კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

წმინდა წერილის მიხედვით, ძველ აღთქმაში, ბოლო ჟამის დროს, დედამიწაზე მოღვაწეობას იწყებს ნოე, რომელიც წარღვნის წინ, წარღვნის დროს და მის შემდგომ მოღვაწეობს.

აქ ყურადღება მინდა მათ გადარჩენის ერთერთ მიზეზზე გაგიმახვილოთ!

"და გამოვიდა ნოე და ცოლი მისი, ძენი მისნი და ცოლნი ძეთა მისთანი."

ტექსტის ავტორი, წინადადებაში მოყვანილი პიროვნებების ჩამოთვლით, ხაზს უსვამს ოჯახს და მკაცრად დაცული თანმიმდევრობით გამოხატავს იერარქიას, იერარქია მათ შორის ზნეობრივ სუბორდინაციულ ურთიერთობას, რაც უფროს უმცროსობას ითვალისწინებს, კულტურული ფასეულობების თაყვანისცემას და დაცვას.

განვიხილოთ ნოეს ოჯახის შემადგენლობა, დავყოთ და ჩაუღრმავდეთ ლოგიკური მსჯელობით, ვნახოთ, გააჩნია თუ არა სხვა ოჯახებთან კავშირი, დიდია ის თუ პატარა პიროვნებათა რაოდენობით!

ნოე და მისი ცოლი!
პირველი ძე, და მისი ცოლი!
მეორე ძე, და მისი ცოლი!
მესამე ძე, და მისი ცოლი!
ვღებულობთ ოჯახებისგან შემდგარ ერთ მთელ ოჯახს. გავითვალისწინოთ ისიც რომ ნოე პიროვნულ ღმერთსაც ესაუბრება, იოანე ნათლისმცემელი მაქ მხედველობაში, ზაქარია და ელისაბედის ძე.

ახლა დავთვალოთ ის ოჯახები რომლებიც წერილში არ წერია მაგრამ ნაგულისხმებია!

ნოეს ცოლის ოჯახი: სიმამრი, სიდედრი, ცოლის ძმები და დები, მათი ცოლები და ქმრები, შვილები.

ნოეს პირველი ძის ცოლის ოჯახი, მეორე ძის და მესამე ძის ცოლის ოჯახები.

ნოეც ოჯახში დაბადებული პიროვნებაა და მშობლების მხრიდან ბიძების, დეიდების და მამიდების ოჯახებიც იგულისხმება, ასევე მეგობრებიც, თანატოლნი და თანამოაზრენი თავიანთი ოჯახებით.

ადვილად მისახვედრია განმარტებითი მსჯელობით, რომ საქმე დიდ ოჯახს ეხება უძველესი კულტურითა და ადათ-წესებით ერთი მეორესთან დაკავშირებულს გეოგრაფიულად არსებულ სახელმწიფოში: და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს მიმართ: შევედ შენ და ყოველი სახლი შენი კიდობნად!

ბუნებით ყველა ადამიანი შემეცნებისკენ ისწრაფვის.
ამას მოწმობს სიყვარული შეგრძნებებისადმი.
ადამიანები ეტანებიან შეგრძნებებს და განსაკუთრებით მხედველობით შეგრძნებას.
სხვა შეგრძნებებთან შედარებით, მხედველობას ვაძლევთ უპირატესობას არა მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმე მოვიმოქმედოთ, არამედ მაშინაც, როდესაც არაფრის გაკეთებას არ ვაპირებთ.
ამის მიზეზი კი ის არის, რომ ის სხვა შეგრძნებებზე უფრო მეტ ცოდნას გვაძლევს და საგანთა მრავალ თვისებას ცხადყოფს. (არისტოტელე "მეტაფიზიკა")

არა არს მოწაფე უფროს მოძღუარისა თჳსისა, არცა მონა უფროს უფლისაჲ თჳსისა.

თანაბარნი ერთი და იგივეს მიმართ,
ერთმანეთის მიმართ თანაბარნი არიან.

კმა არს მოწაფისა მის, უკეთუ იყოს, ვითარცა მოძღუარი თჳსი, და მონა იგი, ვითარცა უფალი თჳსი.

და თუ თანაბარნი ერთმანეთს მიემატებიან,
მათი მთლიანობა თანაბარი იქნება.
და თუ თანაბართ გამოეყოფიან თანაბარნი,
დარჩენილი ნაშთი თანაბარი იქნება.

უკეთუ სახლისა უფალსა ბელზებულით ჰხადოდეს, რაოდენ უფროს სახლეულთა მისთა?(ოჯახის უფროსის ცუდად მომხსენებელი ოჯახის წევრი, განხეთქილების შემომტანია ოჯახში )

და თუ არათანაბართ ემატება თანაბრები, მთლიანობა არათანაბარი იქნება.(იგულისხმება არათანაბრის მიმართ თანაბარი, მაგალითად პოზიციის საპირისპირო ოპოზიცია, რომელიც შესდგება მრავალი პარტიისაგან და ემიჯნებიან ერთ მთლიანობას, რომლებიც ერთ მთელს არ წარმოადგენენ, რადგან ერთმანეთი მხოლოდ ერთი მთლიანობის დასაპირისპირებლად სჭირდებათ)

და გაორებული ერთი და იგივე, ერთმანეთის მიმართ თანაბარი არის.

განახევრებული ერთი და იგივე, ერთმანეთის მიმართ თანაბარია.

და ერთმანეთთან შეთავსებადი თანაბარია ერთმანეთის მიმართ.

"და გამოვიდა ნოე და ცოლი მისი, ძენი მისნი და ცოლნი ძეთა მისთანი."

მთელი ყოველთვის მეტია ნაწილზე.

არ არსებობს არაფერი მიზეზის გარეშე, ყველა მიზეზი რაღაცის დასაბამია.

პირველი კულტურული აღზრდის კერა ოჯახია, რომელიც ცოლქმრისაგან შესდგება.

და აღუშენა უფალმან ღმერთმან გუერდი, რომელ მოიღო ადამისგან, ცოლად და მოიყვანა იგი ადამისსა(იგულისხმება მდედრობითი სქესის ადამიანის აღზრდის კულტურა სიტყვა "აღუშენაში"):
და თქვა ადამ: აწ ესე ძუალი ძუალთა ჩემთაგანი და ხორცი ხორცთა ჩემთაგანი. ამას ეწოდოს ცოლ, რამეთუ ქმრისა მისისაგან გამოღებულ იქმნა იგი (ბიბლიაში აგარი).
( კაცი ზოგადი სახელია, როგორც ადამიანოს მიმართვისას მდედრობითსაც ვუწოდებთ, ასევე კაცო დედა კაცსაც და მამა კაცსაც). და იყვნენ ორნივე შიშუელ(მართალნი) ადამ და ცოლი მისი, და არა ჰრცხუენოდა.

დაიმახსოვრეთ მამაკაცებო:
წესიერ კაცს ემორჩილება ქალი:
რამეთუ არა არს მამაკაცი დედაკაცისაგან, არამედ დედაკაცი მამაკაცისაგან;
და რამეთუ არა დაებადა მამაკაცი დედაკაცისათვის, არამედ დედაკაცი მამაკაცისათვის(გუდამაყარი).

დაიმახსოვრეთ დედაკაცებო:
წესიერ ქალს ემორჩილება წესიერი მამაკაცი(გათხოვებამდე დაფიქრდით ვის მიყვებით);
ამისათვის ჯერ-არს დედაკაცისა, რაითა ფლობაი აქუნდეს თავისა თვისსა ზედა ანგელოზთათვის (შვილებისათვის).

ორთავემ გაითვალისწინეთ, მამაკაცმაც და დედაკაცმაც:
ხოლო არცა მამაკაცი თვინიერ დედაკაცისა, არცა დედაკაცი თვინიერ მამაკაცისა უფლისა მიერ.
მამაკაცისაი უკუე არა ჯერ-არს დაბურვაი თავისა თვისისაი, რამეთუ ხატი და დიდებაი ღმრთისაი არს, ხოლო დედაკაცი დიდებაი ქმრისა არს.
და მნებავთ თქვენი უწყებაი, რამეთუ ყოვლისა მამაკაცისა თავ ქრისტე არს; ხოლო თავ დედაკაცისა-ქმარი; და თავ ქრისტესა-ღმერთი.

როგორც ზემოთ ითქვა, არსებული გრძნობებიდან უპირატესობა მხედველობას ენიჭება. აქედან გამომდინარე ოჯახის პატარა წევრები, უფროსებისგან ერთმანეთის მიმართ გამოხატული ურთიერთობებისგან სწავლობენ ურთიერთობას, ასევე სამყაროს მიმართ დამოკიდებულებას.

ადამიანებს აქვთ ბუნებრივად თანდაყოლილი შეგრძნების უნარი, საიდანაც ზოგს უჩნდება მეხსიერება, ზოგს კი არა. ამიტომ პირველნი უფრო მეტად გონიერნი არიან და ცოდნის უკეთ შემთვისებელნი არიან, ვიდრე მეხსიერების უნარის არმქონენი.(ბევრს არ ახსოვს როდეზღაც ბავშვები რომ იყვნენ და რა არი ბავშვობის განცდა)
გონიერ არსებათ, რომელთაც სმენის შეგრძნება არა აქვთ, არც შესწავლის უნარი აქვთ. ხოლო ცოდნის ათვისების უნარი იმათ აქვთ, რომლებსაც მეხსიერების გარდა, სმენის უნარიც აქვთ. (არისტოტელე "მეტაფიზიკა")

ხედვის შემდეგ რიგით მეორე სმენის შეგრძნებაა. აქედან ყოველი ტკბილად თქმული დადებითად განაწყობს გონებას, ხოლო საპირისპირო უარყოფითად.

უძველესი სამედიცინო ტრაქტატის მიხედვით, ადამიანს ექვსი კარი გააჩნია საიდანაც დაავადება შედის.
ორი მათგანი ტექსტში ავღნიშნე: ხედვის და სმენის კარიბჭე.
კარებზე უფალიც საუბრობს სახარებაში, ამახვილებს რა ყურადღებას ორ მათგანზე, სხვა ორი კარი, იგავური თხრობით იგულისხმება, რომელიც ზემოთ აღნიშნული პირველი ორია: და არა გიცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი შევალს პირით, მუცლად შევალს და განსავალით განვალს?
ხოლო გამომავალი პირით გულისაგან გამოვალს და იგი შეაგინებს კაცსა.(,ტექსტში გული, იგულისხმება გონება, როგორც მუცელი საკვების სათავსოა, ასევე გონება დანახულისა და გაგონილის სათავსოა).
აქიდან ადვილი გამოსატანია დასკვნა თუ რას უნდა ნიშნავდეს პირველიდან იყო სიტყუა და სიტყუა იყო ღმრთისა თანა.(ღმერთი სიკეთის მეტყველია, ეშმაკი ბოროტის, ღმერთი წყალობს, ეშმაკი ტანჯავს, ღმერთი ქმნის, ეშმაკი ანადგურებს).

პირიდან გამომავალ სიტყვას როგორც ვისმენთ, ისე თვით სიტყვის მეტყველსაც ვხედავთ!
მაგალითად ეკლესიაში ამბიონზე მოძღვარის ქადაგების სმენისას, ვუცქერთ მქადაგებელს, იგივე ტელევიზორის ყურებისას!

ვღებულობთ საბოლოო დასკვნას, რომ ადამიანი უპირველეს ყოვლისა, განვითარებას მხედველობითი და სმენის შეგრძნებით ღებულობს, როგორც თავის თავზე ისევე მზგავსზე და სამყაროზე.

ყოფიერება წრებრუნვაშია, რასაც დასთეს იმას მოიმკი. მოყვანილი ანდაზა ღრმა შინაარსისაა, ბიოლოგიურ და ანატომიურ ცოდნასაც იტევს (კოკაში რასაც ჩაასხამ იმას ამოასხამ).

მაღლა მოყვანილი ტექსტი ერთი საფეხურით ღრმათ განვიხილოთ.

თემა ისევ ხედვის და სმენის შეგრძნებას ეხება. წმინდა წერილი აღწერს ამ ორი ბუნების ზეგავლენას ნაყოფზე ორსულობისას:
და აღდგა მარიამ მათ დღეთა შინა და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაისა.
და შევიდა სახლსა ზაქარიასსა და მოიკითხა ელისაბედ.
და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაი მარიამისა, ჰკრთებოდა ყმაი იგი მუცელსა მისსა. და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ.
და ხმა-ყო ხმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არ ნაყოფი მუცლისა შენისაი!
და ვინაი ჩემდა ესე, რაითა მოვიდეს დედაი უფლისა ჩემისაი ჩემდა?
რამეთუ აჰა ესერა ვითარცა ხმაი მოკითხვისა შენისაი ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაი ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა.

შეგრძნებებთან ზიარებას, დედის გარე სამყაროსთან ზიარებით განცდილი შეგრძნებებით განიცდის ნაყოფი.

რამეთუ აჰა ესერა ვითარცა ხმაი მოკითხვისა შენისაი ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაი ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა: ელისაბედი მარიამის მიმართ ამ ტექსტის მეტყველი, ჩვილის დედის მუცელში გამოვლენილ გრძნობას ასახავს: ჰკრთებოდა ყრმაი ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. სიხარული ნეტარების გამოვლინებაა დადებითი გრძნობების განცდით. როგორც ჩვილი გრძნობს დედის განცდებს, ასევე დედაც გრძნობს ჩვილის განცდებს.

გრძნობები მხოლოდ საღ აზრებთან იძლევიან ბედნიერების შესაძლებლობას.

დაუშვით წარმოსახვაში და წარმოიდგინეთ უფალი იესო და მისი ცოლი, რომლებსაც შვილი ყავთ.

ძუალი ძუალთა ჩემთაგანი:
პირობითად უფალმაც და მისმა მეუღლემაც ადამიანის ანატომია იციან, ერთმანეთს ჩახუტებულები სავარძელზე ჩამომჯდარნი, მათი სიყვარულის ნაყოფის კუდრაჭობის ცქერით ერთმანეთს ეჯიბრებიან და პატარა ანგელოზს ხან ერთი იმზსგავსებს ხან მეორე:
ძუალი ძუალთა ჩემთაგანიო უთხრა ღიმილით უფალმა ცოლს, ანუ ძვლები, ნერვული სისტემა, თავისა და ხერხემლის ძვლის ტვინი ჩემგან აქო!
გაუღიმა მეუღლემ: ძუ ალი ძუ ალთა ჩემთაგანიო; რადგან ჩემს წიაღში მე ვკვებავდი ნაზი ნატიფი გრძნობებით, რომლებსაც მე განვიცდიდი, გონება, მყარი ძვლები, ჯანსაღი ნერვული სისტემა(იმუნიტეტი) ჩემგან აქო.

ცოლმა გააგრძელა: ხორცი ხორცთა ჩემთაგანი; ანუ! სისხლი, ხორცი, ღრუ და მკვრივი ორგანოები ჩემგან აქო!

ამას მოყვება თვალის, კანის, თმის ფერის მსგავსება, სახის ნაკვთები და ასე შემდეგ.

კითხვა ერს გონებაში განსახილველად: არსებული მიზეზებიდან, ბავშვის ჩასახვის ჭეშმარიტი მიზეზი რომელია?

მათეს სახარებიდან მოყვანილი ტექსტი ხვთაებრივ საიდუმლოებას შეიცავს მამა ღმერთისა და ძის შესახებ, ტექსტი ცხადყოფს უზენაესი ღმერთის, მის მიერ დაწესებული წესის მორჩილებას, ისიც დაბადებიდ შემოდის სამყაროში: ღმერთს ემორჩილება სამყარო და თავად მორჩილებს სამყაროს წესს. წესიერება, ნებაყოფლობითი დაბადების საფუძველია, უწესობა იძულებითი, ასევე ღმერთის გამოვლინების მიზეზიც იგივეა, რაც დაბადების გარეშე გამოვლინებას განაპირობებს თუ იძულებული გახდა.

ადამიანის გრძნობების განცდის კულტივაცია როგორც წმინდა წერილმა აგვიწერა, დედის წიაღიდან, დედის მიერ შეგრძნებადი შეგრძნებებით იწყება, რაც დედის მიმართ თაყვანისცემის, მისი კულტის არსებობას ცხადყოფს. კიდე ერთი საფეხურით გავანათოთ ბნელი ზედა უფსკრულთა და სიღრმისკენ წავიწიოთ.

და რამეთუ არა დაებადა მამაკაცი დედაკაცისათვის, არამედ დედაკაცი მამაკაცისათვის.

დედებმა და დებმა ცუდად რომ არ გაიგოთ, ამ ტექსტის მნიშვნელობას განვმარტავ:

პირველი ის რაც საყურადღებოა, არის ქორწინების სიწმინდე, რომელიც ცხადყოფს სქესობრივი კავშირის უცოდველობას: შეეყოს ცოლსა თვისსა
და იყვნენ ორნი იგი ერთ ხორც.

მეორე: რძალი ოჯახის სიხარული და სიცოცხლის მბადია, რადგან ის ერთი ოჯახიდან მეორეში გადადის, ორ ოჯახს აერთიანებს, განმაახლებელია, ანგელოზის დაბადებას კიდე როგორც ვაჟის ოჯახში მოაქ სიხარული, ასევე რძლის ოჯახიც ივსება ბედნიერებით და გვარის გაგრძელება (ფუძის ანგელოზი) მის გარეშე შეუძლებელია. წმინდა წერილის მიხედვით ადამი მამა ღმერთის ძეა და ტექსტი: ხოლო აღუშენა უფალმან ღმერთმან გუერდი, რომელ მოიღო ადამისგან, ცოლად!: ღმერთის შვილიშვილის ყოლას და მის აღზრდაში მონაწილეობას გულისხმობს. (მეფე აიეტი და მისი ასული მედეა, ასევე აიეტი წარღვნის შემდგომ ცოდნის გამცემი მეფეა ჩვენთვის ცნობილ სახელმწიფოში)

მატერიალურ სამყაროს თავისი წესი გააჩნია, ბავშვებს და წმინდანებს ანგელოზად ვისაც ვრაცხავთ, ფრთები არა აქვთ, აქედან ხატწერაში ის სხვა რამის მანიშნებელია.

წმინდა წერილი მისი სიღრმისეული არსიდან გამომდინარე, რამოდენიმე სივრცულ აზროვნებას მოითხოვს მარტივიდან რთულის შესაცნობად.

ლუკას სახარება, მახარებელ ანგელოზს, ახსენებს გაბრიელს:
სულხან საბას ლექსიკონის მიხედვით გაბრიელი განიმარტება, ერთი "კაცი ღმრთისა", მეორე "სახე ღმრთისა", მესამე "გინა კაცი და ღმერთიო".

ქართველმა მორწმუნეებმა ვიცით და გვჯერა, რომ ელია ღმერთია, პატრიარქსაც გაუმახვილებია ქადაგებაში ბევჯერ.

რადგან არავინ იცის ვინაა მამა ღმერთი ძეს გარდა და ძე მამის გარდა, იბადება კითხვა: ვინაა ის ანგელოზი გაბრიელი, რომელიც ზაქარიას უზენაეზი ღმერთის მამობას ახარებს? მამაკაცებო დააკვირდით საღი გონებით თუ რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ!

და ეჩუენა მას ანგელოზი უფლისა, მდგომარე მარჯუენით საკურთხეველისა.

ანუ გაუმხილა ვინაობა: მე ვარ გაბრიელ, წინაშე მდგომელი პირსა ღმრთისასა.(პირისპირ ვიდექით, ერთმანეთს ვუცქერდით, გვიხმარია ეს წინადადება, აქედან დაასკვენით, იგივეს ნიშნავს უწინარეს ჩემსა არს)

აქ თავის გამხელას, ზაქარიას დუმილიც ცხადყოფს, ის დუმილს შვილის დაბადებამდე ინარჩუნებს.

წერილის ღრმა ტაბუირებული ინფორმაციის მიხედვით, ზაქარია დუმილით არა მარტო ინფორმაციას მალავს უზენაესი ღმერთის შესახებ, არამედ მის მამობრივი მოვალეობის და ჩვილის აღზრდის პასუხისმგებლობის განსჯაშია: და შემდგომად დღეთა მათ მიუდგა ელისაბე, ცოლი მისი: ზაქარია შეეყო ცოლსა მისსა.

ამ ამბის გაგების მერე, ელისაბედი, ცოლი ზაქარიასი, რომელიც ბერწი იყო და შვილი არ უჩნდებოდა, განეწყო დედობისთვის, ანუ გუნება შეეცვალა რაც ბუნების ცვალებადობას იწვევს ადამიანში, გუნების ცვალებადობა ზემოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე ორგანიზმში.

წმინდა წერილის მიხედვით, ელია, რომელიც არის იოანე ნათლის მცემელი და მამა ღმერთი, ძე ღმერთის წინამორბედია და ფიზიკურ სამყაროში შეუძლებელია მამის გარეშე ჯერ ძე იყოს.

აქედან ისიც რომ გავითვალისწინოთ, ღმერთის შვილი ღმერთი რომ არის, წმინდა წერილში გაბრიელით მამაც არი მოხსენიებული და ძეც.

რადგან არავინ იცის ვინ არიან ისინი, ანუ ვერ ცნობენ იმის გამო, რომ ვერ წარმოუდგენიათ ადამიანებად, მათ თავიანთი თავის გამოუმჟღავნებლად ბევჯერ შემოსულან დაბადებაში და როგორც ვხედავთ, წმინდა წერილის მიხედვით, თავს მხოლოდ ღირსეულებს "განდობილებს" უმჟღავნებენ:
ზაქარია და ელისაბედ, და იყვნენ ორნივე ესე წინაშე ღმრთისა მართალ და ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისა უბიწოდ.

პირობითად თუ მამა ღმერთმა ზაქარია მამად აირჩია და მამაკაცის პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი მისი საქციელით, რომელსაც წმინდა წერილი გადმოგვცემს! რას უსვამს ხაზს ის ანგელოზი რომელიც მარიამს ახარებს?

ნუ გეშინიათ, წარმოიდგინეთ მამა ღმერთი და ძე ღმერთი სიბერეს მიღწეულები დედამიწაზე, რომლებიც კვლავ დაბადებაში შემოსვლას აპირებენ. ეგრეც არის, სიცოცხლე სიტყვა მარადიულობას აღნიშნავს და ცხოვრება გამოვლინებას მარადიულობისა.

და თუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ ქალაქად გალილეასა, რომლისა სახელი ნაზარეთ, ქალწულისა, თხოვილისა ქმრისა, რომლისა სახელი იოსებ!

აქ გაამახვილეთ ყურადღება, ანგელოზი როცა ეცხადება, წერილი მარიამს უკვე გათხოვილად იხსენიებს. ეგ მნიშვნელოვანია ჭეშმარიტების გაგებისთვის რათა ილუზია გაგიქრეთ მცდარ გაგებაზე.

სახლისაგან და ტომისა დავითისა, ( ანუ მისივე ტომის იმ ერის კაცზე იყოო გათხოვილი, ამას ნიშნავს სიტყვა "და ვით ისა"ასევე ერთი და იგივე ადათ-წესი იგულისხმება) და სახელი ქალწულისა მის მარიამ.

და შევიდა ანგელოზი იგი მისა და ჰრქუა (ანუ როგორც სტუმარი განზრახ დაგეგმილი თავისი ინტერესიდან გამომდინარე ესტუმრა და სტუმართ მოპყრობით აღფრთოვანებული, მისი გონების უბიწოობით აღტაცებული, მარიამის ადამიანობით გაკვირვებული ირჩევს მას და ეუბნება): გიხაროდენ, მიმადლებულო! (თან საკუთარ თავზე უმახვილებს აწმყოში და მომავალში, ერთი სტუმრის სახით, მეორე შვილის სახით) უფალი შენ თანა (სტუმრის ვინაობას უცხადებს). კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის (გამოყოფს დედობისთვის მთავარ კრიტერიუმებს, გონების უბიწობას რასაც ტექსტის გაგრძელებაში ლუკა მახარებელი აღნიშნავს).
და აჰა ესე რა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდე სახელი მისი ი ეს ო.
ესე იყოს დიდ(აღწერს თავის თავს ანგელოზი ჩვილზე თხრობისას) და ძე მაღლისა ეწოდოს! (ასევე ისევ აღნიშნავს მის მარადიულობას, სამყაროდან გასვლას და კვლავ შემოსვლას) და სუფევისა მისისა არა იყოს დასასრულ. (აქედან გამომდინარე არც მამის სუფევას აქვს დასასრული და არც მატერიალურ სამყაროს).

ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი!
მაღლა გაგიმახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ მათე ანგელოზის გამოცხადებამდე მარიამს იოსებზე გათხოვილად მოიხსენიებს! აქედან გამომდინარე " მე მამა კაცი, ანუ იმ ღმერთის შვილის მამას არ ვიცნობო, რომლის მუცლად ტარებას მიწინასწარმეტყველებო, იოსების ერთგული ვარო! აქაც იმის გამო რომ დედობის არსზეა გათვალისწინებული ყურადღება, მამობის არსიც იგულისხმება და როგორც ზაქარიაა მოხსენიებული მართალ პიროვნებად, სახარება იოსებსაც მართალ ადამიანად იხსენიებს: ხოლო იოსებ, ქმარი მისი, მართალი იყო და არა უნდა განმხილება მისი! იოსებიც ტაბუს მცველია.

გონება- საბას ლექსიკონი-გონება არს სიტყვიერი, საცნაურისა და უკვდავისა სულისა. გონება არს ხედვა უხორცო და დაუშრომელი, მომვლელი ყოვლისა. სამ სახედ ითქმის გონება: გონება ღმერთი, გონება ანგელოზი და გონებაცა ჩვენი. საცნაურ არს მოგონებითა მოსაგონებელითა.
გონება სიტყვიერი არს.
ოთხნი არიან მგრძნობელნი: გონება და მოგონება, ნება და ოცნება. გონება უკვე არს მარტივი კვეთება მოსაგონებელისა, ხოლო გონება არს მიმოგანყოფაი მოგონებისა სხვათა და სხვათა წინააღმდგომთა(კეთილისა და ბოროტისა), მოგონებათა მიმართ. ხოლო ნება არს აღრჩევა ერთისა რასამე, მრავალთა მათგან მოგონებათა კეთილისა გინა ბოროტისა. ხოლო ოცნება არს, რაჟამს არღარა ქმნილი ვითარცა ქმნილი ეოცნებოდის, ანუ თუ უხილავსა ვითარცა ხილულსა იოცნებდეს, რამეთუ ოცნება იქმნების მოგონებისაგან, რაჟამს სხვით სხვად განიცდიდეს, დაბადებულთა ამათ ყოველთაგან იოცნებდ ღმრთისათვის, ვითარმედ არს დამბადებელი ამათი.
გონებად ანგელოზთაცა უწოდენ.
გონება სიტყვიერი, არს გრძნობა მხედველობითი, საცნაურისა და უკვდავისა სულისა.

შენ ხარ შესავედრებელი ჩემი ჭირისაგან, რომელი გარემომადგეს მე;
სიხარულო ჩემო, მიხსენ მე მათგან, რომელთა გარემოუცავ მე.
გონიერ-გყო შენ და გულისხმა-გიყო შენ გზასა მას, რომელსაცა ხვიდოდი;
ვიგნე შენ ზედა თუალნი ჩემნი.

ნუ იყოფით ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არს გულისხმა;
ჭიმითა და აღვირითა უქცინე ღაწუნი მათნი, რომელნი არა მიგეახლნეს.

წმინდა წერილში უფალი ხედვასა და სმენას მნიშვნელობას ანიჭებს: უყურებთ და ვერა ხედავთ, ისმენთ და არა გესმით.

ანგელოზი (ბერძ. ἄγγελος „ანგელოს“ — მაცნე) — სულიერი გონიერი არსება.

ფუძის ანგელოზი: ადგილის, მიწის და ან გვარის მფარველი ღვთაებაა. მას განსაკუთრებულ პატივს სცემენ საქართველოს მთიანეთში. ფუნქციებით იგი წააგავს სხვა ღვთაებებს, როგორებიცაა ადგილის დედა და სახლის ანგელოზი, რომელსაც ფუძის ანგელოზსაც უწოდებენ ზოგიერთ კუთხეში.

სახელი ფუძის ანგელოზის ორნაირი ინტერპრეტაცია არსებობს. ფუძე მიუთითებს ფიზიკურ ფუძეზე, ადგილზე, სამოსახლოზე. მეორე მხრივ, ხევში ფუძე გვარის ფუძეს გულისხმობს.

ფუძის ანგელოზი უხორცო არსებაა, თუმცა ზოგიერთ გადმოცემაში ის მამაკაცის სახით წარმოგვიდგება. ანდრეზებში შემონახულია წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ფუძის ანგელოზი ჩვეულებრივ ადამიანებს ცეცხლის(მოაზროვნე, მოსეს რომ ეჩვენა) სახით ეჩვენება, ხოლო სასულიერო პირებს ოქროსფერ ტანსაცმელში გამოწყობილ ახალგაზრდა ჭაბუკად.

მოხევეთა ფუძის ანგელოზი იცავს არა მხოლოდ სახლში მყოფ ოჯახს, არამედ მთელ გვარს და მათ ჩამომავლობას, ოჯახის "განაყოფებიანად". მის სახელში სიტყვა ფუძე საგვარეულოს ფუძეს ნიშნავს და არა სახლისას.

ტრადიციულ მოხევურ სამყოფოში მის საცხოვრისად გამოყოფილია აღმოსავლეთ კედელში ამოჭრილი ნიშა (შუკუნაჲ), რომელსაც საწმინდო კუთხე, ფუძის ანგელოზის კუთხე, ან ფუძის ანგელოზის საბზანისი ეწოდება. საწმინდოში ინახება ხატი (ჯვარი) და სანთლები. ამ ადგილთან მიკარების უფლება ქალებს არ აქვთ. წესის თანახმად ყოველ შაბათს ოჯახის უფროსი ამაგრებს ნიშასთან ახლოს სანთლებს – დედაბოძზე, ან იქვე კედელში დამაგრებულ ქვაზე და ანგელოზისადმი ლოცულობს.

რელიგიურ დღესასწაულებზე ამ მოვალეობას არა სახლის, ოჯახის უფროსი, არამედ გვარის უფროსი – გორის ხუცესი - ასრულებს და ის ამწყალობებს ოჯახს.

გუდამაყარი, ფშავი და ხევსურეთი:

გუდამაყარში ფუძის ანგელოზის სახელით ცნობილი ღვთაება უშუალოდ მიწის მფლობელი და მფარველია.

არსებობს ანდრეზი, რომელშიც ფუძის ანგელოზი ხვთისშვილებს უხმობს დევების განსადევნად, როდესაც ეს უკანასკნელნი მისი ადგილსამყოფელისკენ გზას უკეტავენ მლოცველებს. ამ შემთხვევაში ფუძის ანგელოზის სამყოფელი არა ოჯახი და სახლობა, არამედ ბაკურხევის საკერპოა. ხვთისშვილები მისი მოწვევით მოდიან და ამარცხებენ დევებს. ამის შემდეგ ფუძის ანგელოზი იახსარის მითითებით ეპატრონება დევების ნასახლარს. ამ ისტორიის საპირისპიროდ, სხვა გადმოცემები მას უფრო აქტიურ როლს ანიჭებს დევებთან ბრძოლაში და მათ ამოწყვეტას ფუძის ანგელოზს მიაწერს.

ფუძის ანგელოზი თავის კუთვნილ მიწაზე ნაშობ პირუტყვს გლეხებს სახლში იოლად არ ატანს. როგორც არ უნდა ეცადნონ, ღონიერი ადამიანები ახალშობილ ცხოველს ადგილიდან ძვრას ვერ უყოფენ, სანამ ფუძის ანგელოზს არ სთხოვენ ნებართვას.

ანდრეზებში იგი პირიმზე-ფუძის ანგელოზადაც მოიხსენიება. თუმცა, ზოგ ანდრეზში ერთმანეთისაგან გამიჯნულია პირიმზე და ფუძის ანგელოზი(გაამახვილეთ ყურადღება), როგორც ორი პირი, ან ორი ხატი. ამ გადმოცემით პირიმზე გუდამაყარში მყოფი ხატია, ფუძის ანგელოზი კი ხევსურეთში. ფუძის ანგელოზის სალოცავი მართლაც მდებარეობს ხევსურეთში, უკანახოში. ისინი ძალითაც განსხვავდებიან - ფუძის ანგელოზი უფრო ძლევამოსილად ითვლება, ვიდრე პირიმზე.

მაღლა მოყვანილ ტექსტში ორი განსხვავებული ფუძის ანგელოზი არის მოყვანილი, ტაბუ სიტყვა გუდა მაყარშია, ანუ გუდა რაც მზითვს ნიშნავს და მაყარი, ერთით აიყარა, მეორე მაყარი გაჰყვა, ქორწილი იქმნა.

წმინდა წერილის გასაგებად ერთერთი გასაღები ქართული ადათწესის ცოდნაა, ის ფენებადაა ბიბლიაში დალაგებული.

პირიმზე იმ ოჯახის მდედრობითი სქესის სახეა, რომლიდანაც თხოილ იყო, აქედან გამომდინარე, დაბადების თავიდან მოყვანილი ტექსტი "დაუტეოს კაცმან მამაი თვისი და დედაი თვისი" ქალწულზე საუბარია.
ამისთვის დაუტეოს კაცმან მამაი თვისი და დედაი თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა
და იყვნენ ორნი იგი ერთ ხორც.
რამეთუ არა არს მამაკაცი დედაკაცისაგან, არამედ დედაკაცი მამაკაცისაგან;
და რამეთუ არა დაებადა მამაკაცი დედაკაცისათვის, არამედ დედაკაცი მამაკაცისათვის.

ერთერთი ფორმა საღვთო კულტურის გავრცელების სხვა ერებში, როდესაც ქართველი მეფეები თავიანთ ასულებს ათხოვებდნენ, ეგრე ხდებოდა: აბრაამი და მისი მხევალი აგარი, მეფე აიეტი და მედეა. მხევალი ნამზითვებს ნიშნავს.

აბრაამი მამამთავარი იყო, თან ათი მცნების მცველი, აქედან მას მრუშობის უფლება არ ქონდა! მაშინ რას უნდა ნიშნავდეს ის ტექსტი წმინდა წერილში, სადაც დედა სარა რომელიც ბერწი იყო აბრაამს აგარზე ესაუბრება?

სარა ბერწი ვაჟიშვილის შობაში იყო, ანუ ასული ყავდა, ქართულ ყოფაში ჩვევა გვაქ ქართველებს საკუთარი შვილების სიყვარულიდან გამომდინარე, როდესაც ფუძე გვარის გაგრძელების გარეშე რჩებოდა, მამები ქალიშვილს, რომელსაც რამოდენიმე ვაჟი ყავდა, ერთს სთხოვდნენ, მოგვეცი გავზრდით, არც ფუძე დარჩება უპატრონო და არც ჩვენ, სიბერის ჟამს უიმედო(ებრაელი ერი რომელიც გენიალოგიას დედიდან ითვლის).

წმინდა წერილში, აგარი, ისმაილის დედა, რომელზეც საინტერესო ინფორმაციას გვიყვება ტაბუირებული ენით ავტორი, დედნიდან ყურანისა და თორას დაბადების არსსაც მოიცავს.

კავკასიონს ორი მხარე აქ, ერთს პირ იქითა ქვია, მეორეს პირ აქეთა! სიტყვა უკანახო მთელი კავკასიის ისტორიას იტევს.

რაც შეეხება ვაჟების ცოლის შერთვისას დედმამის დატოვებას, სოფლების სახელები იძლევიან პასუხებს, მათი რქმევის მიზეზით: ლესიჭინე, ლედგებე, ლესაჯაიე, ზურაბიშვილები, აბრამიშვილები და ასე შემდეგ.

კულტურა ხუთი გრძნობის არსის ცოდნით აღმოცენდა საქართველოში, ეს უკვე ცალკე თემაა განსახილველად.

ყველაფერს ზღვარი გააჩნია და ყველაფერი ზღვარიანი გამოვლინებაში უსაზღვროა: სიკეთე ზღვარია, მისი კეთებით უსაზღვროა გამოვლინებაში, სილამაზე ზღვარია, ლამაზი შენობები სილამაზის უსაზღვრო გამოვლინებაა მშენებლობით, კულტურაც ზღვრულია და გამოვლინება ერთმანეთის მიმართ უსაზღვროა.

ხედვასაც და სმენასაც გააჩნია კულტურა, რამაც ჩვენი დედა ეკლესიის წიაღში, მამამთავარი პატრიარქისადმი მორჩილებით, დაბადა დღევანდელი ხელისუფლება.

ისმინეთ ყრმათა სწავლაი მამისა და ერჩდით ცნობად გულისხმისყოფასა,
რამეთუ ნიჭსა კეთილსა მიგანიჭებ თქუენ!

დავლოცავ საქართველოს პატრიარქს, ვუსურვებ ჯამრთელობას, სიყვარული და სითბო არ მოკლებოდეს მისი ერისა, დავლოცავ ხელისუფლებას, რომელიც რწმენით არღვევს სიძნელეებს და ერს უკვალავს გზას მშვიდი მომავლისთვის, დალოცვილი იყავი ერო საზეპურო აწ და მარადის მრავალჟამიერ. ამინ ამ ენი თ.

ჯამრთელ სულს ჯამრთელი სხეული ეკუთვნის, ანგელოზები მოყვებიან უფალს დაბადებაში, მათ ჯანმრთელი, ერთმანეთის მოსიყვარულე მშობლები ჭირდებათ.

რანდაგონ იბერიონი ძე ჰიპერიონისა

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE