კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


 

ნაწილი II


 

აღმოჩენილია მთავარი ქალაქი იერუსალმი,

საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა.

დედად ჰრქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვა მას შინა;

დედაქალაქი კაცობრიობისა,

და მიმდინარეობს კარიბჭის მანიფესტი.

ღმერთის ქალაქი საფარველს იხსნის მისივე დავალებით.


გიორგი იონთა ჰიპერიონი



 

როდესაც მოსეზე ვფიქრობ, ასგზის მადლობის გადახდის სურვილი მიჩნდება.


მოსეს ღმრთის ნებით და დავალებით, კარგად რომ არ შეეფარა ქართული საიდუმლოებანი, ისტორიის ბნელი დროის მონაკვეთებში, დაანგრევდნენ და დაძარცვავდნენ ყველაფერ საკრალურს და ამას მოჰყვებოდა უზენაესის ისეთი სასჯელი, რომ დედამიწის ვერცერთი მკვიდრი ვერ გაუძლებდა.


ღმრთივ კურთხეული კაცი - მოსე, მაყვლარიანის მთაზე (ბიბლიურად მაყვლოვანის მთა) ღმერთს შეხვდება.


“და მოსე მწყსიდა ცხოვართა იოთორ სიმამრისა თსისათა მღდელისა მის მადიამელთასა და მოჰყვანდეს ცხოვარნი იგი უდაბნოდ და მოვიდა მთასა მას ღმერთისასა ქორებად.


ეჩუენა მას ანგელოზი უფლისა ცეცხლითა ალისათა მაყლოვანით გამო, და იხილა, ვითარმდე მაყლოვანსა მას აღატყდების ცეცხლი და მაყუალი იგი არა შეიწვების.


და თქუა მოსე: წარვიდე და ვიხილო, ხილვა ესე დიდი რა არს, რამეთუ მაყუალი არა დაიწუების?


ვითარცა იხილა უფალმან, რამეთუ მოვალს ხილვად, უწოდა მას უფალმან მაყლოვანით გამო და ჰრქუა: მოსე, მოსე! ხოლო მან ჰრქუა: რა არს?


ხოლო უფალმან თქუა: ნუ მოეახლები აქა! წარიადენ ამლნი

ფერთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე, რომელსა სდგა შენ, ქუეყანა წმიდა არს.


და თქუა: მე ვარ ღმერთი მამისა შენისა, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი.


გარე-მიიქცია პირი მისი მოსე, რამეთუ ეშინოდა მიხედვად წინაშე ღმრთისა’’. /გამოსლვათა 3; 1-6/


ჯერ ესე ვთქვათ: ამ ადგილს ესტუმრა ღმერთი, აქ მოსეს ეუწყა ისრალის განთავისუფლება ეგპტელთა ტყვეობისაგან.


სრულიად ადვილია დღეს დავაკვირდეთ ინტერნეტის მეშვეობით ყველა ქვეყანას და მის მთიან რეგიონებს (მხარეებს).


რასაც ეხლა გაუწყებთ, ამ წყობითა და ამ სახელრქმევით, საქართველო ერთადერთი პრეტენდენტია ამ მხრივ ბიბლიურ მხარედ კურთხევისა.


მივყვეთ მაძიებელი გონების თვალით: ყველამ კარგად იცით ქალაქი ზესტაფონი (ზესთა-ფონი).


აქ, ამ ქალაქს, სოფელ ცხრა-წყაროს მხრიდან დაჰყურებს მაყვლარიანის მთა, წინ - საქორიას სერებია, შემდგომ მრგვალი მინდორი. მაყვლარიანიდან უკანა ქედს ქვაწერილას ქედი ჰქვია. აქვეა მათიელას წყარო.


აქ, ამ მთაზე და მის მიდამოებში რამოდენიმე ექსპედიცია მოვაწყე, მე პირადად განცვიფრებული ვარ, რა დონის საიდუმლოს ინახავს ეს მაყლოვანის მთა და მისი შემოგარენი:


ქვაწერილას ქედი პირდაპირ გვაკავშირებს მოსეს ქვის დაფებთან, საქორის სერები - უკავშირდება მოსეს რჯულის მცნებას უფლისაგან.


“მოიხსენიეთ რჯული მოსესი, რომელი ვამცნე მას ქორებს შინა’’.

/ბიბლია/


მრგვალი მინდორი დაკავშირებულია ნადირობის სცენებთან “ვეფხისტყაოსანში’’ და ასტროლოგიასთან - ზოდიაქოს წრესთან.


“დილასა ადრე მოვიდა: იგი ნაზარდი სოსანი,

ძოწეულითა მოსილი: პირად ბროლ ბალახჩოსანი,

პირს ოქრო რიდე ეხვია: შვენოდა ქარქაშოსანი,

და მეფესა გასლვად აწვევდა: მოდგა თეთრ ტაიჭოსანი,

შეეკაზმა, მეფე შეჯდა: ნადირობას გამოვიდეს,

მგვრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს: ალყად გარე შემოჰკროდეს,

ზეიმი და ზარი იყო: სპანი ველთა დაჰფარვიდეს,

და ნაძლევისა მათისათვის: ისროდეს და ერთგან სვრიდეს,

უბრძანა მონა თორმეტი: მოდით ჩვენთანა ვლიდითა,

მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით: ისარსა მოგვართმიდითა,

ნაკრავსა შეადარებდით: ნასროლსა დასთკალვიდითა’’.


/შოთა რუს-თაველი/


ერთი აკადემიის ბიბლიოთეკას გაავსებს დეშიფრაცია ვეფხისტყაოსნის პოემისა, იმიტომ რომ ერთგვარი გზათამკვლევია ბიბლიური ტექსტებისა და წინასწარმეტყველთა ქართულ-საწილო ინფორმაციათა მკრეფია.


მათიელას წყარო (ასე ეძახიან აქაურები მათეს წყაროს) - ანგელოზის წყაროა, სამკურნალო თვისებები გააჩნია, აწკრიალებს ფიქრებსა და გონებას სიმშვიდეს ანიჭებს.


ერი - კარმელის მთასთან წინადაცვეთილი, მაყლოვანის მთასთან იღებს განთავისუფლებას. დაუჯერებელი ამბავია დღეს

ისრალისათვის და ქართველი ერისათვის, მაგრამ როგორც იტყვიან - ფაქტები ჯიუტნი არიან!


კამარა კარმელის მთასთან, ავზი განსაბანელი - პირველი აბრაჰამმა განვლო, ანუ ისადგურა და მერმე მოსემ დააგვირგვინა ისრალის ბედი.


ამ ადგილებს კი, უმაღლესი რანგის სტუმარი - უფალი იესო ქრისტე ამშვენებდა და დაამშვენებს მამის ნებითა და სულიწმიდის სძალით.

 

 


 

 

 

ამინ!


კენჭა-ბერი

 

 

 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2018 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE