კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

არაერთხელ ვისაუბრე ამ თემის შესახებ. სახარებაში მოცემულია ძველი აღთქმის მამათა გენეალოგიური ჯაჭვი, რომელიც დავითისაგან იწყება. „წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი.“ (მათე 1.1)


განსაკუთრებულად გამოყოფილია დავითის სახელი, თუმცა დავითი აბრაჰამის შთამომავალია და მამათა სიაში მეთოთხმეტეა. ადვილად აღსაქმელია, რომ გამოსარკვევია დავითის, როგორც მეფის გზა და მზე-მეფეთა ცხოვრების კვალი.


დავითის პაპა იობედია,

დავითის მამა იესე.


„იობედ ჰშუა იესე; იესე ჰშუა დავით მეფე“; (მათე 1,5)


იესო ძეა დავით იესეს ძისა, მეფისა და მოძღუარისა.

იესო იუდეველთა მეფეა,

დავით იუდეველთა მეფის ძე.


დავითმა იწინასწარმეტყველა იესოს მოსვლაზე, და ეს წინასწარმეტყველება მიიღო ქრისტესაგან ანუ წინასწარმეტყველთა სულისაგან, ჭეშმარიტი სამებისაგან, ანუ ღმერთისაგან.


დავითმა დაბადა სიტყვით უფალი - იცნობდა რა საიდუმლოს ლოგოსისას:


1. “პირველითგან იყო სიტყუა, და სიტყუა იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუა იგი.

 

2. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა.

 

3. ყოველივე მის მიერ შეიქმნა.“ (სახარება იოანესი I)


ღმერთსა ვთხოვ პატიებას ამ თვალსაჩინოებისათვის მოყვანილ მაგალითსა ზედა, შემიწყნაროს უბრალოებისათვის.


წარმოიდგინეთ პარალელური სამყარო სულეთისა, ცათა შინა, საღმრთო სავანე, დაფარული განზომილების სულიერი სახელმწიფო. ამ სახელმწიფოს მეფე - ძე ღმრთისა უკავშირდება დავით მეფეს, მეფსალმუნეს და აცნობებს მის დედამიწაზე დაბადების საიდუმლოებასა და საღმრთო ბედისწერას. დავით წინასწარმეტყველი სრული ღვთაებრივი განცდით აღწერს უფლის გამოცხადებას.


ასევე ამ დიდებულ მეფეს მიცემული აქვს ბოლო ჟამის წინასწარმეტყველება, რომელიც შეეხება დაფარული მსოფლიო დედაქალაქის საიდუმლოებას (ფსალმუნი 86), ისრაელისა და ქართველი ერის დამაგვირგვინებელ ქრისტეს მსახურებას მთელს მსოფლიოში - აღმოსავალის  ცენტრის მსახურებთან ერთად.


ამიტომაც მახარობლებმა თქვან, რომ ჭეშმარიტად დიდი მეფის წიგნია სახარება.


მსოფლიოს ყველა წარჩინებული და ღვაწლმოსილი მსახური ღმრთისა მსოფლიოს დედა-ქალაქში ვიკრიბებით.


წერილის საიდუმლო ნაწილი გადაეცემა ანა დედოფალს, ბაგრატინოთა ბრწყინვალებასა და სათნო ქართველ დედას.


მეფე და დედოფალი პასუხისმგებლები არიან ღმრთის წინაშე, ყველა ერის წევრზე, დაწყებული ახალ-დაბადებულებიდან, დამთავრებული საღმრთო მსახურებაში მყოფ უხუცეს დედებზე და უხუცეს მამებზე.


ამისათვის აუცილებელია ერმა გაიგოს და შეიგნოს - მაღალი ღმერთის ნებით მიმდინარეობს საღმრთო ცხოვრებასთან ერის დაბრუნება.


საქართველოსათვის და ისრაელისათვის უზენაესია საღმრთო კანონი და ჭეშმარიტების მართლით მსახურება.


საღმრთო ასპარეზზე გამოანათა დედა-დედოფალმა, დედა-ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, ჩვენთვის დედა-სამშობლოდ წოდებულ მამულში. მალე დაიწყებს დედა-დედოფალი ერის მირონცხებას და განწმენდის გზაზე დააკვალიანებს მთელს ერს.


სამგზის ქედმოხრით და მარჯვენა ხელისგულის გულზე დადებით -

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!


თაყვანსა ვცემ!

ღმერთის რჩეულ დედოფალს და სიყვარულით აღსავსე ქალს, დედას და დას.

 


 

გიორგი იონთა ჰიპერიონი

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2018 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE