კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

ებრაელ და ქართველ ერს

და სამხრეთის დედუფალს -  

სიონის ასულს 

 

ნაწილი II

 

„ნეტარ არს, რომელნი იკითხჳდენ და რომელნი

ისმენდენ სიტყუათა წინასწარ-მეტყუჱლებისათა,

და დაიმარხონ, რომელი იგი მას შინა წერილ-არს“

გამოცხადება იოანე მოციქულისა (თ. 1; 3)

 

„აღებულ არს მსხუერპლი და შესაწირავი სახლსა შინა უფლისასა, იგლოვდით მღდელნი, მსახურნი საკურთხეველისანი, რამეთუ საარებულ იქმნეს ველნი. გოდებდინ ქუეყანაჲ, რამეთუ მოუსუსურდა იფქლი, განჴმა ღჳნოჲ აღრეული, შემცირდა ზეთი. განჴმეს მუშაკნი, იგლოვდით აგარაკნი დიკისა ძლით და ქრთილისა, რამეთუ წარწყმდა მსთულებელი ველისაგან. 


 ვენაჴი განჴმა და ლეღოვანი შემცირდეს, ბროწეული და ფინიკი და ვაშლი და ყოველნი ხენი ველისანი განჴმეს, რამეთუ არცხვენენ სიხარულსა ძენი კაცთანი.

 

გარემოირტყთ და იტყებდით მღდელნი, გოდებდით მსახურნი საკურთხეველთანი. დაიძინეთ ძაძათა ზედა, რომელნი ჰმსახურებთ ღმერთსა, რამეთუ განეყენა სახლისაგან ღმრთისა თქუენისა შესაწირავი და მსხუერპლი.

 

წმიდა-ყავთ მარხვაჲ, ქადაგეთ კურნებაჲ, შემოკრიბენით მოხუცებულნი ყოველნი დამკჳდრებულნი ქუეყანასა სახიდ უფლისა ღმრთისა ჩუენისა. ღაღად-ყავთ უფლისა მიმართ შევრდომით:

 

ვაჲ მე, ვაჲ მე, ვაჲ მე დღისათჳს, რამეთუ ახლოს არს დღე უფლისაჲ და ვითარცა საარება საარებისაგან მოწიოს. (ცეცჴლითა და მაჴჳჲლით მოსჳლა უფლისაჲ დიდგორის მთაზე ღრუბელთა წვევით).

 

წინაშე თუალთა თქუენთა ჭამადნი მოაკლდეს, სახლისაგან ღმრთისა ჩუენისა - შუება და სიხარული, ჰკრთებოდეს დიაკეულნი ბაგათა ზედა მათთა, უჩინო იქმნეს საუნჯენი, დაითხარეს საწნეხელნი, რამეთუ განჴმა იფქლი. რაჲ დაუმარხოთ თავთა თჳთა?

 

ტიროდეს მროწეულნი ზროხათანი, რამეთუ არა იყო საძოარი მათი და სამწყსონი ცხოვართანი უჩინო იქმნეს.“ (ერთ ვაჲს მეც დავაყოლებ - დიდი ხნის ვაჲს, რამეთუ მართლა ვაჲ).

 

„შენდამი, უფალო, ჴმა-ვყო, რამეთუ ცეცხლმან განლინა შუენიერნი უდაბნოსანი, და ცეცხლმან აღანთნა ყოველნი ხენი ველისანი, და საცხოვართა ველისათა აღიხილეს შენდამი, რამეთუ განჴმეს მოსატევებელნი წყალთანი და ცეცხლმან შეჭამა შუენიერება უდაბნოსაჲ.“ (იოველი 1;9-20)

 

ლომის ეპოქისადმო გზა რომ მომზადდა და მიღებულ იქნა ჩემით, უფალმა უფლებათამან ბრძანა ნების დაფენით: სრულიად შეჭამ და დააპურებ სხუათაც - მოგეცემათ მრავალი.

 

ცეცხლოვანი ფაფარანთებული და ანათებული ლომი შემობრძანდა სამყაროში. 

 

ვარსკულავი რე-გული თვინიერ გახდა მჴედრისა, ჭა-ნებითისა და სიხარულის სითბოსთან მეგობრობის.

 

სიმართლე აღჴდა!

ჭეშმარიტებამ გაიღვიძა!

 

აღსრულებათა ჟამი წინ წამოიწია, დღე-ნათელით კანონი გაცოცხლდა, სამოქალაქოცა და რჯულისაც, ურთულეს ფაზაში შევიდა დედამიწა, იმ გაგებით, რაც კანონთა აღსრულებას შეეხება. იმდენი დანაშაული დაბადა კაცობრიობამ, აუტანელ უგუნურებაში შთაიფლა სრულიად დედამიწა, მხოლოდ ბაბილონის მეძავის ილუზიური სივრცე დაეშმაგა სულთა შთანთქმას.

 

აქედან, ამ დროის გადასახედიდან, ვგრძნობთ და გვესმის, რაოდენ საჭირო და აუცილებელი გზა მოგვიძღვმა მთელს დედამიწასა და მასზე მკვიდრ ერებს, ენებს, ტომებსა და თესლებს, და მათგან დაბადებულ ქვეყნებს - უფალმა იესო ქრისტე ნაზარეველმა.

 

უსპეტაკესი სულის მეფე-უფალმა დედამიწის ყველა ცოდვილი ჩაიხუტა და პატიება მათი უზენაეს ღმერთს, ჩვენთვის მამად განმჟღავნებულს, ტკივილთა და ტანჯვათა გზაჯვარედინზე შეავედრა და თხოვა: აპატიე, მამაო, ვინაიდან არა უწყიან რას სჩადიანო!

 

ორი ათასი წელიწადია კაცობრიობა ეძებს თავის თავს ქრისტეში და ვერ მიმხვდარა, რომ დედამიწა უფალი იესოს სიცოცხლის ნავია, რომელიც დაცურავს და დაფრინავს კოსმიურ სივრცეებში.


უფალი არსად არ წასულა, განკაცების სრული გზა ჩუენ მოგვიძღვნა და საიდანაც გვესტუმრა, ისევ იქ დაბრუნდა, რათა კვლავ აღასრულოს დანაბარები წინასწარმეტყველთა, მოგვ-მეფეთა, დიდ-მამათა, მსაჯულთა და წმიდათა.

 

ძალიან ცუდი დღე გაუთენდათ დამნაშავეებს, მათ სულში ბინდმა დაისადგურა! არავინ უწყის ვის რა ეპატიება და რა ჩაეთვლება სიმართლედ. სასჯელი სასტიკია, გარესკნელი, ტკივილი იქნება უმაღლესი, კბილთა ხრჭენა და გოდება.

 

საპირისპიროდ, დამსახურებულ თბილ სულებს, მზრუნველებს მოყვასისათვის, საჩუქრად ვიზა წმინდა ქალაქ იერუსალჱმში, ზოგისთვის სამკვიდრებლად და ზოგისთვის სასტუმრებლად.


ეს ყოველივე აღსრულდება: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად. ამინ გეტყჳ თქვენ, ვიდრემდე წარჴდეს ცა და ქუეყანა იოტა ერთი, გინა რქა ერთი, არა წარჴდეს შჯულისაგან და წინაწარმეტყუელთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს.“ (მათე: 5; 17,18)

 

დავაკვირდეთ ჭეშმარიტ გზებს უზენაესისას წერილის მეშვეობით, უფალი იესო ქრისტე ნამყოფია იერუსალჱმის კარიბჭესთან, იქ, სადაც აბრაჰამმა წინადაცვითა შთამომავლობა თჳსი:

 

„და მოიყუანა აბრაჰამ ისმაილ, ძე თჳსი, და ყოველნი სახლისწულნი და ყოველნი ვეცხლით ფრდილნი თჳსნი და ყოველი წული მამათა სახლსა შინა აბრაჰამისსა და წინა-დასცჳთა დაუცვეთელებაჲ მათი ჟამსა მის დღისასა, ვითარცა ჰრქუა მას ღმერთმან.

 

ხოლო აბრაჰამ იყო ოთხმეოცდაათცხრამეტისა წლისა, რაჟამს დაიცჳთა ჴორცი დაუცვეთელობისა თჳსისა. ხოლო ისმაილ, ძე მისი, ათცამეტის წლის, რაჟამს წინა-დასცჳთა წინადაუცვეთელებაჲ ჴორცისა მისისაჲ. ჟამსა მას მის დღისასა წინა-დაიცჳთა აბრაჰამ და ისმაელ, ძემან მისმან.“ (დაბადება 17; 23-26)

 

აბრაჰამი დალოცავს წარმართებს, ხევის ბერებსა და ქურუმებს საქართველოში, ანუ ჰურიასტანში.

 

„ხოლო აბრაჰამ ქმნილ იყოს ნათესავად დიდად და მრავლად და იკურთხეოდიან მისდამი ყოველნი წარმართნი ქუეყანისანი.“ (დაბადება: 18,18)

 

იერუსალიმი და იერუსალჱმი - ორივ წმიდა ქალაქებად არს დაარსებული, ოღონდ იერუსალჱმი უძველესი დაფარული ქალაქია, იგი დედაა ყოველთა ქალაქთა. ამიტომაც, სქართველოში უმთავრეს ქალაქს და ქალაქებს დედაქალაქად სახელსდებენ.

 

„ხოლო ზეცისა იგი იერუსალჱმი აზნაურ არს, რომელ არს დედა ჩუჱნ ყოველთა.“ (გალატელთა 4; 26)

 

„რომელმან ჰსძლოს, ვჰყო იგი სუჱტად ტაძარსა შინა ღმრთისა ჩემისა, და გარე არღარა განვიდეს მერმე; და დავჰსწერო მას ზედა სახელი ღმრთისა ჩემისა და სახელი ქალაქისა ღმრთისა ჩემისა, ახლისა იერუსალჱმისა, რომელი გარდამოვალს ზეცით ღმრთისაგან ჩემისა, და სახელი ჩემი ახალი“. (გამოცხადება: 3; 12)

 

ამ ქალაქის კარიბჭესთან, ამოცნობილი გზაკვალით, მიზნით გებული სიდიადის წინა ვდგევარ და გაუწყებთ: აზნაურ ქალაქი -  აზნაურ მოქალაქეებს ქრისტეში ელოდება ლოდინის ლოდის სახილველადა და გარდასაგორებლადაც.

 

აქვე დავლოცავ აზნაურთა გზას შედგომილებსა და მავალთ - ვახტანგი გელენიძესა და ნიკოლოზ ფირცხალავას, მამით, ძით და სული წმიდით მდიდ-არითდეს მათი მიზანი, და იყვნენ ჭა-ბუკნი ბუკით, მაცნობელი ახლისა - ახალუხებელი გზისა.

 

“და იყოს, ყოველმან, რომელმანცა ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს, რამეთუ შორის მთასა სიონსა და იერულსალჱმსა შინა იყოს ცხოვნებული, ვითარცა თქუა უფალმან, და მახარებელნი, რომელთა უფალმან უწოდოს.“ (იოველი: 2; 32)

 

საქართველო - სულიერად ჰურიასტანი, იგივე იოდას ქუეყანა, იუდეია, ღმერთის ქალაქის ბანის მთების ქვეყანა, „საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა“ (ფს. 86).

 

„რამეთუ აჰა, მე მათ დღეთა შინა, და მას ჟამსა შინა, ოდეს მოვაქციო ტყუეობა იუდაჲსი და იერუსალჱმისა. და შევკრიბნე ყოველნი ნათესავნი, და შთავიყვანნე იგინი ღელესა იოსაფატისსა და ვესაჯოდე მათდა მიმართ მუნ ერისათჳს ჩემისა და სამკჳდრებელისა ჩემისა ისრაჱლისა, რომელნი განითესნეს წარმართთა შორის და ქუეყანა ჩემი განიყუეს, და ერსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი და მისცნეს ყრმანი მეძავთა, და ქალებსა განყიდდეს ღჳნსა წილ და სუმიდეს.“ (იოველი: 3; 1-3)

 

უფალმა გვაუწყა, რომ არა გასაუქმებლად, არამედ ყოვლის აღსასრულებლად მოვედიო. საღმრთო წერილში ერთი იოტაც კი არ იქნება გაუქმებული, ყოველი აღსრულდება და აუცილებელია ჩვენ - უფლის ერს და ისრაჱლს გვესმოდეს წერილის შინაარსი, რომ ცოდვის გზებზე არ მოგვიწიოს ხეტიალი და არ დავკარგოთ საღმრთო გზა.

 

იოველი - დასწაყისს დაჰნიშნავს, მაგრამ რის დასაწყისს?! - რის დასაწყისს და საქართველოს ანუ ჰურიასტანის, ასევე ებრაელი ერის მიზანთან მიყვანას, -  წინასწარმეტყველებს იოველი და მათთან ერთად სრულიად მართალთა ანუ მართლის მადიდებელთა განთავისუფლებას მტერთაგან.

 

“ისმინეთ ესე მოხუცებულთა და ყურად-იღეთ ყოველთა დამკჳდრებულთა ქუეყანისათა: (სრულიად დედამიწის მკვიდრთ) უკუეთუ იქმნეს ესევითარნი დღეთა შინა თქუენთა, ანუ შორის დღეთა მამათა თქუენთასა? მათ ძლით შვილთა თქუენთა უთხრობდით, და შვილნი თქუენნი შვილთა მათთა და შვილნი მათნი ნათესავსა სხუასა.” (იოველი 1; 1-3)

 

რისი გადმოწოდებაც უფალმა ინება ჩემი ხელით, უდიდეს საიდუმლოდ არს შერაცხული, არც ერთი კაცი არ არს შემწვდომი ამ სიდიადისა, არც დღეს და არც წარსულში, მხოლოდ უფალმა იესო ქრისტემ უწყის სრულიად.

 

ქალაქი ენერგეტიკული, სამყაროსეული ენერგიათა მბადიცა და მიმღებიც, ექუს საფუძველიანი, ორმოცდარვა სხივიანი, რომელ რვა სხივმა თანამზრახა. აქუს სამი ღერძი, ორი ბუნება დედისა და მამის კოსმო-ენერგეტიკული მოდელით, სამი თანახმიერი პარალელური ფუძე-სამყაროთი, ოცდაოთხ-ტაქტიანი დროის გზაჯუარედინებით (144 000) ას ორმოცდაოთხი ათასი ანბანური პოზიცია და ამდენივე მისტიური საფარველი.

 

ქალაქი ინტელექტუალური მბადი და არა გამანადგურებელი - ცეცხლის საშოა ოთხ-წესთა გამაწონასწორებელი, ესენია: ცეცხლი, ჰაერი, წყალი და მიწა.

 

ქალაქი წარმართავს წარსამართავ სხივთმოფენას ბუნების არეალში, თჳთ ქუეყანიდან სამყაროს შემეცნების ზღუარამდე, დედის ბუნების მაგნიტური სფეროს დამაკავშირებელი, მამა-ქცევითის პლაზმურ სფეროსთან.


(12) თორმეტი ჭა-ანითი, კავშირით დედ-მამიანი, ანუ ცითით ინ-იანი, ჱგჳპტ-არით იზიდური-ოზირისახე ანუ სახე-წყვილმბადიანი.

 

(13) ცა-მეტითაა დანიშნული მეცა-მეტე ჭით მამა - ძის მხილველი, მსოფლიონი პორტალად სახელს დებენ. ქართულით შევატყვევნეთ ცეცხლოვანი-ნავსაყუდელი.

 

ესე მცირედი აღტაცებისათვის, მოვა წამის გაწამწამება და ერთ თვალის ჩაპაჭუნების დღეს, მთლიანად გამოგისახავთ ქალაქს ყოველგვარი „შპარგალკათა“ ხმარების გარეშე მე, გიორგი იონთა ჰიპერიონი. ასეა ეს, იეს ეს, ესე იგი იესეს - ძის დრო მომწიფდა რთველისათვის. თქუენ კი ყურით-ძნითდით. არასოდეს დაგავიწყდეთ, ყურით-ძენნო: მამა მძევებელია ძისა, ძეა მადევარი მამისა, თავადაა მამა სულიწმიდის არსით, მამით და სამებაა შეუღწევადი სამკაული სამყაროისა, განმეფებული თავის შემოქმედებაში, მზღვრელი უსაზღვროებისა.

 

ისმინოს ყურმა!

ხედავდეს თუალი!

ისრაელ-ჰურიასტანის ტანდემის,

დედუფალის თაყვანისმცემელთა.


 

კენჭა-ბერი

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2019 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE