კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


ნაწილი IV

 

ერმონის მთა, მერკურისა და მზის ქალაქის მათა, ღვთაებრივ საუნჯეთა შესანახი; გასაღები პირველი აღებს მთოვარის ცის-კარს, ხოლო გასაღები მეორე აღებს ერმის ცის-კარს. სახელებია: პირველი ცისა - ჭირანო, ხოლო მეორე ცისა - ცორანო. პირველი ცის, მთოვარის ცისა და მეორე ცის - ერმის ცის საიდუმლოდ გარდაკვეთის ანუ მთვარის მიერ ერმის “დაბნელების’’ ანუ შეერთების დროს, პირველი ცის გასახები და მეორე ცის გასაღები ერთმანეთს ერგება და ხსნის პირველი ცის ანისა და მეორე ცის ბანის საიდუმლოებას, რომელსაც ან-ბანის საიდუმლოება ჰქვია. ეს არის ღვთაებრივ საუნჯეში შესაღწევი.


ლოგოსის სიდიადეში სიტყვათა ასაწონ ან-ბანურ საიდუმლოებას - ციური საიდუმლოება ჰქვია, ვინაიდან ქართული ანბანი დასაბამისეულია, “და ჰქმნა ღმერთმან ცა და ქუეყანა’’.


ცით შევდივართ ქუეყანაში ანუ წიაღში და ამ სვლას ერმაული ჰქვია.


“ერმაული - რომელმან მოულოდებელად პოა (პოვა) საუნჯე ნებსით(ი), ვიდრემე ერმაულსა დახვდა არა წინააღრჩევა’’.

/სულხან-საბა/


ერმით აღებ, მთოვარეც იმ აქტშია, შეერთება რომა ჰქვია. მთოვარის დღე გაძლევს მისამართს, მთოვარის წარმართული კალენდარი უნდა იხმაროთ. ამ ორ “წერტილზე’’, მთოვარისა და ერმის შეერთების მონაკვეთის მიერ იქმნება ტარი - ზოდიაქალურ წრეში, ო - ში, აქედან ერმის მეორე სახელია ო-ტარი-დი (რიდე - რიდი - შესაღწევი).


ელია წინასწარმეტყუელმან, ქრისტეს ნათლიამ და ღმერთის არწივის-ფრეთებიანმა შიკრიკმა დაკეტა ეს შესაღწევი - ონში, მზის ქალაქში, დაკეტა ტარით - ელიასით და გაიხსენეთ ტარი - ელიასი (ტარიელი); ასევე ტაროსის სისტემასაც მოუხმეთ და მოხვდებით ერმონის შესასვლელ - ჩასასვლელთან, რომელსაც კარგად იცნობდა ენუქიც, ნოეს წინაპარი და წარღუნვის წინა პატრიარქი.


ამ კუთხით იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ დაფიქრდეთ ამ ქალაქის, მელქისედეკის ჩინის მეფის ქალაქის შექმნის დრო - დასაბამის დროს უახლოვდება.


ტარი - ელიასი კალმის ტარია, რაც პოემა “ვეფხის-ტყაოსანის’’ დეტაბუირებისას აღიწერება. მთლიანად შოთა რუსთაველის შემოქმედება პოეტური წინასწარმეტყველებაა.


“ტარი - ქალთ თითის ტარი, ტარად უწოდებენ დანისა, ხანჯლისა და ხიშტის კოტასა; ტარად უწოდებენ შუბთა, ცელთა და მისთანათა ბუნსა’’. /სულხან-საბა/


ტაროს ერთერთი სახელია ბუნი, ბუნი უკავშირდება ბუნებას და ტარი უკავშირდება ტაროსს.


  1. “ბუნება - ჭეშმარიტად მყოფი საქმე’’.
  2. “ბუნება - ბუნება არს თვითოეულისა მყოფთაგანისა დასაბამი ძრვისა და მყუდროებისა, ვითარ-იგი ქვეყანა იძვრის აღმოცენებად ნაყოფთა, ხოლო მყუდროებს ადგილითი-ადგილად დაწყებისა მყოფობისათვის. ბუნება არა რა არს თვინიერ არსებისა, რამეთუ არსებისაგან აქვს ესევითარი ძალი, რომელი არს ძვრა და მყუდროება (მშვიდივით). და არსება არს მიზეზი ძრვისა და მყუდროებისა მისისა. ითქმის ბუნება მყოფობისათვის, რამეთუ ჭეშმარიტად მყოფი საქმე არს ბუნება. ბუნება უკვე არსება ნათესავი და ხატოვნება ერთი და იგივე არს საეკლესიოთა შჯულთაებრ, ვითარ-იგი პური, სიმინდი და ბოკელი ვინაცა თანანერგ’’. /სულხან-საბა/  

 

ტარი კალმისაც შეგვემეცნების და ცულის ტარიც ტარია, ასევეა შუბის ტარი. ჩვენ გვესაჭიროება დღე-ღამ ტოლობის დღეთა ტარი ანუ სახაზავი ტარი, რათა ნახაზზე ავაგოთ ბუნიობის წერტილები გაზაფხულისა და შემოდგომისა. რა არის ბუნიობა?


“ბუნიობა არს, რა დღე და ღამე გასწორდება მარტსა და სეკდემბერსა შინა, ხოლო მიქცევასა დღისასა და მოკლებასა ივნისის თთვესა და დეკემბერსა მოკლებასა ღამისასა ნ-ა-ბ-უ-ნ-ი-ო-ბ-ა ეწოდების. (ნაბუ - ნაბო - წინასწარმეტყველთა ნიშანი (ნიში), ნაბოთისაებრ, ნაბოთ - ლაპარაკი, წინასწარმეტყველება, გინა წინასწარმეტყუელი ნიშთა’’. /სულხან-საბა/


ნაბუნ-იობ(ი)


“იობი - ტკივნეული და ჭირვეული, გინა მამა’’. /სულხან-საბა/


ნაბუნ-იობი წაიკითხება - წინასწარმეტყველთა მამა.


წინასწარმეტყველთა და მოგვთა საზომი ტარი, ასტროლოგიურ სქემათა სახაზავსწორი და ერთ-განიანი არის ბუნი, ხოლო ოთხმოცდაათ-გრადუსიანი გონიოსებრი არის ორ-ერიანი (გონიოც ორ-ერია)’’.


ერი - სასნთლე ღერო, სასანთლეთა ტროებთა და მისთანათასა იტყვიან: “შვიდ-ერიო’’ ანუ “ხუთ-ერი’’ და “სამ-ერი’’ და ასე შემდეგ. (აღვადგინოთ)


ერით იზომება დღე-ღამ-ტოლობის ზოდიაქალური წრის ნახაზთა ასაგებად. ავიღოთ ორი ბუნი (ტარი) ერთმანეთის ტოლი განში და მისი შუა წერტილების საყარი გავაკეთოთ, ანუ ჯვარი ტოლგვერდა ავაწყოთ, ფიქსირებულსაც აკეთებენ და არა-ფიქსირებულსაც. მივიღებთ ოთხ მართალი კუთხის საზომს: ოთხ - გონ - ერს - 4 x 90 ° = 360 ° (სიტყუა აწყობილია ოთხი+გონიო+ერით) - ციური გზაჯვარედინის საზომი.


  1. პირველი ტოტი ანუ ერი მოვათავსოთ აღმოსავლეთით წრისა და გამოვსახოთ აიოტი, რქა-აზიდული იოტა () და ქვე-ზევით სარკისებურად. ეს არის ვერძის ზოდიაქოს ნიშანი.
  2. მეორე ტოტი ანუ ერი, რომელიც პირველთან ქმნის ტარს ანუ ბუნს, მოგვაძებნინებს დასავლეთს და სასწორის ზოდიაქოს სექტორის დასაწყისს. თუ იოტას შევსვავთ ხაზზე, იგი ძველი ქართული წონასწორობის ნიშანს წარმოადგენს.
  3. მესამე ტოტი ანუ მესამე ერი აღნიშნავს სამხრეთს, კირჩხიბის თანავარსკულავედის ზოდიაქოს. მისი ნიშანი, ქართული და მსოფლიო ერთმანეთს ემთხვევა. ეს არის დედ-მამის სახლი - დმ; დააკვირდით დედა + მამა = დმ (ანაგრამირებულად აღებული პირველი ასოები).
  4. მეოთხე ტოტი ანუ ერი აღნიშნავს ჩრდილოეთს და თხის რქის თანავარსულავედს. ჩვენი მიზანია აღვადგინოთ ძუელი სიტყუა და ამ სიტყვის -ერის კავშირები კოსმოსთან, ერის საკრალურ ცოდნასთან და ძუელ სიბრძნესთან.

გვაქვს ტარი, რომელიც დღე-ღამტოლობის საზომია, ან ასე ვთქვათ - ზოდიაქალური ჰორიზონტის საზომი. კიდევ ასე, გაზაფხულისა და შემოდგომის არეთა საწყისთა საზომი. კიდევ ასე, აღმოსავლეთისა და დასავლეთის საზომი და ა. შ.


ერთი ნიშანი გვაქვს მოცემული, “ცის კრის’’ ვარსკულავი სახარებისეულად, მისი სახელია ცის-კარის ვარსკულავი ან ცის-კრის ვარსკულავი (კრავს ცას), ან ცათა კრებას იწვევს. შევეცადოთ გავარკვიოთ (ცოტა იუმორიც არ გვაწყენდა, მოკლედ, ადეკვატურები რომ ვიყოთ, ან ადებატურები, ან ასე - ადეიხრები, ან ადეინდოურები რომად რომა ვართ, ადეშევარდნითები სჯობია ამა საქმისათვის, თორემ ლომსა და არწივს ადე-ს როგორ ეტყვით ტაშფანდურისტები?!)


ჰორიზონტის საზომი ტარი ანუ ბუნი ანუ ერი ზოდიაქალურ  წრეს, თუ წრის ცენტრს და ერის ცენტრს ერთმანეთს დავამთხვევთ, ზოდიაქოს გაჰყოფს ორ ტოლ ნაწილად, რომელშიც თითოეული ნახევარწრე მოიცავს 180 გრადუსს (180° + 180° = 360°) (ნუ გაგიკვირდებათ, პატარა ბავშვის ნაბიჯებით რომ მივდივართ, მხოლოდ ქართულით უნდა გაცოცხლდეს მოგვთა ცის ცოდნა და ამიტომ აუცილებელია, რომ ყველაფერი გავიხსენოთ).


ოთხ-ტოტიანი, ოთხ-ტარიანი, იგივე ორ-ბუნიანი ჯვარისებურად გადაკვეთილ წრეს, ოთხ ტოლ ნაწილად ჰყოფს 90°-იანი კუთხე X 4 = 350°.


სამ-ტოტიანი, სამ-ერი წრეს გაჰყოფს სამ ნაწილად 360 : 3 = 120°.


ხუთ-ერი, ხუთ-ტოტიანი, ხუთ-ტარიანი წრეს გაჰყოფს ხუთ ნაწილად - 360° : 5 = 72°.


ექუს-ერი, ექუს-ტოტიანი, ექუს-ტარიანი წრეს გაჰყოფს ექვს ნაწილად - 360° : 6 = 60°.


დ-ერი, შვიდ-ტოტიანი, შვიდ-ტარიანი წრეს გაჰყოფს შვიდ ნაწილად - 360° : 7 = 51,4285714°.


რვა-ერი, რვა ტოტიანი, რვა-ტარიანი წრეს გაჰყოფს რვა ნაწილად - 360° : 8 = 45°.


ცხრა-ერი, ცხრა-ტოტიანი, ცხრა-ტარიანი წრეს გაჰყოფს ცხრა ნაწილად - 360° : 9 = 40°.


ცოტა გაჭიანურებულად ვთხრობ, მაგრამ ამას თავისი მიზეზი და მიზანი გააჩნია, სათითაოდ უნდა გაცოცხლდეს ყოველი სიტყვა და სრულად ქართული ანბანი.


ერმის ცის შემდგომი ცა - აფროდიტის ცაა, სამი ცის “გასაღები’’ აკონკრეტებს იერუსალმში შესაღწევ კარიბჭეს.


“აფროდი (ვარსკ.) ასპიროზ. მესამესა ცასა ზედა არს, რომელსა ეწოდების მელტარო (მელია + ტარო), ხოლო ცისა მის ძრვა დასავლით აღმოსავალისა მიმართ (აღმოსავლად) არს, წელიწადსა შინა ერთგზის მოიქცევის, ხოლო აფროდიტის სიდიდე არს ოცდაათჩვიდმეტჯერ ქვეყანისა ოდენი’’. /სულხან-საბა/


ქართული სამაროვანი (სამი არე) ანბანის პირველი ასოს რიცხვითი მნიშვნელობა - ერთი დავწეროთ: ასომთავრულის პირველი ასოს, ანის - 1, მერმე ხუცურის ანის - 1 და მხედრულის ანის - 1, მივიღებთ - 111 = ან (ასომთავრული) ან (ხუცური) ან (მხედრული). ეხლა ეს რიცხვი გავყოთ გამოსახული ციფრის ჯამზე:


111 : (1 + 1 + 1) = 37


ქუეყანა და ქუეყანასა ზედა, ეს არის დედამიწა შიგთავსით - შიგა სივრცით, შიგა სივრცე - ქუეყანა და ქუეყანასა ზედა - დედამიწის ზედაპირი. აქაურობისა და იქაურობის დამაკავშირებელი კი - იერუსალმია. ეს ქუეყანა, სივრცით ერთი - ოცდაჩვიდმეტია ცისკრის ვარსკულავის - აფროდიტის.


(ოცდაჩვიდმეტი - 37 - ლზ - ლ - 30 - ლასი - თევზი, მე-12 ასო ქართულ ანბანში; თევზების ზოდიაქოს ნომერიც თორმეტია; ზ - 7 - სასწორის ზოდიაქო. სამერით, რომელიც ზოდიაქოს სამ - 120° -იან ნაწილებად გაჰყოფს, გამოიკვეთება სამი ჯგუფი ოთხ-თანავარსკულავედიანი:


1) თევზები, ვერძი, ხარი და ტყუპები;

2) კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი;

3) ღრიანკალი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული;


წყლის ტრიგონი სამი საზღვარი, სადაც ჰაერი ეხება წყალს:


1)  მერწყული (ჰაერის სტიქია) - თევზები (წყლის სტიქია)

2)  ტყუპები (ჰაერის სტიქია) - კირჩხიბი (წყლის სტიქია)

3)  სასწორი (ჰაერის სტიქია) - ღრიანკალი (წყლის სტიქია)


გასაღებად მივიჩნიოთ ორი ასო:


ლ - და - ზ - რიცხვი 37


ლ = 30; ზ = 7; აქედან ლზ = 37


ცისკრის ვარსკულავი - აფროდიტი (ასპიროზი ან ასპიროსი).


“ესე აფროდი (აფროდიტი) იგი არს, რომელსა ცისკრის ვარსკულავად უმობენ (ვარსკულავს უწოდენ). ესე მოვლის სიმრგვლესა ცისასა ერთსა წელიწადსა ოდესმე ვალს ღამე და ოდესმე ვალს დღისით.  ოდეს საცისკროდ აღმოვალს, ეწოდების მთიები, ხოლო ოდეს სამწუხროს აღმოვალს, ეწოდების აფროდიტი. ხოლო სიდიდე მისი არს ოცდაათჩვიდმეტჯერ ქვეყანისა ოდენი. ამისას იტყვიან სახე აქვს ქალწულისა, ელთა აქვს პურიო’’. /სულხან-საბა/


კარგად დაფიქრდით! პური ჩვენი არსობისა, სულიერი პურის შესანახ ადგილს მიუთითებს - იერუსალმს.


იერუსალმის კარიბჭის გახსნისას “იონას კელიასთან’’ ქალწულის ზოდიაქოს ბარელიეფური გამოსახულება ვიხილე  - ქალწულის ზოდიაქო.


ეს არის ქვაბი, ავაზანი, იგივე წყლის სადგური, იგივე ზღა. როდესაც სოლომონმა ტაძარი ააგო, ამ ქვაბის ზომების სიავი (სპილენძის ქვაბი) - თორმეტ სპილენძის ხარზე შესვა. ასე გააკეთა იერუსალიმის მშენებელმა  იერუსალიმში შესავლელად განსაბანელი. მე ორიგინალზე გელაპარაკებით და მთავარ იერუსალმზე, საიდანაც იხელმძღვანელა სოლომონმა.


უპირველესები ქართველები და ებრაელები იქნებით, ვინც ამ ადგილს ეზიარებით, ადგილს, სადაც სოლომონ დავითის ძე  - ისრალის მეფე სიბრძნეს ეზიარა. აქ ჩატარდება მისტერია აწმყოსა და წარსულის ზიარებისა მომავლისათვის.


ყველა, ვინ ღირსებით აღივსებით ღმრთისგან, განიწმინდებით და იესო ქრისტეს მიერ დაფენილ მომავალს ეზიარებით.


 

დავასრულებ ანბანის მაგიური მათემატიკური დაფით:


 

  1. ა - 1.1.1. – 111 : (1+1+1) = 37
  2. ბ - 2.2.2. – 222 : (2+2+2) = 37
  3. გ - 3.3.3. – 333 : (3+3+3) = 37
  4. დ - 4.4.4. – 444 : (4+4+4) = 37
  5. ე - 5.5.5. – 555 : (5+5+5) = 37
  6. ვ - 6.6.6.- 666 : (6+6+6) = 37
  7. ზ - 7.7.7 – 777 : (7+7+7) = 37
  8. ჰ - 8.8.8. – 888 : (8+8+8) = 37
  9. თ - 9.9.9. – 999 : (9+9+9) = 37

 

მოცემულია ცხრა ასო, რიგისა და რიცხვის მარაგი ერთმანეთის ტოლია, დაწერილია სამ-აროვნად, მაგ. ასომთავრულის ანი - 1, ხუცურის ანი - 1 და მხედრულის ანი - 1 (111 = რია).


რია - რეა - წარმართობაში ქალღმერთი, დედა-ქალღმერთი.


მა-რია - ჩემი დედა ქალღმერთი.


მზე-რია - დედა ქალღმერთი მეთვალყურე.


იცოცხლეთ! იხარეთ! იძიეთ! ჰპოვებდეთ! აღივსებოდეთ აღმოჩენების სიხარულით, ეზიარებოდეთ ერთმანეთს სიყვარულით.


ისრალის შვილებო, ქართველებო და ებრაელებო, იმღერეთ ახალი სიმღერა,

ქართველო ებრაელებო - ქართველებისაგან ქართულად დაბეჭდილი.

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2018 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE