კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 


ნაწილი III 

 


ვაგრძელებ თხრობას:


“ლიხი - ფრიად მაღალი შამბი, ნახეთ შამბი.


შამბი - მაღალი და სხვილი ბალახი’’. /.სულხან-საბა/


ნურაფერი დაგაბრკოლებთ, შამბალას საიდუმლოებაც - ქართული დამწერლობით და ქართული ენით, დედა ენითა და მამა-ფალოტიური გასაღებებით ლაზარესი აიხსნება და გაცოცხლდება.


ქალწულის გამა ვარსკულავის ქართული მისტიური სახელია “ბერწული’’ (ბროწეული). პლუტონის ეს ატრიბუტი დაფარული სიტკბოების სიმბოლოა და დადებითი ფესვის ძალა ამოჰყავს სიღრმისეულიდან - გულიდან ქვეყანისასა. გულიდან ამოქარგულ სიტყვას ბაგე იტყვის პირითა გან-მზიდველითა, ტნ მაზიარებელითა.


რომის შემქმნელ და დამაარსებელ რომელუსმა, დიოსქურულმა ტყუპის-ცალმა ძუელი კოლხეთიდან გაიტანა მისტერია ქალღმერთ პორრიმასი, რომლის მცველი და თანამდევი თეთრი ძუ მგელია - განახლებული ბენიამინის ტოტემი. კოლხები ამ ვარსკვლავს სიყვარულის შიკრიკსაც ეძახდნენ, ერმისა და აფროდიტის პლანეტარული ენერგიის მატარებელია და სასიყვარულო წერილებს აზღვევს.


ციდან წარმოაჩენს მამრულ ბუნებას მარსისა და სატურნის სიტყვიერ ენერგეტიკულ ფსკვნილს, ხერხემლიდან აზიდულ ფალოტიურ ენერგიას, კუნდალინს მისი მეორე შემხვედრი და თანაზიარი ენერგია, მერკური - ვენერა (ერმი - აფროდიტი) წარმოაჩენს მდედრულ ბუნებას, ერმისა და აფროდიტის სიტყვიერ ენერგეტიკულ ფსკვნილს. ატლანტის ცენტრი კი განიცდის ამ ოთხი პლანეტის (მერკური - ვენერა + მარსი - ქრონოსი (სატურნი), ქართულად: ერმი - აფროდიტი - არია - კრონოსი (ქრონოსი) თანაზიარ და თანანაზავ შერწყმას და როგორც გული უკავშირდება სისხლძარღვებით მთელ სხეულს, ასევე ატლანტის ცენტრიდან ამ ოთხეულის მეშვეობით აღდგება კავშირი (მთიები) ვარსკულავიერ ცასთან.


იმისდა-გამო, რომ მხოლოდ ქართული ანბანი წარმოადგენს ცის მზომელობით სამაროვან დამწერლობას, მხოლოდ და მხოლოდ ქართულია გასაღები ყველა სივრცული ჭისა, რომელ პორტალად აღუწერიათ მეცნიერთ.


ცხვირის ნესტონი აუცილებლად მოწესრიგებული უნდა გქონდეთ, ნორმალური სუნთქვა რომ შესძლოთ; თუმცა უმთავრესია თქვენში არსებულ ენერგიას ფიქრით უკვალოთ გზა და სუნთქვის დროს წარმოშობილ ენერგიის ახალ პორციას განვრცობის სწორი მისამართი მისცეთ.


ადამიანს გააჩნია შუა ვერტიკალური სიბრტყე, რომლის აქეთ და იქით ნახევრი სრული ტანისაა. ამ სიბრტყეში გაგვაჩნია წინა და უკანა მერიდიანები, და თუ ფიქრით მიმართულებას მივცემთ კუდუსუნის ძირიდან ხერხემლის გავლით ატლანტის ცენტრამდე, გავაგრძელებთ ფიქრის გზას მესამე თვალამდე, გონ-თვალამდე, გავივლით შუბლს, ცხვირს და ჩამოვალთ ცხვირის ძირამდე (ნესტოთა შუა წერტილი), ჩვენ ავითვისებთ უკანა მერიდიანს, ხოლო ცხვირის ძირიდან, ნებელობისა და ჟინის წერტილიდან (დაკუმული ბაგეებით, პირით) ენერგეტიკული გზის ფიქრით გაკვლევას სიმეტრიის სიბრტყის მიხედვით - ჩავივლით ყელს, მკერდს, მზის წნულს, მუცელს, პატარა მუცელს, ტან-ტანს, მერე გენიტალიებს და ისევ შევუერთებთ კუდუსუნის ძირს, მივიღებთ სიმეტრიის წრიულ მერიდიანს, რომელიც შედგება ორი ცნობილი მერიდიანისაგან: წინა და უკანა.


ერთი სრული შესუნთქვა და ამოსუნთქვა, ერთი სრული წრე, ენერგია წამოვა კუდუსუნის ძვლიდან და წინიდან დაბრუნდება ისევ კუდუსუნის ძვლამდე - ნეხვის კარიბჭის გავლით, სადაც განყრის მძიმე გადამუშავებულ ფლუიდებს და თანდათან განწმენდს უარყოფითი ენერგიებისაგან.


სუნთქვა სხეულის დინამიური მართვის მეცნიერებაა, სტიქია ჰაერი, შესაძლებლობას გვაძლევს კავშირი დავამყაროთ სრულიად ცასთან და სხეულთან, გვამთან და ტანთან.


სკოლა რომ გამაჩნდეს, კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ ლექციებით ცლკე სუნთქვას ვასწავლიდი და ცალკე სამყაროს გაკვეთილებს ჩავატარებდი. ჯერ-ჯერობით საიტის მეტი არა გამაჩნია და დავჯერდეთ თხრობით ლექციებს.


ჩემო საყვარელო, მიძინებულო ერო, შემმეცნებელი სამყაროსა აღწევს რანგს - უშიშარ ვითარცა უორცო!


ეს სისტემები და სიბრძნენი მოძღვრებისა არ აწყობთ მათ, ვისაც თავისუფალი საზოგადოება და ამაყი საქართველო, რაინდთა სამშობლო არ აწყობს.


მარადიულია უფალი ჩვენი, წინამძღუარი სიცოცხლის საუნჯეებისა და ჩვენც გვაცოცხლებს მარადიული ლოგოსის სამყაროში.


დაისახა ის დრო, რომელმაც უნდა ამჟღავნოს ქართული სულით მსოფლიო ტალანტი.


გვამის საჭურჭლის აღვსება ძე კაცთათვის არ არის უმთავრესი მიზანი, მთავარია სულის საჭურჭლე გვქონდეს სავსე - სულიერ ჭურჭელში. დავიწყოთ სამყაროს წაკითხვა ქართული ენის ხარიზმატული სიცოცხლის ძალით. მოვემზადოთ და მერე მთელ დედამიწას მოვეფინოთ სიყვარულით აღსაზრდელად.


ხარება - განსაკუთრებული სიტყვაა, ხართან არის დაკავშირებული და ხარებით შებმული ურემით გადაადგილდებოდა რჯულის კიდობანი. სვეტიცხოველის ეზოს კარიბჭეზე, დასავლეთის მხრიდან ორი ხარის თავია გამოქანდაკებული და სახარებაც გახარებასთან და სიხარულთან აკავშირებს ჯერ ჩემს ერს - სვეტიცხოველის ტაძრის სულით და მთავარანგელოზთა ლოცვის ძალით, წმინდანებთან ერთად საღმრთო საიდუმლოს აღასრულებს ღმერთი დაბადებაში შემოსულ ადეპტებთან ერთად, ისეთებთან, როგორიც ჩემი საძმოს წევრებია, რომლებიც დიდი შეჭირვების ჟამს სათნოებასა და სიყვარულს არ კარგავენ და მარად ღმერთის გზა ურჩევნიათ.


ხარზე ბევრი რამ იცის ქართველმა კაცმა, თითოეული ქართველი მიწათმოქმედია და ძირფესვიანად გიორგიანელია.


განვიხილოთ ხარის თანავარსკულავედი და მისი აქტიურად ზემოქმედი ვარსკულავები ხარის-ხიანად შევისწავლოთ ხარებით ცით.


პირველი რასაც გეტყვით, ხარში დაისადგურებს დღეღამტოლობის გაზაფხულის დღე და ეს დღე 29 აპრილია. ამ დღეს მოიხსნა 1989 წელს პირველი ბეჭედი კიდობანთან ეკვდერში. ამ ლამაზ დღეს დღესასწაულობს იბერიონთა საძმო ყოველ წელს უკვე 29 წელიწადია.


ხარი (Телец (Taurus) - ზოდიაქოს მეორე ნიშანი, ასო ბან-ით დანიშნული, ქართული შემოქმედებითი ლოგოსური გასაღები. ანით არის ბანი და ანბანი აეწყობა ხარით. დააკვირდით, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ბანს. სიტყვით არის შექმნილი სამყარო, ჯერ იყო სიტყვა და თვით სიტყვა იყო ღმერთი, - ასე გვასწავლის იესო ქრისტე ნაზარეველი.


“ბანი - მის შეწყობა, ბანი ეწოდების რა გალობასა, გინა სიმღერასა სხვა მა შეაწყოს; ბანი ეწოდების სახლის სართულის ზედაპირსა’’. /სულხან-საბა/


ბანიერი - ხმა შეწყობილი, ხარებული სახარებისეული ერია. ბანი უთხრათ ერთმანეთს ანუ ხმა-შეწყობილებმა ერთი სულით, ერთი მიზნით, ერთი ღმერთით - რომელმან შექმნა სამყარო, ვიაროთ მომავლისაკენ, და სრულიად საქართველომ ჰბრძანოს: კურთხეულია მომავალი ჩუენი სახელითა მეუფე-უფლისათა, ერი ავიდეს მელქისედეკის წესის ზიარ შემეცნებაში.


ჯერ ჩემი ტკბილი - ძირმწარე და კისკასი ერი ქართველურითი, მერმე კოლ-ხური, მერმე აღმოცენებით იბა-არია იბერიადიდით, მერმე სამშობლო ქართა-ველითი მთათაგან წმიდათაგან აღძრულ სიოთა ქარგვით ნაქარი, ქარბორბალად რომ შეუძლია გადაიქცეს და მოსრას ქრისტეს წინააღმდგომნი, სპირალური აზროვნების შემმეცნებელი ერი, ქარიშხალივით ბრძოლაში, თავზარდამცემი - სისწრაფით ეშმაკთა გამანადგურებელი, სიმართლის მაძიებელი, მართლის მარად-დღე მადიდებელი და დარაჯი - ქურუმნი ღამისა.


შენ, მე და ღმერთი, ჩემო ერო, ჩვენს მამულში, ჩვენი ენით, ჩვენი სამშობლოს მარადიული რწმენით შვიდ-გზის: წინ! წინ-გნებით! წინ-ჭვრეტით! წინ-დაწინაურდით! წინ-წილით! წინ-დავანებით! წინ-ამეტყველებულნი! შერწმენილი ვარ ღმერთებივით გაცხოვროთ და განგასპეტაკოთ შეწევნით ღმრთისა.


ხარითა ვარ ხარებით, სიხარულითა ვარ ხარ-ხარებით, სახარებითა ვარ სახიერი, ქრისტეთი ვარ ბედ-მისებრი, დიდი-ბანით, ხარა-გაულით დავიწყოთ ნოეს გადამარჩენელი კიდებული - ბანით, ნათლისღებითა და სამგზის ჩუენს მდინარეებში გან-ბანით, მერმე უფლის ქალაქს ვესტუმროთ და და-ბან-აკებულნი, ბან-ქებულნი გან-ვხარდეთ.


პირველი ცის, მთოვარის ცის ამაღლებაა ხარის თანავარსკულავედი. მთოვარე აქ ზენიტურ მეუფებაში ამყოფებს ენერგეტიკულ ველს ცისას, რომელსაც ჭირანო ჰქვია. ესაა უზენაესის პორტალი ყველა პარალელურ და თანამეჰარმონიე განზომილებაში გასასვლელი; ამასთანავე, ვინც დაინტერესებულნი ხართ ამ სახის მეცნიერებით, უწყოდეთ, ტექნოკრატიული ცივილიზაციები არა პარალელურ სამყაროში არიან განლაგებულნი, არამედ კუბურ-სპირალურ სამყაროებში; ამასთანავე ტეტრაედრულ-კარკასულ სამყაროებში, ოქტაედრულ-ჯაჭვურ სამყაროებში, დოდეკაედრულ-სისრულეთა სამყაროებში და იკოსაედრულ-თბოენერგომბადებითურ სამყაროებში.


არის შემოქმედებითი სამყაროული ცენტრი დედამიწაზე - სიმშვიდის ქალაქი, მშვიდობის ქალაქი, იერ-სალი,  რუს-ალი, სა-ლემი, იერუსალმი, დაფარული ქალაქი. “საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა’’. /დავითის ფსალმუნი 86/


“დიდებულ ითქუა შენთს, ქალაქო ღმრთისაო’’. ალელუია! ალელუია! ალელუია!


მედიტაციით, ატლანტის ცენტრისაკენ მშვიდი სუნთქვით წესისაებრ, გონებით დაფიქრებისაკენ, თითოეული რანგადი ადეპტი წინ - ცოდნის წინ-წყაროსაკენ!


ბაბილონელები ხარის ზოდიაქოს ცათა ხარს ეძახიან, ცათა ხარებისათვის განთავისუფლდა ისრალი ბაბილონის ტყვეობისაგან და არა ოქროს ხარის თაყვანსაცემად. შუმერულად “გუდ-ან-ნა’’ (GUD.AN.NA), აქ ისიბრძნეთ: გუდა-მაყარი, გუდა-ური, გუდანის ჯვარი, ეს მთები ხარის ბან-მთებია, ეს ძველის-ძველი დროის ქართულ-კოლხური რიტუალის დასამარებას უკავშირდება და გავიხსენოთ - ხარის ტყავის გუდებში ახვევდნენ მიცვალებულთა გვამებს და მუხის ხეზე ჰკიდებდნენ, სანამ ძუალნი არ გამოშრებოდნენ, ხოლო შემდგომ საძვალე ხაროებში ინახავდნენ, განასამაროვნებდნენ.

 


 

 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2018 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE