კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

სმენად არს ყოველი სული, წვდომად განჩინებათა უფლისაჲთა, უფალმა უფლებათამან ბრძანა: მართალი სიმართლით მართალთა შორის ერთად - ერთ ხმიანად, ამღერდენ ახალითა ახალუხებითა სიმთა ჟღერითა, მოცაეფინოს სხივი ვარსკულავითა სახელით ვეგა.

 

აღდგეს ნათესავი ქრისტესი და აღმართულ იქმნეს ჩემი ბაირაღი - ბაირაღის მთაზე!

 

ბავრაყები გაამზიანეთ, ყოველმა მღდელმა აღმართოს საეკლესიო დროშები, ყოველსა ტაძარსა თითო ბავრაყი აღკაზმული ნიშნებითა ნაქარგებითა. ყოველ ბავრაყზე გამოისახოს ვაზი, ადგილისდა მიხედვით, მიმცემი ხარებისა.

 

გამოჰფინეთ სიმართლე, აღსარება და განწმენდა გამოცხადდეს დედა–ღვთისშობლის ერში!

 

დაბალითება გამოაცხადონ სრულად საქართველოში და მერმე შეეწიონ ისრაელსა.

 

კავკასიონის მთების შუქურავ, ქრისტეს ნათესავის დედუფალო ანნა! ისმინე სიტყუანი უფლისა შენისა, განღებულია გულის – კარი შენი აღქმად სიტყუათა მზიანი დღისა.


„მიღებაჲ სიტყჳსა უფლისაჲსა ისრაჱლსა ზედა ჴელითა ანგელოზისა მისისაჲთა.

 

დაისხენით უკუა გულთა შინა თქუენთა. შეგიყუარენ თქუენ, – იტყჳს უფალი, და სთქუთ: რაჲსა შორის შემიყუარებ ჩუენ? არა ძმაჲ იყოა ისავ იაკობისი? - იტყჳს უფალი, – და შევიყვარე ძე იაკობი, ხოლო ისავი მოვიძულე და დავსხენ საზღუარნი მისნი  უჩინოსაქმნელად და სამკჳდრებელი მისი მისაცემელებად უდაბნოჲსა.

 

მით, რამეთუ თქუეს: უკეთუ იდუმეა დაიქცეს და მივიქცეთ და აღვაშენნეთ ნაოჴარნი მოოჴრებულნი მისნი,–ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, იგინი აშენებდენ და მე დავაქციო და ეწოდოს მათ საზღურებ უსჯულოებისა და ერ, რომლისაგან განყენებულ არს უფალი ვიდრე საუკუნომდე.

 

და თუალთა თქუენთა იხილონ და თქუენ სთქუათ: განდიდნა უფალი ზეშთა ზედაჲთ საზღუართა ისრაჱლისათა. ძე ადიდებს მამასა და მონაჲ ეშიშვის უფალსა თჳსსა. და უკუეთუ მამაჲ ვარ მე, სადა არს დიდებაჲ ჩემი? და უკეთუ უფალი ვარ მე, სადა არს შიში ჩემი? – იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი.

 

თქუენ, მღდელთა, განაოხეთ სახელი ჩემი და თქუთ: რაჲსა მიერ შევაგინენით იგინი? თქუმისა მიერ თქუენგან: ტაბლაჲ უფლისაჲ შეურაცხ–ქმნილი არს და ზედა დასხმულნი ჭამადნი შეურაცხნი არიან.

 

მით, რამეთუ შემო–თუ–სწიროთ ბრმაჲ მსხუერპლისა საცავად, არა ბოროტ არსა? – იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი. და აწ გაიგეთ პირი ღმრთისაჲ თქუენისაჲ, და ევედრენით მას; რამეთუ ჴელთა შინა თქუენთა იქმნეს ესენი, უკეთუ მე ვიპოო თქუენგან პირი თქუენი? – იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი.

 

მით, რამეთუ თქუენ თანაცა დაჴშულ იქმნენ კარნი და არა აღიხუენეთ მსხუერპლის საცაჳად ჩემდა ძღუენი, არა არს ნება ჩემი თქუენდა. – იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, – და მსხუერპლსა არ შევიწირავ ჴელთაგან თქუენთა.

 

მით, რამეთუ აღმოსავალთაჲთგან მზისათაჲთ და ვიდრე დასავალათმდე სახელი ჩემი დიდებულ არს წარმართთა შორის და ყოველსა ადგილსა საკუმეველი მოერთუმის სახელსა ჩემსა და მსხუერპლი წმიდაჲ;

 

და მით, რამეთუ დიდ არს სახელი ჩემი წარმართთა შორის, – იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი. ხოლო თქუენ შეაგინებთ მას თქუმისა მიერ თქუენისა: ტაბლაჲ უფლისაჲ მწიკულევანი არს და მას ზედა დაგებულნი ჭამადნი შეურაცხ არიან. და სთქჳთ: ესენი ძჳრვნებულობისაგან არიან, და განვბერენ იგინი, – იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, და შემოიხუამთ ნატაცებთა და მკელობელთა და აღშფოთებულთა და შემოსწირავთ მსხუერპლსა, უკეთუ მივითუალავ ამათ ჴელთაგან თქუენთა? – იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, და წყეულ იყავნ კაცი, რომელი შემძლებელ იყოს, და იყოს სამწყსოსა შინა მისსა ვერძი და აღთქუმაჲ მისი მას ზედა და დაუკლავს უფალსა განხრწნილი მათ, რამეთუ მეფე დიდი ვარ მე, – იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, – და სახელი ჩემი ზედსაჩინო არს წარმართთა შორის". (მალაქია, თავი 1)

 

წარგზავნილ არს ეს ბრძანებანი უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა ერში, და ცოცხალი სიტყვა აღასრულებს ყოველივეს ჭეშმარიტებით, ჩემო დედუფალო ანნა.

 

ყოველმა სიტყუამან უფლისამან დაგიცვას შენ, ანნა,

ყოველთაგან მტერთა შენთა!

 

გზა ნათელი და ბედნიერი ერსა ჩემსა დედუფლის წინამძღუანებით!

 

დღე – საჩუქარი,

დღე – დაუვიწყარი,

დღე – მატეანე,

მხოლოდ დღე -

სიცოცხლის სუნი, სიყვარულთან ერთად.

 


 

გიორგი იონთა ჰიპერიონი

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2019 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE