კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


 

ნაწილი II

 


ახლა მიწის სტიქიას მორჩილი ზოდიაქოს ნიშნები მოვძებნოთ და დავაკვირდეთ სუნთქვის დროს რა ენერგიებს ვუკავშირდებით.


მიწის სტიქიის ნიშნებია: ხარი, ქალწული, თხის რქა. ამ სამეულით იქმნება ზოდიაქალური მიწის სტიქიის სამკუთხედი. მათი მიწის წესის განსაკუთრებული ბუნებაა - სიცივე, სიმშრალე, მეტაფიზიკური მატერიის სიმტკიცე და სიზრქე. მთავარი კარდინალური ნიშანია თხის რქა - მიწის სტიქია; ფიქსირებული და სტაბილურია.


ხარი - მიწის სტიქია, მუტაბელური და მოძრავია (საქციელადი).


ქალწული - მიწის სტიქია, გავიხსენოთ, რომ ატლანტის ცენტრი მიწის სტიქიისაა და მას შეუძლია კავშირი დაამყაროს მისი ენერგიების ჩამომაყალიბებელ ვარსკულავებთან; ესენი არიან ხარის თანავარსკულავედის ალფა ვარსკულავი - ალდებარანი, რომლის ძველი ქართული დასახელებაა ხარისთვალა (Альдебаран (Aldebaran), Палилиций (Palilicium), Палилия (Palilia); ფალილა, ფალილია - მწყემსის ვარსკულავი, ამ სახელებითაა ცნობილი ეს ვარსკულავი.


მიწის ტრიგონის ზოდიაქოს მეორე ვარსკულავია - ქალწულის ალფა. ეს ქართულად თავ-თავის ვარსკულავია, მასთან ერთად მევენახის ვარსკულავი, მეღვინესაც ეძახიან, ასევე ზემოქმედებს ვარსკულავი “ძირმწარე’’ - შამბალას ვარსკულავი, ესეც ქართულია და შამბალა ერთი კოდით აიხსნება, როგორც ძირმწარა -  ბალი, მსოფლიოში მას კხამბალიას ეძახიან (Khambalia (звезда Кхамбалия).


შამბალას ვარსკულავი - ლიამბდა ქალწულისა ზემოქმედებს დაბადებისა და გარდასახვის ვარსკულავიერ ზოდიაქოზე ღრიანკალისა, მე-7 და მე-8 გრადუსზე. მიღებული, დამკვიდრებული განმარტებით, ამ სახლს - სიკვდილისა და მემკვიდრეობის სახლი ჰქვია.


ნუ გაიკვირვებთ, ამდენს რომ ვლაპარაკობ ვარსკულავებზე, საქმე იმაშია, რომ ვარსკულავების ინფორმაციაშია დამალული წერილის გასაღებები და გახსნისას სწორდება შემეცნება, ეს გვასწავლის სწორ, მიმართულ სუნთქვას, სწორი მიმართული სუნთქვა კი წარმოადგენს საწინდარს ჯანმრთელობის, სწორი აზროვნების და ცხოვრებისეული სწორი გადაწყვეტილებების მიღებისა.


ჩვენი სხეული, გვამი, ტანი და ასტრალური კაბა-სამოსელი სამყაროსთან ჰარმონიული ურთიერთქმედებისათვის არის შექმნილი ღმერთისგან და როდესაც სული ერკვევა გონ-სახიერებაში, მაშინ უტანჯველად მართავს თავის დროებით “სახლს’’ -  სხეულს. გახსნილი, გასხივოსნებული პიროვნება, მერიდიანულად გაწონასწორებული (სუნთქვა მოიცვს წინა და უკანა მერიდიანების დინამიურ მოქმედებას და შვიდივე ენდოკრინული “თონე’’, სადაც ენერგეტიკული პურია ჩაკრული ანუ შვიდი ჩაკრა გაწონასწორებული - აღქმაში შედის) ხდება ლოგოსის ენერგეტიკული მაწარმოებელი იმ დონეზე, რომ მაგალითად თქვას ვარდი და ია, მსმენელი მყისიერად შეიგრძნობს ვარდისა და იის სურნელს, გონ-სახიერი კი სრულიად აღიქვამს და იტყვის: მე ვარ დიდ - აია - ო ანუ მე ვარ სამყაროს ნაწილი, მასთან გამთლიანებული-ო.


ქალწულის თანავარსკვლავედის ლიამბდა ვარსკულავს, შამბალას - მერკურისა და მარსის ენერგიის ნაზავი მოაქვს ატლანტის ცენტრში (ერმ-არიას ენერგია ქართულად, ცორანოსა და ჭიმჭიმელის - მე-2 და მე-5 ცების ენერგიებია).


მეოთხე ვარსკვლავია ქალწულის გამა, რომელზეც ამბობენ წინასწარ-განმჭვრეტთა ვარსკულავიაო, ქართულად “ბერწულის’’ ვარსკულავი ჰქვია და მისი მეორე სახელია - პორიზმა. მსოფლიოში გავრცელებულია პორრიმა, რომაელთა თაყვანსაცემი ქალღმერთი ქალების მფარველი (Поррима (Porrima), ბუნება აქვს მერკური - ვენერა (ერმაფროდიტი ქართულად, წინასწარმეტყველების მიღების კოსმოსური პორტალი. ამ ვარსკულავის ბუნების მატარებელნი - ფილიგრანულნი, დახვეწილნი და მოსიყვარულენი არიან).


ენერგია, რომელიც არც კაცური გამოვლინებისაა და არც ქალური გამოვლინების, ანუ სქესის გარეშე იგულისხმება - ნეიტრალური ენერგიაა, რომელიც სამყაროში წონასწორობის ღერძს ქმნის. ეს საფეხური კაცის განვითარებისა დაკავშირებულია ასკეტიზმთან და წარმოადგენს ერთის მთლიანობის სახეს. ამისაკენ - მთლიანობისაკენ მიისწრფის სამყაროს ყველა განვითარებადი ჯაჭვური ენერგია.


უფალმა იესო ქრისტემ განაცხადა ამ ენერგიის სისრულის სათავე უკვე დაბადებაში: რა კაცმან მოიყვანოს ცოლი თსი, გახდენ ერთ-სისლ და ერთ-ორც. ეს იმიტომ ითქმის შიგა - ფართო მცნებით სრულყოფილებად, რადგან გონ-სახიერება არც მდედრია და არც მამრი, ასევეა სიბრძნე ღმრთისაგან ნაბოძები, არსი კი ერთია.


ატლანტის ცენტრის საზღვარი და გზაჯვარედინი თავის ტვინისა და ხერხემლის ტვინის შეერთების ადგილზეა. მიწის სტიქიას დამორჩილებული ეს ცენტრი ერთგვარი ადაპტაციის ცენტრიცაა.


გონებიდან აღსახული ინფორმაციული იმპულსი, რომელიც გალაქტიკური სივრცეებიდან მოედინება, აღქმული და შემეცნებული ხდება. თუ ჩვენ მიწიერი ცხოვრების და გენეტიკური კოდის მატარებელი “ანტენა’’ - მჭერი ინფორმაციისა, ჩვენს შვიდ ცაზე მოქმედი ინფორმაციების გეოცენტრულ ნაკადში - შემძლებელი ხდება აღმოიკითხოს სამყაროდან მომავალი ინფორმაციის მისადეგარი მიწიერი და შიდა ცების ნაწარმოები ინფორმაცია შეაზავოს და აღიქვას, ამ თანხვედრის ადგილს ატლანტის ცენტრში ვხვდებით. ეს არის გონ-თვალი, საზოგადოებაში მესამე თვალად ცნობილი, ნახევრად მეტაფიზიკური - აღქმაში დამხმარებელი ორგანო, და რაც მთავარია, ლოგომეტრიული კანონებით შესაძლებელია ვზომოთ. ჩვენი ცივილიზაცია მიიღწვის ამისაკენ, რათა სრულ იქმნეს კაცი, მაგრამ ნუ გგონიათ, რომ ჩვენი ნიშნავს კაცობრიობის იმ ეტაპებს, რომელსაც გავდივართ.


არა, იმ ინფორმაციის ნაზავი, რომელსაც მე გთავაზობთ - ახალი ცივილიზაციის დო-ა. ახლოს მოვა ახალი თქვენთანაც და მიხვდებით, რომ ახალ ერაში შეგყევით.


იმათ კი, ვისაც ვენატრები და ჩემთან ერთად ცეცხლის გარშემო სამყაროსეული ზიარებანი მოენატრა, ცოტაც და ბრძოლას დავამთავრებ, შემდეგ კი - მარადისობაშიც ერთნი ვართ.


გავიხსენოთ მიწის სტიქია მისი ტრიგონით: ხარი, ქალწული, თხის რქა. ქალწულის ოთხი ვარსკულავი გავაცოცხლეთ ქართულ ცნობიერებაში, გეორგიაში ანუ მიწათმოქმედებაში. ესენია:


მევენახის ვარსკულავი - მეღვინე;


თავთავის ვარსკულავი ქუეყანისა - მეპურე;


ველური ბუნების ვარსკულავი - ლიამბდა ქალწულისა;


შამბალას სახელობის ვარსკულავი - ძირმწარა ბალი (ყველა ბალის წინაპარი - ძირმწარა ბალია ანუ შამბალა; გაიხსენეთ ბალს - ზეით სვანეთი და ბალს - ქვეით სვანეთი). ასევე შამბი ნიშნავს ლიხის და გაიხსენეთ კიდობანი ნოესი - ლიხის ქედთა მთებში. ლი - პირველი მარცვალი, ხი - მეორე მარცვალი, დავდოთ მეორე პირველის ადგილას  და მივიღებთ - ხილი ანუ ნაყოფი კეთილი, ხე ნაყოფიერი.


რა ძნელი ყოფილა გაახსენო ქართველებს დაკარგული დიდება და დააბრუნო სადიდებლად ღმრთისა, რომელმან ინება დაკარგული შვილივით დაგვაბრუნოს და ჩაგვიკრას გულში - სადიდებლად უფლისა, ძისა ღმრთისა და ძისა კაცისა, იესო ქრისტესი, რომლის უნიკალურ გადაწყვეტილებას ფასი არ გააჩნია სამყაროში და განუმეორებელია უსასრულო სივრცისთვისაც.


 

დიდება მამასა, და ძესა და წმიდა სულსა, აღმავსებელსა სპეტაკსა და მარადიულს!!!

 


 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2018 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE