კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


 

ნაწილი IV


 

გუდაში ცხედართან ყრიდნენ ნაგუდალს, მარილში განზავებულს მშრალს, ასევე ნაგუზალს (ნამწვი შეშა, ნახშირი), ძირმწარე  ფესვს - კოლხ-ამონს (Colchamon), ასევე უცუნას (Colchicum speciosum Stev.), ასევე სათოვლიას(Colchicum umbrosum Stev.). უცუნა უდროობის ასტრალს აყალიბებს, მისი ჩრდილო იაფეტური სახელია - დიდებული უდროებამბადი: 


რუსულად - безвременник великолепный

ლათინურად - Colchicum speciosum,

თუშურად - უცანა,

ზემო რაჭულად - უცუნი,

ლეჩხუმურად - შანშველა,

გურულად - თავნიორა,

აჭარულად - სათოვლია,

მეგრულად - დგრჩე, ჯირჩე, ლაჰა გვაჯა,

სვანურად - შაშვლი.


დაწვრილებით იმიტომ გიწერთ, რომ მივაგენი ერთ რამეს, მარადიულობის ღერძში გამყვანი მალამოს რეცეპტია ნეშტთან ერთად შენახული და ბალზამთა უნიკალური კოდია მოცემული.


განჭვრეტის დროს, ატლანტიდური ცივილიზაციის დროს, ქართველები - ენოქის ჟამინდობას, ამ მალამოთი ააქტიურებდნენ ატლანტის ცენტრს. ასევე გამოიყენებოდა გვიმრის ფესვი:


ქართულად - გვიმრა,

კახურად - ჩადუნა,

თუშურად - ჩადა,

ჭანურად - ბილონცა,

მეგრულად - გვიმარა,

სვანურად - გვიმორ, გვრიმა.

გვიმრა - იფხლი - სვანურად განამჟღავნებს ტაბუს მედიტაციისას.


კიდობანის მთათა, ანუ მთები, რომელთაც მოქუდული აქვთ ნოეს კიდობანის სივრცე წიაღისა, შემდეგია: მთა-წმიდა, ბაირაღის მთა, მთა მახლო, დათვის-მთა, თავქაჩალას-მთა, მზეთა-მზეს მთა, თაისას მთა, მთა-აკვანა, ბერთა-კლდის მთა,  და სვანური კიდით - გვრიმა, ყურადღება მისაქცევი მთა  - გვრიმიჭა, პორტალის ჭა, ჩემს ფიქრს მივჰ-გვრი უფალსა მისი ჭიდან, გვრიმიჭიდან.


ამ მთების დედა მთა დედა-ბერაა (ეს ანომალიური ენერგეტიკული ადგილია, თუ ამ არეალში ვერტმფრენმა გადაიფრინა, უკან ძრავს, ძრავას უთიშავს და ძირს აგდებს). აქ ყველგან ტაბუებითაა აშენებული კოკოლიები და ნიშთ-სასწაულთ-საჭვრეტები. ყურადღება მისაქცევია: ჩემი ლექციებისა და წერილების შემდგომ, არავის არ უნდა გასჩენოდა იმის სურვილი, რომ ამ მთებში “ნახვრეტები’’ ქურდულად ეკეთებინათ, ვინც დაავალა ამ საქმის შესრულება ძალიან კარგად ვიცი - ის დაფარულში მოსული მტერია, მოსული გასაფუჭებლად და მოსაპარად, არა ადამიანურად, არამედ ეშმაკურად. ისიც ცნობილია, რომელმა ქათველებმა მიჰყიდეს ეშმაკებს აქაური წმინდა მიწები. მე მაშინაც გაფრთხილებდით და ეხლაც გაფრთხილებთ - ყველას დაგხოცავენ! ჯერ შემსრულებელ ჩინელებს დააკვირდით: ქარბორბალა, მეხი, მიწისძვრა, წყალდიდობები არ ასცდებათ, ტიანშანის მთებს დაამხობს თავზე ღმერთი. ჯერ კიდევ რამდენიმე კოსმო-წამი გაქვთ, რათა გონს მოხვიდეთ, ყველას განზრახვა მამა-ზეციერმა პასუხსაგებ სასწორზე შესვა.


დედაღვთისმშობლის წილხვედრ სამშობლოდან, ჩემი კავკასიონიდან, ეშმაკთა ლაშქარო - განვედით, სიკვდილის მახვილს მოუხმო უზენაესმა ღმერთმა, არა მსურს თქვენი მძორები ამ მიწაზე დარჩეს, განვედით ნაძრახ ალაგებში და თქვენი მძორის მკორტნელი ყვავები განიყოლეთ. ცა კი ბრძანებს: დაიწმინდოს ყველა მთა და ხევი, ბარი და ველი, წყარო და რუ, თქვენი ფეხი არა ვნახო ამ მიწაზე, გამანადგურებელი გრგთა ვარ თქვენს თავზე.


აღემართოს ყველა ქართველი გმირი ეშმაკთა წინააღმდეგ, სიმართლის სიტყვითა და დროშით. ბაბილონის მეძავის სიცრუის დედოფლები ცეცხლმა დაგწვათ მარადიული ტანჯვით. არავის განზრახ მკვლელებს არ დაგინდობთ არც მიწიდან, არც ციდან, გამანადგურებელი ცეცხლი ცეცხლის ანგელოზმა ახსნა ღმერთის ბრძანებით ქიმეროთიდან. დაეცეს ყველა მათი მსახური გოდებად!


სიმშვიდე ღმერთის შვილებს, სიყვარული მეფობდეს თქვენსა-შორის და დაუღალავი ნებით აღივსეთ ჭაბუკები და ვაჟკაცები, ქამარი ძლევამოსილი შემოირტყით წელზე და ყოველმა თქუას: მღვიძარე ვარ მტერთა წინაშე დაფაფრული ლომივით და ფრთებგაშლილი არწივივით.


ჩემი მიწა-წყალი მაძლევს ხარის ძალას, მე ვარ უშიშარ ვითარცა

რცო, - თქვას თითოეულმა და წინ ეშმაკთა დამარცხებისაკენ. ჰარი-ჰორეთი ჰერიო-ჰერი გამარჯვებით უფლისაკენ, მთლიანად და სრულიად საქართველოვ!


ხარი და ქარი განასხვავეთ არსით და მიხვდება ისრალი

აბრაამის მოგზაურობას, მთის ხევის ბერნი მოგზაურ ანგელოზად მოიხსენიებენ ქარ-ანიდან ხარ-ანში მოგზაურს - აბრაჰამს, ლოცვით მოისენიებენ.


შენ, ჩემო მოყვასო, ხარ-მშვიდი და ფიქრით ქარ-წრთნილი.


შენ, ჩემო რაინდო, ხარ-მარგრძელი და ჭრეთთ ქარ-მთლელი.


შენ, ჩემო გმირო, ხარ-უდრეკი და გონით ქარ-მტაცი.


შენ, ჩემო გონ-სახიერო ქართველო, ხარ ხარ-ებით, სახარებით ქარ-ტა-ზე ზე-წერილი ბედის ბადით ვარსკულავიერი.


ხარის თანავარსკულავედის ვარსკულავები, რომლებიც გამოიყენება ვარსკულავთმრიცხველთა მიერ, ანუ მოგვთა მიერ:


ალდებარანი (Альдебаран),

ალციონა (Альциона)

ნატხი (Нахт),

ცელენა (Целена).


არწივის პოზაში ყოველი ათი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის მერე ფეხებს ვცვლით, სანამ მზე არ აკაშკაშდება. მერე გადავდივართ ლოტოსის პოზაში და თვალებდახუჭული უყურებთ მზეს, სანამ გონ-თვალი არ მოგცემთ ნიშანს. ეს ნიშანია (პულსი) ფეთქვა და ფერადი გამოსახულებანი. სუნთქვის მიმართულება - ცხვირიდან ჩამავალი ჰაერი აწვება მსუბუქად ტენ-ტიანს, ხოლო ამ წნევას მიმართულს სახიდან პატარა მუცლისაკენ ვინარჩუნებთ ენერგეტიკულად ფიქრით და ისევ მცირე დაწოლა ხდება დგუშივით ტან-ტანზე; შემხვედრი ენერგეტიკული -  კუდუსუნიდან აღიძვრება, გაივლის ატლანტის ცენტრს და გონთვალამდე მივა რკალით, გონთვალიდან გააგრძელებს და მივა ტენ-ტიანამდე (ტან-ტან) სუნთქვის მიმართულებით ზემოდან ქვემოთ ანუ ჩასუნთქვასთან სინქრონში; ტან-ტანიდან გაივლის გენიტალიებს, მამაკაცებში პროსტატის ჯირკვალს შუა შორისში (ქალებისათვის შორისი მარტო) და გადავა უკანა სკნელის მეორე მხარეს კუდუსუნამდე, აქ წრე იკვრება და ისევ ძველი ტრაექტორიის მიმართულებით - ერთი შესუნთქვა და ამოსუნთქვა, ერთი წრე.


ლოტოსის პოზაში რომ მოვრჩებით, მოვტრიალდებით დასავლეთისკენ და კობრას პოზაში შევასრულებთ იგივეს, ოღონდ უკვე ჩამავალ მზეს უყურებთ გაუჩინარებამდე.


ეს არის 24-საათიანი პროგრამირება ვარჯიშისა, რომელიც 12 წელიწადში ერთხელ კეთდება.


ალდებარანი (Aldebaran), ხარისთვალა ვარსკულავი - აღმოსავლეთისა და აღმოსავალის მცველი (Oculus Tauri) ლათინურად, (Воловый Глаз) რუსულად. ამ ვარსკულავის მიმღები ენერგია ამავე სახელობის მცენარეს გააჩნია.


ხარისთვალა - ქართულად,

Paris guadrifolia და Paris incomplete - ლათინურად,

Вороний глаз, Воронятник - რუსულად,

იმერულდ - ბორბოლა და ბორბალა.


აქ უკვე ტაბუს იმერული კოდი ხსნის მედიტაციური სისტემების ჭის სახელს - მთა ბორბალო. რთული შესასრულებელი მორიელის პოზაში ვიწყებთ სუნთქვას - გამთენიამდე, მზერა აღმოსავლეთის მიმართულებით ბორბალოს მთის წვერზე, აღმოსვლეთის აისი, დრო - მზე შეერთებაშია ხარისთვალას ვარსკულავთან.


მზის ამოსვლის გაცისკროვნებამდე თვალებგახელილი  და მშვიდი სუნთქვით საოცარი მისტიური განწმენდის შემგრძნებლები გახდებით, აქ, ამ მთაზე ასრულებდნენ 144 მთავარ ვარჯიშს ფარაონები, როდესაც ფარავანის ტბის პირას აღასრულებდნენ სწავლით პროცესებს ბეთგუმბათებში.


(ბეთგუმბათი - ნახევრად სფეროსებრი სახლი, დაახლოებით იურტას მაგვარი. მისი გაკეთების ტექნოლოგია ჩემთვის ცნობილია და მსურველებს, რომელთაც დიდოსტატების კვალს უნდათ გაჰყვნენ, ვამზადებ პირადად. კონტაქტი ტელეფონით, რომელიც საიტზეა მითითებული; ერთ-ერთი სკოლა გაიხსნება ახალდაბაში, სადაც კარვებით შეძლებთ სტუმრობას. აქ მოგამზადებთ დიდი მისტიკური მოგზაურობისათვის საქართველოში და საქართველოდან პარალელურ სამყაროებში, ვარსკულავთა ენერგიით შეივსება თქვენი ტან-ადი სისრულე და დაიწმინდება გვამი, სხეული დაიწყებს ნათებას. ახალი ერის შვილებო, აღვსობადი ჯანით-მრთელობისაკენ აღიძარით!)


ჩრდილოეთის მთას - ჩრდილოეთის ბატონის მთა ჰქვია, ძუელ ქართულად ბერ-ძუ-ენითადით ბორო - ჩრდილოეთსა ჰქვია.


“ბორასი - ქარია ერთი ჩრდილოთ გამო’’. /სულხან-საბა/


ბალი - ბაალი ბატონსა ჰქვია.


ჩრდილოეთი - ბორო + ბატონი - ბალი = ბორბალო (ბორბალი) - ჩრდილოეთის ბატონია.


ბორბალოს მთა უკავშირდება ცის ბორბალს - ეკვატორს და ასევე ჩრდილოეთის თანავარსკულავედ კეფევსს (ცეფევსი), მის ალფა ალდერამინს (Alderamin).


ბიბლიურად - ცეფევსის ალფა ალდერამინის სახელია ბეთრამინ და თარგმანებით ნიშნავს სახლი მაღალთა და ასევე სახლი მაღალი და სახლი ამაღლებულთა.


ამაღლება მამაზეციერის პრეროგატივაა და ამაღლებული შვილნი უფლისანი ანუ საწვთო რანგისანი დაიმკვიდრებენ ბორბალოს საიდუმლოებებს.


კეფევსი (ცეფევსი, Cepheus) - პოლუსის მახლობელი თანავარსკულავედია, ღამით ყოველთვის ჩანს ჰორიზონტზე; გარემოცულია კასიოპეას, ხვლიკის, გედის, გველეშაპის და პატარა დათვის თანავარსკულავედებით. კეფევსს, ეთიოპიის მეფეს, ფეხები პოლარულ ვარსკულავთან, დათვის ბელის კუდთან აქვს.


წავიკითხოთ: ბელი - ბალი - ბაალი, ეს აღნიშნავს ბატონს, ბატონი მეფე, ანუ “ბატონი - ბაჟი მეპატრონე’’. /სულხან-საბა/


პოლარული ცოდნა - უმაღლესი ცოდნაა მოგვთა ბიბლიურ მეცნიერებაში.


დააკვირდით, რომ მთის სახელში ბორბალო, მოცემულია შიფრაციით ჩრდილოეთის მეფის ანუ ბატონის ამოკოდირებული სახელი, ახლა დავამატოთ ჩრდილოეთის პოლარული ვარსკულავი, რომლის გარშემოცაა შემდეგი თანავარსკულავედები: პირველ რიგში ავღნიშნოთ, რომ პოლარული ვარსკულავი წვებს შორის იმყოფება, ცეფევსის კანჭებს შუა და შორის იმყოფება.


კანი + ჭი = კანჭი;


კანი - გარსამოსი ხორცისა, ჭი - ჭა, ერთდროულად აღნიშნავს მთვარისა და მზის ჭანი.


მართლაც და, ამ ბორბალოს მთის მშვენიერი ხედები დღე-ღამ ტოლობის დღეებში, შემოდგომასა და გაზაფხულზე, შეუდარებელი ვარსკულავიერი ცით, გრანდიოზულ შთაბეჭდილებას მოახდენს ყველა ადეპტზე, რომლებიც აქ სუნთქვას დახვეწენ.


რაღა თქმა უნდა ბევრი რამ დავმალე და არ გავხსენი, რადგან ერი ჯერ არ არის მზად, სხვანი დაგვასწრებენ. განდობილთა სასწავლებელში ყველაფერი მოწესრიგდება. ეს დღიურებია, ნაწარმოები ჩემი მეხსიერებიდან, იქიდან, საიდანაც ვერავინ ვერ მოიპარავს. გისურვებთ წარმატებებს განვითარებაში.


თავისუფალი ქართველი, თავის-უფლებას საქართველოში მოიპოვებდე - ქაჯთა და დევთა გარეშე.


 

გიორგი იონთა ჰიპერიონის დღიურებიდან

აღმომართული ძიების კვალი.

 

ამ გზას გამოყვებით, მიხვდებით წარსულს და

მიპოვით მე, უფლის გლახაკს.

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2018 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE