კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


ნაწილი III



ერმი და ონი - შემადგენელი არსობრივი ნაწილებია, რომელთაგან პირველი - პლანეტა მერკურის სახელია ქართულად, მეორე კი - მზის ქალაქის (ონი).


უძველესი აიეტური კოსმოგონიის მიხედვით,  ერმონი აბსოლუტური ქართული სახელია. პირველი ნაწილი, არსობრივი ერმი, როგორც ვთქვით პლანეტა მერკურია, ასევე ჰერმესი და კიდევ ოტარიდი. მეორე სახელია ონი (ბოლო ნაწილი ამ სიტყვისა).


სიონის მთა, როგორც გითხარით მელქისედეკის ეგზოთერულ და ეზოთერულ სატახტო ქალაქს დაჰყურებს, სიონის მეორე სახელია ერმონი; ორი ქალაქი საქრთველოში - მცხეთა და ონი (რაჭაში).


თუ დავაკვირდებით და ვისარგებლებთ კოდური პარალელებით, უპირველესად ვიპოვით მზის მერიდიანს აღმოსავალისა და დასავალისა და არა აღმოსავლეთის და დასავლეთის, პირველი - მზის სამხრეთიდან სვლას აღნიშნავს ჩრდილოეთისაკენ, ანუ მზის ამაღლებას ზენიტისაკენ ნადირიდან. მეორე - ეკლიპტიკალური გზით სვლის დროს გეოცენტრულ სისტემაში მზის აღმოსავლეთიდან ამოსვლას და დასავლეთში ჩასვლას. მეორე პროცესი ყველა ქვეყნისათვის ინდივიდუალურია, ჰორიზონტის გათვალიწინებით. ასევე ყველა მთისათვის და ყველა ხეობისათვის, ქალაქთათვის და ა. შ.


ვიცით ერთი ქალაქის სახელი - ონი, კუთხე - ულამაზესი რაჭა. მოვძებნოთ მეორე წერტილი, ე. ი. სამხრეთისა, საიდანაც იწყება აღსავალი ანუ აღმოსავალი მზისა და ჯერ ასე დავწეროთ: რა-ჭა, და რომ არ შევყოყმანდეთ, სანამ ეგპტურს მოვიშველიებთ მეტროდონებას, მითოსურს და ისტორიულს, დავაკვირდეთ ერთ ქართულ და მერმე ეგპტურ სახელს: მზე-რა (ქართულად) და რა-მზე-სი (ეგვიპტურად). მივხვდებით, რომ არსობრივი მარცვლები: მზე და რა - ქართულში და ეგვიპტურში თავშექცევით არის გადმოცემული. (აქ არ შევეხები ღრმა ეგპტური და ქართულის დეკოდირებას).


დაუბრუნდეთ რა-ჭას და დავწეროთ თავშექცევით: ჭა-რა. სამხრეთი ანუ ნადირი, მზის აღმოსავალის უქვემოესი ნაწილი. დასაწყისი დავწეროთ პირველი საფეხურის რიცხვითი და რიგითი ნომრით ქართული ანბანისა - ანით. ა-ჭა-რა. ნადირი და ზენიტი ა-ჭა-რა და რაჭა, და შუაში მცხეთა (ქართლი). რაჭა - ქალაქი - ონი; აჭარა - ქალაქი - ბათუმი. კონკრეტულად აჭარაში მნიშვნელოვანია გონიოს ციხე (ცის - ხე).


ქართველი და ებრაელი ხალხების მეგობრობა ოთხი ათასი წლის ისტორიულ დროს მოიცავს. მეგობრული სიყვარული რომ არ ჰქონოდა ამ ორ ერს, თანაც ნათესავური კავშირებით განჯაჭვული, ყოვლად წარმოუდგენელი იქნებოდა ამ ორი ერის ერთად მოღვაწეობა ისტორიის ქარ-ცეცხლში და თანაც თითქმის სრული წარსულის ცოდნით მოვიდა ეს ორი ერი ოცდამეერთე საუკუნეში.


ქათველებმა განსახლება მის ტერიტორიებზე უძველეს დროში კოსმო-ლოგოსური პროექტით შეასრულეს და ეს ყველაფერი აღასრულეს უზენაესის მეთვალყურეობით - შეთანხმებული ქართველ მოგვებთან ნების განმართვით.


ქალაქი მცხეთა - საქართველოს ერთერთი უძველესი დასახლებული ქალაქია, უძველეს დედაქალაქად წოდებული ქართველთაგან, წმინდა ქალაქად შერაცხული წმინდა მამათაგან, და ასევე ებრაელი ხალხისათვის სანუკვარ და წმინდა ქალაქად აღიარებული. ეს უტყუარი ფაქტი სვეტიცხოველის მისტერიაშია გადმოცემული.


ყველამ კარგად უწყის სიდონიას სახელი. ეს უნატიფესი სულის პატრონი ქალი - ამჟამად ზეცაში სამოთხის ბაღშია სიყვარულით სავსე და ნეტარი, რომელმაც გულში ჩაიკრა უფლის კვართი და მთელი ებრაელების აღსარება ზეცაში გაიყოლა. (წაიკითხეთ სვეტიცხოველის ისტორია და აღივსებით ებრაელი ქალბატონების სიყვარულის მადლით).


ქართულ-ებრაული თანაზიარი ისტორიის ქალაქია ონი და განსაკუთრებული მნიშვნელობის ქალაქი ბათუმი და გონიოს ციხე. 


გონიოს ციხე აკონტროლებდა აბრეშუმის გზის სამხრეთულ ნაკადს, ეს გზა მოიცავდა სამ კონტინენტს: აზიას, აფრიკას და ევროპას.


(წინადადება შემომაქვს განხილვისათვის - შევქმნათ ქართველებმა და ებრაელებმა სამი კონტინენტის აზია-აფრიკა-ევროპის სავაჭრო პალატა. ეს სასჯელის გავლის შემდგომ, თუმცა ჩვენზეა დამოკიდებული რა “ზომისა და წონის’’ ან რა სიმსუბუქის იქნება მამის სასჯელი).


ვარსკულავთა ბუნების განფენა დედამიწაზე სხვადასხვა საქციელს გამოამჟღავნებინებს კაცთა მოდგმას და აიძულებს მის ბუნებას მიჰყვეს ნებსით თუ უნებლიედ.


ჩვენს საკვლევ მიზანს წარმოადგენს პლანეტა მერკური. წინაპარ მოგვებს ქართველებისას დადგნილი ჰქონდათ, რომ ერმი დიდ კავშირშია ენერგეტიკულად დამწერლობის საიდუმლოებასთან და აქედან გამომდინარე ბედის-წერის მიზნისაკენ სავალი გზის იდეიის აღსაბეჭდად.


ქართველი ერი დასაბამიდან ზეციური საზეპურო ერია, ერთი პატარა მაგალითი საშუალებას მოგვცემს მივხვდეთ ამას. მზესა და მერკურს შორის არის ერთი ვარსკულავი, რომელიც კაცობრიობის წამყვანმა ასტროლოგებმა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში აღმოაჩინეს და მას სახელი მიანიჭეს - იკარი.


ეს ვარსკვლავი (მთიები, პლანეტა) მოძრაობს მზის გარშემო ერმის ცაში განსაკუთრებული ტრაექტორიით, ის ხუთჯერ დაარტყავს წრეს ვარსკულავ ერმს და მასთან ერთად დაასრულებს ერთწლიან ბრუნს მზის გარშემო.


წარმოსახვისთვის: მისი ტრაექტორია შემოწერს ყვავილ იის ხუთფურცლოვან სახეს. ყველა ხუთფურცლოვანი ყვავილი ეზიარება ამ პატარა ვარსკულავის მოძრაობის აღსახვის ფორმას. გარდა ამისა ერმის (მერკურის, ჰერმესის) ვარსკულავს ხუთტაქტიან ენერგეტიკულ ტალად გარდაქმნის. შემონახულია წერილობითი წყარო ამ ვარსკულავის შესახებ სულხან-საბას ლექსიკონში. ვნახოთ:


“ერმი - ოტარიდი. ესე არს მეორესა ცასა ზედა, რომელსა მას ცასა ეწოდების ცორანო.


ოტარიდი. ესე ერმი არს მეორესა ცასა ზედა, ხოლო ცა ესე დასავლით აღმოსავალად იძვრის, წელიწადთა შინა ერთგზის გარდაბრუნდების; ხოლო ერმისა სიდიდე არს სამას სამეოცდაათი ათასი ეჯი.


ოტარიდი. ერმი არს მეორესა ცასა ზედა, ხოლო ცა ესე მოიქცევის დასავლეთით აღმოსავალისა მიმართ ერთჯერ წელიწადთა (წელიწადსა) შინა, ვითარცა ცა მზისა.


ხოლო არს სიმრგვალე ცისა მის ხუთი ბევრის-ბევრი და ოთხას და რვა ათას ორასოთხმოცდაათი ეჯი; სივრცე მისი ერთი ბევრის-ბევრი და შვიდი ათას რვაას ოცი ეჯი.


ქვეყანით იქიმდე რვაას სამოცი ათას ცხრაას და ათი ეჯი.


ხოლო ერმის სიდიდე არს სამას სამოცდაათი ეჯი. ამის სახეობასა იტყვიან უწვერულისა ჭაბუკისასა, შეჭურვილისა, ელთა ქონებად ძლევისასა. ხოლო ამ ერმის ცაში ერთი სხვა ვარსკვლავია, არს სიმრგვალე მისი ათა ას ოცდაათი ეჯი.


ოტარიდი. ესე ერმი არს მერესა ცასა ზედა, ხოლო არს ცისა მის სიმრგვალე ხუთი ბევრი და ოთხას რვა ათას ორას ორმოცდა რვა ეჯი, ხოლო სივრცე მისი ერთი ბევრი და შვიდას ოცი ათას რვაას ოცი ეჯი.


ქვეყნიდან იქიმდე რვაას სამოცდაათი ათას ცხრაას და ათი ეჯი.


ამა ერმისა ცაში ერთი სხვა ვარსკულავია. არს სიმრგვალე მისი ათას ას ოცდაათი ეჯი, ხოლო ერმისა სიდიდე არს სამას სამოცდაათი ათასი ეჯი. ესე მოვლის სიმრგვალესა წელიწადსა შინა ერთგზის, ამისა სახეობასა იტყვიან უწვერულისა ჭაბუკისასა, შეჭურვილსა, ელთა ქონებად ძლევისასა. - ესე ერმი არს მეორესა ცასა ზედა, ხოლო არის ცისა მის სიმრგვალე ხუთი ბევრი ბევრი ოთხას რვა ათას  ორას ორმოცდა რვა მილიონი, ხოლო ცივრცე მისი  ერთი ბევრი და შვიდას ოცი ათას რვაას ოცი მილიონი.


ქვეყანიდან იქიმდე რვაას სამოცდაათი ათას ას ოცდაათი მილიონი, ხოლო ერმის სახე უწვერული წაბუკისა აქვს შეჭურვილი, ელთა აქვს ძლევა.


ესე მოვლის სიმგრგვლესა ცისასა წელიწადსა შინა ერთგზის, ხოლო სიდიდე მისი არს სამას სამოცდაათი ათასი მილიონი.


ერმისა - ოთხშაბათი’’. /სულხან-საბა/


განსაკუთრებული მონაცემი ვარსკულავთა ზომათა იძლევა საშუალებას ვთქუა: ენის გარეშე ამ ინფორმაციის შენახვა ყოვლად შეუძლებელი იქნებოდა, ამასთან ერთად უნიკალური სამ-აროვანი ანბანი, დედამიწაზე ანალოგი რომ არა აქვს. ნახავთ, როგორ გაშიფრავს ქართული დამწერლობა ყველაზე ძუელ ეგპტურს, ინდურს და შუმერულს.


(ერთი საინტერესო და საკვლევი რამ მოხდა საქართველოში, სვეტიცხოვლის ტაძარში აღმოჩენილ იქნა მოგვთა წიგნი და ეს წიგნი დასამუშავებლად გადაიტანეს იზოტოპების ინსტიტუტში. შემდგომ, ეს ინსტიტუტი გაიქურდა, არც ოქროს, არც ვერცხლს და რაც პლატინას ხელი არ ახლეს, მხოლოდ წიგნი მოიპარეს. კიდევ კარგი - კითხვა არ იციან, თორემ ბოლომდე გაძარცვულები ვიქნებოდით. ასეთი იყო სამოცდაათიანი წლების ერთი ამბავი).


ეხლა, როდესაც ღმერთმა ინება სიონი აღმომეჩინა და დამებრუნებინა ქართველი და ებრაელი ხალხების დაკარგული დიდება, შევეცდები ნელ-ნელა აღვადგინო ქართველ მოგვთა ცოდნის წყარო - უნიკალური წიგნი იმ სახემდე, რის საშუალებასაც მომცემს ამ ჟამისათვის მოპოვებული ინფორმაცია. ხოლო შემდგომი თაობა, იმედი მაქვს სრულჰყოფს ამ გზაზე მავალთათვის ცოდნას.


გაბრწყინებული ერი - ის ერია, რომელმაც თავისი საკრალური ცოდნა არ დაკარგა, დაიბრუნა, გაერკვა და განავითარა.

 


 

კენჭა-ბერი


ერთი გული ახვედრებს ორ ხელს შეხვდრის ადგილს,

ტაშის-კარი ჰქვია, სადაც ორი გული ერთმანეთს ხელს ართმევს.

 


 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2018 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE