კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

 

შვილნი იაკობისნი გამორჩნენ და აყუავნეს ისრაჱლ, აღივსოს მკჳდროანი ნაყოფითა მისითა. უფალო! მაღალ შენი მკლავი და არა იცოდეს, ხოლო მცნობელნი სირცხჳლეულ იქმნენ. შურმან მიიღოს ერი უსწავლელი, და აწ ცეცხლმან შეჭამნეს წინააღმდგომნი.


უფალო, ღმერთო ჩუენო! მომიგენ ჩუენ, უფალო, თჳნიერ შენსა სხვა არა ვიცით.


აბიჯე, ერო ჩემო, ქართველურითა გონიერებითა, შევედ საუნჯეთა შენთა! დაჰჴშენ კარნი შენნი, დამიმალე მცირედ, რაბამ ვიდრემდისცა წარჴდეს რისხვა უფლისაჲ, რამეთუ, აჰა, უფალი წმინდისაგან ადგილისა მოაწევს რისხვასა მისსა დამკჳდრებულთა ქუეყანისათასა ძჳნად მათდა და გამოაცხადოს ქუეყანამან სისხლი მისი, და არა დამალნეს მოკლულნი მერმე. მას დღესა შინა გალობდენ გალობასა ამას ქვეყანასა ზედა იუდაჲსსა მეტყუელნი: აჰა, ქალაქი მტკიცე და საცხოვნებელი ჩუენი, მოსდგას ზღუდე და გარეზღუდე.


აჰაიიჲ, აქ აიავ იღვიძე ერო და ბერო! ანა-დონითა ვარ, ანა-მდვილებით.


განახუენით ბჭენი, შევიდეს დედოფალი ანის-სამზეოში, სადაც არც მზე და არც მთოვარე არა ჰფენს შუქსა , არამედ დიდებამან უფლისამან გაანათა და განანათდა ყოველი.


ანა-გებითა ვარ ერთან, სიუხვის რქითა და წყალობის ფენით.

ანა-რეკითა ვარ მშვიდი, იფურცლოს ვარდმა მარადისით.

ანა-ხატია ცაში ან-ბანით ღმერთის.


აი ასე თავად თქუა ესაია, აია აიაში და თავად-აია განითავისუფლებს თავს უფალის მახჳლით ვეშაპისაგან.


„მას დღესა მოაწიოს უფალმან მახჳლი წმიდაჲ და დიდი და ძლიერი ვეშაპსა ზედა გუელსა გულარძნილსა, და მოკლას ვეშაპი მას დღესა ზღვასა შინა.

მას დღესა შინა ვენაჴი კეთილი გულისსათქუმელი, მთავრობა მის ზედა.“ (ესაია: 27; 1,2)


იხარე ქუეყანაო, ილოცე ცაო, ვეშაპი მოვკალ მახჳლითა წმიდაჲთა მახჳლთა-მახჳლი ჰქვია მას, უფლისა.


ნადირში მონანადირი ახალ ნებროთის მკლავითა. გამარჯვებავ დაბადე სიხარული, სიხარულო აენთე სადიდებელით უფლისადმი, გილოცვიდეს გალობით ერი ქუეყანა იუდეველთა და უფალი იესო ქრისტე ნაზარეველი, იუდეველთა მეფე და უფალთ-უფალი. დედამ ღვთისმშობელმან დამლოცა რაინდად გამარჯვებისათვის, აღმესრულებინოს უზენაესის ნებით და აღვასრულე წარმოვთქვი ეხლა ახალითით ღებ-ღამე-დღით.


 

გიორგი იონთა ჰიპერიონი


 

მეორე მთვარის დღე, სიუხვის რქით ნადღეგრძელები, ღამის კენტავრი დღის დროშით, საჭურჭლეთა ჩამოტარების დღე, განთავისუფლდნენ მონები.

დემონი - ქაჯთა მამა გაიყვანეთ, ქაჯთა ჯარმა დაჭამონ ერთმანეთი.

 

 

 


 

 

მსხვერპლად ვეშაპი მოვკჰკალ - ნადირობისას!

ნებროთის მოდგმასთან მოვედი,

უფალმან ჴრმალი მაჩუქა -

ჟამგამოვლილი წამითა, პირი ვუსინჯე

ჩქამითა და წამ-წამითა.

შებმა ვჰყავ იონასებრი,

ზღუებმა ჩამოჰკრეს ზარია,

ამინდი შეცბა მოქუშდა,

ქარმა ტალღები არია.

შუბის ტარს ხელი ჩავჭიდე,

ყველა გიორგის ვალია -

ვეშაპი მოკლას ტალღებში,

არ გაუცივდეს მკლავია.

ვარსკულავთა ჯარი დამყურებს,

დაკუზიანდნენ ტალღები

და მერე გახდნენ შავია.

ბრძოლა მომინდა, აღვენთე,

შემომეტმასნა ქარია.

მკლავითა ვარ მარჯუენითით,

ლომის გულით ვარ ხარია,

ვეშაპი მოვკალ უფლისთვის -

შავსწირენ და მიხარია.

მონადირეთა წესითა

ნადირთ მეფობა მვალიან,

ნადირთ მკუეთელი მაჴვილი

თუშეთს გავლესე ძუალიანს.

ისე ლაპლაპებს საპირი

სარკეს წააგავს მთოვარიანს,

შიგ ჩახედული მოყვასი

სახეს იხილავს მზერიანს.

ხევებს დამიფრთხენ დევები,

შამიცნეს კავმზერიანი,

ვერსად წამიხვალთ ბაყ-ბაყნო -

დამნებდით თავმთელიანით.

 

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2017 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE