კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

 

ახალი წელი მომილოცია,

დედა ღვთის მშობლის წილხვედრ მიწაზე

- მშვიდობით შემობრძანებით!


ვარსკულავ სირიუსის ტოტემის აღმოცან-ნებითი წელი შემოდის, ფიქრთა ფიფქებად, ფენის მისტერიით.


სალემო, მიიღე სხივი ცისკრის განფენის, ბრწყინვალე ია-ბუ-სითი, იერ-სახითი მე-ფარა-ონითი, იერუსალჱმო, განცისკროვნდი!


დედაო მარიამ, დამილოცე შენი წილხვედრი ჩვენი სამშობლო - სრული, მთლიანი, განწმენდილი, გაცის-თვალებული, მზერიანი, ღიმილიანი! შენი სითბო მოჰფინე, ციურო დედოფალო, ჩვენი სამშობლოდან მთელს დედამიწას, ხარობდეს სამყარო! სიყვარულმა თავისი ნაყოფი გამოიღოს, აენთოს გული!


ვატრიალებ წაღმართიანობას, წარმართიანობის წასამმართველად და წესთათი ვბრძანებ გაიხაროს ყველა მართალმა, ჩემი ჩირაღდანი გინათებდეთ გზებსა და ბილიკებს.


მთლიანად მთელს მსოფლიოს ვულოცავ! კიდობანის აღმოჩენიდან, მეცან-ერული მეცნიერთა ენითა და ღმერთისაგან ნაბოძები და ნებადართული დღიდან ოცდამეათე წელიწადია გადაწარსულებული.


ვულოცავ ნოეს შვილების მოდგმას: ქამიტების, სემიტების და იაფატელების შთამომავლებს - შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და კოსმიურ წყლებში ახალი სპირალური შეცურვის ახალ წელს!


მივყვები იაფეტის კურთხევას და ფართო გზას ვაძლევ საქართველოს ყველა შვილს.


ვულოცავ საქართველოს სახელმწიფოს - სამეფო და სამეუფეო ჭეშმარიტებასთან, თანხმიერ სამებისა, დაბრუნებას.


სრული სამეფო მემკვიდრეობის აღდგენის - მისტერიალური განსაზღვრებით, ანთებულ კიდობანთან დაბრუნებულ, სამეფო მემკვიდრეობის სამეფო ოჯახს, განახლებით ცოცხალი ღმერთის, ცოცხალ კანონებთან დაბრუნების ჭეშმარიტებას.


მამა ღმერთის წარმოგზავნილ წინასწარმეტყველთა მიერ, დაბეჭდილ საღმრთო წინადაგებით ამზევებულ წინასწარმეტყველებას, საქართველოს აღმაშენებლობით მოღვაწეობაში შესვლის სიხარულს.


გონ-სახიერი მოდგმის, ადამის რანგის ერს, ვულოცავ თავის სახატესთან დაბრუნებასა და სულ განათლებით სვლას.


ნეტარია ერი, რომელიც უფალი იესოს მიერ გაკვალულ სამეფო გზას ეზიარება და გაითავისებს!


ვულოცავ მსოფლიოს მეფეებს, ქურუმებს და მოგვებს -მსოფლიოს დედაქალაქთან დაბრუნებას.


იხარე შენ, ღმერთის ქალაქო იერუსალჱმ, შენი შვილები გიბრუნდებიან შენ!


მუზების ტყვეებს, პოეტებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, მოცეკვავეებს, გილოცავთ ახალ წელს.


ყველა მეცნიერსა და მკვლევარს სამყაროს საიდუმლოებათა, ისტორიკოსებს, ვისაც ავალია პატიოსნად აღადგინონ კაცობრიობის ისტორია, ეზიარეთ წერილებსა და არტეფაქტებს, ჯერ უდიადესი ღმერთის, უბრწყიბვალესი ქალაქის კარიბჭეს და მერე მთლიანად, ქალაქ იერუსალჱმის საიდუმლოებათა ოკეანეს.


გილოცავთ ახალ წელს - ზიარებისა და შემეცნების საწყისებს!


ვულოცავ საქართველოს სამეფო გზაზე დაბრუნებას და ვუსურვებ ყველა წინასწარმეტყველს - საქართველოში დაბადებით დაბრუნებას.


ეზიარე, საქართველოვ, მარადიულ მეფობას ღმრთისას საქართველოში, ეზიარე მელქისედეკის მიერ ნაკურთხ - მამა აბრაჰამის შვილთა და შვილთა შვილების ნაღვაწს. ეზიარეთ მართალი ნოეს ლოცვასა და წინასწარმეტყველების აღსრულების სიხარულს.


აღსრულებაშია ლომის ეპოქისადმო გზა, და აენთოს ყველა ერის გადარჩენის სანთელი და ექადაგოს მსოფლიოს სახარება, ხარების ტალღამ მოიცვას მთელი სამყარო.


ვულოცავ ახალ წელს ყველას, ვინაც კი ნოეს კიდობანის აღმოსავლეთის კარიბჭეს - ბერთა კლდეს ეზიარა: იაკობის, იმედას, მინდიას, გელას თამადობით პირველწოდებულებს; ყველა ძმასა და ერთგულ თანამგზავრებს: გოგას (ასფანაქსს), გიორგი ლეონიძეს, აზარიას, ანანიას, ემზარის, პაატას, გიორგისა და ბაჩოს - მეციხოვნე გუშაგებსა და დედოფლის ბაღის მცველებს.


მადნიანი სიყვარულით სავსე მანდილოსნებს: ჩემს დას - ნინოს და მის ოჯახს, ჩემს შვილებს, ჩემს მეუღლესა და დიდი სახლის დიაკონესას.


ღვაწლით შემოსილ მანდილოსნებს: ლალის, ქეთევანს, ირას, თამარს, ლიას, საქომარის დიდ-დიასახლისებს, რომლებმაც არა ერთი ღამე გაათენეს საღმრთო შეკრებებზე და მათთან ერთად სოფელ ნუნისის მცხოვრებლებს, სოფელ ზვარისა და ჩრდილის მცხოვრებლებს, სადაც გავიზარდე და ბავშობის სასიყვარულო წლები გავატარე.


ვულოცავ ყველას და ვუხდი მადლობას, ვუსურვებ დროის გამონახვასა და ზიარებას ღმრთის ქალაქის საიდუმლოებასთან.


იოანეს გამოცხადების შვიდი ბეჭედი მოძიებული და მოხსნილია, ვეშაპი დამარცხებულია, შვიდი საიდუმლო მიკვლეულია, მიმდინარეობს მსოფლიო დედაქალაქის იერუსალჱმის მანიფესტი. ქაჯნი დავამარცხე, არ დამიხოცია, თუ საჭირო გახდა დავხოცავ, მაგრამ მათაც აქვთ მონანიების უფლება, რადგანაც კაცნი არიან. დანა ან ხანჯალი მათ არ სჭირდებათ, არც ტყვია, ძალიან მარტივად აღარ მოიხსენიებენ და განვარდებიან გარესკნელში. იქ იქნება კბილთა ღრჭენა და გოდება.


რა დროა ახლა! რა დროა და აღმომორჩების დროა, ყანას სიმწვანე რომ გადაჰფერავს ის დროა, თესლმა რომ გაიღვიძა ის დროა!


მოვლა უნდა საღმრთო საჩუქარს პლანეტარული მასშტაბით.


მეცნიერთა მომავალი საბჭო განიხილავს ამ უდიადეს აღმოჩენებს ერთსულოვნად.


ყველას ვულოცავ ახალი სივრცეების პყრობას სიყვარულით!


 

 


 


 

კენჭა-ბერი

გიორგი იონთა ჰიპერიონი

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2018 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE