, კარიბჭეში განსვლის წინარე გაწამწამებით გაბრწყინებაა! როგორც ძველები იტყვიან, გამორჩეულ ერს - გამორჩეული საღმრთო სალამი.

 

და დავიწყოთ გახსენება, როგორ გავანთავისუფლოთ ქალწული ნესტან-დარეჯანი ქაჯეთის ციხიდან. გავიხსენოთ მოსაძებნი ადგილის ნიშნები: მთები, კლდეები, ზღუა, ცაში ვარსკულავი სპიკა, რომლის მეორე სახელია დანა. ეს მცირეც კი საკმარისია, თუ ერთ ინფორმაციასაც დავუმატებთ ამ ვარსკულავს, რომელსაც თავთავის ვარსკულავი ჰქვია. დანას სამი პლანეტის ბუნება გააჩნია: ვენერას, მერკურის და მარსის; ქართულად - ერმი, აფროდიტი და არია.


სპიკა - ალფა ქალწულის თანავარსკულავედისა, რომლის სახელი დანაა ასტროლოგიური ლექსიკონების მიხედვით. ამ ვარსკულავის გამოჩენისას ეგვიპტელები იწყებდნენ “პურის’’ მოსავლის აღებას ხორბლის ყანებში, იწყებოდა მკა, ამიტომაც მას თავთავის ვარსკულავს უწოდებდნენ.


ქალწული ზოდიაქური თანავარსკვლავედია, ჰორიზონტის თავზე სამხრეთის ცისკიდურზე ჩანს ზაფხულის ღამეებში. გარშემორტყმულია სასწორის, ლომის და ბერენიკეს თმების თანავარსკულავედებით.


უმთვარო ღამეებში მოწმენდილ ცაზე უბრალო თვალით ჩანს ქალწულის თანავარსკულავედის დაახლოებით 95 ვარსკულავი, მაგრამ აქედან მხოლოდ ათიოდეა სიკაშკაშით მეოთხე ვარსკულავიერი სიდიდისა. ერთადერთი უნათლესი ვარსკულავი - სპიკაა.


ძველ რუქებზე და ატლასებში ხატავდნენ ფრთოსან ქალწულს, რომელსაც ხელში თავთავი უჭირავს. ამავე თავთავში ციმციმებს სპიკა - მოსავლის აღების წინამორბედი და მანიშნებელი ვარსკვლავი.


გაიხსენეთ უფალი იესო ქრისტეს მიერ ნათქვამი იგავი: “სამკალი ბევრია, მუშაკნი კი ცოტა’’. /სახარება/


(რა თქმა უნდა, ეს მანიშნებელი მონათხრობები სამეცნიერო ნაშრომები არ არიან, მაგრამ წარმოადგენენ მათ გზამკვლევებს შედარებისა და ძიებისათვის წერილთა შინა).


ნაწილი წიგნიდან ნესტან-დარეჯანისა საყუარელსა თანა მიწერილი:


“ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან;

გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან;

დღისით და ღამით მოყმენი, ნობათსა არ დასცდებიან;

და, მათთა შემბმელთა დაჰხოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან;

ნუთუ ესენი გეგონენ, სხვათა მებრძოლთა წესითა;

ნუცა მე მამკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა;

შენ მკვდარსა გნახავ დავიწვი, ვითა აბედი კვესითა;

და მოგშორდი დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა;

შენ საყარელო ნუ სჭმუნავ, ჭმუნვითა ამისთანითა;

ჩემი სთქვა სხვათა მიხვდების, იგი ალვისა ტანითა;

არამ სიცოცხლე უშენო, ვარ აქამდისცა ნანითა;

და, ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, ან ნუ მოვიკლავ დანითა;

შენმან მზემან უშენოსა, არვის მიხვდეს მთვარე შენი;

შენმან მზემან ვერვის მიხვდეს, მოცავიდენ სამნი მზენი;

აქა თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლავნ დიდი კლდენი;

და სული ჩემი შეივედრე, ზეცით მამხვდენ ნუთუ ფრთენი'.


ქალწულის ზოდიაქო ფრთებით არის გამოსახული და დანა მისი თავთავის ვარსკულავია. გაგახსენებთ, ფტოლემეოსის მიხედვით, რომელსაც ცის სხვა მკვლევარებიც ეთანხმებიან, დანა (სპიკა) სამი პლანეტის ენერგიას ასხივებს თანამსგავსებით: მარსის, ვენერასი და მერკურისა (არია - აფროდიტი - ერმი)  -

“მოცავიდენ სამნი მზენი’’.


რამდენად მნიშვნელოვანი ადგილია აღმოჩენილი და განმარტებით მანიფესტს გადის?! მიმდინარეობს დიდი საღმრთო ყანის სამკალი! საფიქრებლად მკითხველისთვის მომინდია.


შოთა რუსთაველს გამოგონილ პერსონაჟებზე არავინ უბრძანებდა აქე და ადიდეო. მან ნამდვილი პირები შენიღბა და ვითარცა დიდ-ბერიკამ საიდუმლო პოეტური ბერიკაობა გამართა.


“მიბრძანეს მათდა საქებრად, თქმა ლექსებისა ტკბილისა’’.


წარმეტებებს გისურვებთ ყველა ამ პოემის მოყვარულთ!


გიორგი იონთა ჰიპერიონი

კენჭა-ბერი

 


 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2018 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE