კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

ფრაგმენტი წინასწარმეტყველებიდან

თავი 9 () 

 

(ა) 1. პირველსა შორის წელსა დარიოს ძისა ასურისსა თესლისაგან მიდთაჲსა, რომელი განმეფნა მეფობასა ზედა ქალდეველთასა.

 

(ბ) 2. მე, დანიელ, გულისხმა-ვყავ. წიგნთა შორის შორის რიცხუებისა წელიწადთასა, რომელ იქმნა სიტყუა უფლისაჲ იერემიას მიმართ წინაწარმეტყუელისა, შესასრულებელად ოჴრებასა იერუსალჱმისსა სამეოცდაათ წელ.

 

დააკვირდით, ზემოთა ამონაწერის განშლაა ნიშთსასწაულთა მჭვრიტინებისა. პირველსა შორის, სიტყვა ნათქვამთა შორის, რომელი შეჭამებისა თანა, იქმნა მუცელსა შინა, წელთა შორის, რამეთუ გემებული სიტყვა განმარტებას ითხოვს უფლისაგან, მონელებისთვის აზრთა და არსთთა, ამიტომაც დარიოს ქმედითად მუცელსა შინა ნაღეჭი ლუკმანი, რომ არიოს და დარიოს მონელებისათვის, რამეთუ ნაბრძანებია - შეჭამე წიგნი და მოინელე მწარედ და პირ-ველსა შეების ტკბილად. ამიტომაც მწარედ არიოს, ხოლო ტკბილად დარდეს, დარიოს, დარიანად აღენთება არსი მახვილიანი.

 

ამა უფლებათა მოსაპოვებლად - დარეჰ ანუ დარე ბოლო, ადარე თავი, ანუ პირით ველითი სიტყვა აღსრულებათას, ანუ ბოლოს და ვინაჲდან ჰბრძანა უფალმან - მე ვარ ანი და ჰოე! ასო ნადარი - ნადირს გამოვლილი არს ჰ. ამიტომაც დარეჰ-ზე მთხოველს დანიშნავს ბიბლიურად, ხვთისნებითია მითადმო.

 

აქედანვე ვიტყვი: დაიბადა სიტყვათა შორის სიტყვის მწყემსი, რომელ არს ზე მთხოველი ანუ მამასთან განმმარტებელი გზისა, ღვაწლთა და სულით-შესაქმეთა აღმწონელი და აღმრწყავი წყალობათა არს, მემრწყველი, ანუ მერწყული, რომელ აითავისებს ბუნებასა დიდების მპყრობელისასა, და ესე არს კაცი ნეტარი, ხოლო ადგილი დიდების პყრობისა არს შუამდინარე, სვეტი ცხოველი. (ქ.მცხეთა)

 

დიდების პყრობის ჩინი კი, სამყაროსთან ღმრთაებრივ კავშირის ჩინია, დედამიწაზე მელქისედეკის წესის აღმსრულებელ იერუსალჱმის მეფეს ავალია, ხოლო თესლისაგან მიდთა, დასახულ წარმომავლობას ამჟღავნებს, სანსკრიტულად ქუეყნის გულია, სრულიად დედამიწის სიცარიელეში აღშენებული საღმრთო ქალაქი, ყოველთა ქალაქთა დედა.

 

გარდა იმისა რაც ამოვიკითხეთ, არსებობს წინასწარმეტყველებაში სხვა სახის კავშირები, რომელთაც ისტორიის წარსულთან შეუძლია დააკავშიროს მომავალი.

 

„Мидiя (съ Санскритского, средина земли), (Быт. Х,2, Исаiи XXI, 2 и др.) – эта страна, заимствовавшая по всей вероятности свое названiе отъ Мадая, сына Иафета, занимала в дрвености известную часть царства Персидского и граничила к с. с Каспiйским моремь и Арменiею, к ю. собственно Персiею, а к з. Ассiрiею. Мидия считалась плодоноснейшею и возделанною страною и разделялась на Великую и Малую Мидию. Нинъ, царь Ассирiйскiй, присоединилъ Мидию къ своему царству и Ассирiя владела ею до временъ Сеннахерима, когда она отпала отъ Ассирiи, и одниъ изъ потомковъ Нина снова сделался царемъ Мидiйскимъ (ха 700 л. до Р.Х.). В 556 г. она была завоевана Киромъ великимъ, который вполне присоединилъ Мидiю къ Персiи и образовалъ Мидо-Персидское царство. Посему-то съ означенного времени законы и хронологiя Мидянъ и Персовъ въ кн. Есфирь и Даниила всегда упоминаются нераздельно.“ (Библейская Энциклопедия. Москва 1891 г.)

 

მიდიელები წარმომავლობით არიან დედამიწის შუაგულიდან, ისინი ნოეს შვილის იაფეტის ძის მადიმის შთამომავლობაა.

 

„ესე შობანი ძეთა ნოესთანი: სემ, ქამ და იაფეთ. და იყვნეს მათდა ძენი შემდგომად წყლით რღუნისა. ძენი იაფეთისანი ღამერ, და მაგოგ, და მადიმ, და ავან და ელიოსან, და თობელ და მოსოქ და თირას“ (დადაბდება: 10; 1,2)

 

(რუსულში განსხვავებული მონაცემებია, იარეთ მხოლოდ ქართულით, შედარებები რუსულ ინფორმაციასთან თან გაახლოვებთ, თან შორს გისვრით კვალისაგან).

 

„Вот родословие сынов Ноевых: Сима, Хама и Иафета. После потопа родились у них дети. Сыны Иафета: Гомер, Магог, Мадай, Иаван, Фувал, Мешех и Фирас“ (Быт. 10; 1,2)

 

ქართულად მადიმ, რუსულად - მადაი:

 

„Мадай (значенiе слова точно неопределено) – Третiй сынъ Иафета, родоначальник Мидянъ.“ (Библейская Энциклопедия. Трудъ и изданiе Архимандрита Никифора. Москва 1891 г.)

 

წერილიდან ვარკვევთ, ჩვენი მტრები და ებრაელი ხალხის მტრები ერთი და იგივე ხალხია, არა ერთი ერი, არამედ მრავალნი ტომნი, ღმერთს განდგომილნი, და ენანი და თესლნი.

 

დიდი მეფე წინასწარმეტყველი და მეფსალმუნე დავით, ღმრთის რჩეული - 82 ფსალმუნში ასახელებს ყველა ჩვენსა და ისრაელის მტრებს.

 

დიდი ხანი ელოდებოდა წმიდა ისრაელი, ებრაელი ხალხი ამ გამარჯვებას, ქართველ ერს იგივე ტკივილი უღრნიდა გულს. გულში ჩახუტებული ებრაელი ერი - საქართველოში, ოცდაექვსი საუკუნე მძიმე გამოცდებისა, ქართველებთან ერთად ეწეოდენ მძიმე ჭაპანს. სანამ რეალურ საღმრთო მომავალს აღვაშენებთ ქართველი ერი და ებრაელი ერი, მანამდე ყველა მტერი ბეჭებზე უნდა დავცეთ, ღმერთის ნებით რა თქმა უნდა!

 

ჯერ კანონიკურ წინასწარმეტყველებას დავით მეფისას მოვუსმინოთ:

 

(82) გალობაჲ, ფსალმუნი ასაფისი (პბ)

 

„ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ? ნუ დასდუმნები, ნუცა დამშჳდნები, ღმერთო, რამეთუ ესერა მტერთა შენთა იზახეს, და მოძულეთა შენთა აიღეს თავი. ერსა შენსა ზედა ძმაცუვიდეს ზაკუვით და განიზრახეს წმიდათა შენთათჳს; და თქუეს: მოვედით და მოვსრნეთ იგინი თესლთაგან, და არღარა მოიჴსენოს სახელი ისრაელისაჲ. რამეთუ ზრახეს შეთქუმით ურთიერთას და შენთჳს აღთქუმა-ყვეს. ბანაკმან იდუმიელთამან და ისმაიტელთამან, მოაბ და აგარიანთა, გებალ, ამონ და ამალეკ და უცხო თესლთა, დამკჳდრებულთა თანა ტჳროსისათა. და რამეთუ ასურცა მოსრულ იყო მათ თანავე და ექმნეს თანა-შემწე ძეთა მათ ლოთისთა. ჰყვენ იგინი, ვითარცა მადიამი და სისარა და ვითარცა იაბი ჴევსა მას კიშონისასა. მოისრნეს იგინი აენდორს შინა და იქმნეს იგინი ვითარცა სკორე ქუეყანისაჲ. დასხენ მთავარნი მათნი ვითარცა ორებ და ზიბ და ზებეე და სალმანა, ყოველნი მთავარნი მათნი, რომელთა თქუეს: დავიმკჳდროთ თჳსად სიწმიდე ღმრთისაჲ. ღმერთო ჩემო, ყვენ იგინი ვითარცა ურმის თუალი და ვითარცა ლერწამი წინაშე პირსა ქარისასა. ვითარცა ცეცხლმან რა მოწუნის მაღნარნი და ვითარცა ალმან, რომელმან შეწუნის მთანი. ეგრეთ სდევნნე იგინი ნიავქარითა შენითა და რისხვითა შენითა შეაძრწუნნე იგინი. აღავსე პირი მათი გინებითა, და მოიძიონ სახელი შენი, უფალო. ჰრცხუენოდედ და შეძრწუნდედ უკუნითი უკუნისამდე და სირცხჳლეულ იქმნედ და წარწყმდედ. და ცნედ, რამეთუ სახელი შენი უფალ არს, და შენ მხოლოჲ მაღალ ხარ ყოველსა ქუეყანასა ზედა.“

 

ვერსად დაემალებიან უფლის თვალს მტერნი ისრაჱლისანი, ვერც იპოვიან სიმშვიდეს უფლის დედის წილხვედრ მიწა-წყალზე, შეთქმულების ხრწნილებით აყროლებულნი, უნაყოფო ხეებივით მოიჭრებიან და ცეცხლის ლუკმად გადაიქცევიან ყოველნი, სისაძაგლის ჩამდენნი. მათთან ერთად დარვინისტ-კომუნისტები, მეცნიერები, რომელთა თანა არა არს ჭეშმარიტება. ისრაჱლის დაუძინებელ მტრებს რისხვა არ ასცდება და არც საქართველოს მგლეჯავებს ექნებათ სიმშვიდე, მახჳლი დასცემს ყოველ მათგანს. საქართველოს და ისრაელის საერთო მტრები მოხსენიებულნი არიან დავით წინასწარმეტყველის მიერ (ფს. 82):

 

1) იდუმიელები; 2) ისმაიტელები; 3) მოაბელები; 4) აგარიანელები; 5) გებალი, ამონ და ამალეკ და უცხო თესლთა, დამკჳდრებულთა თანა ტჳროსისათა; 6) და რამეთუ ასურცა მოსრულ იყო მათ თანავე და ექმნეს თანა-შემწე ძეთა მათ ლოთისთა; ყვენ იგინი ვითარცა მადიამი და სისარა და ვითარცა იაბი ჴევსა მას კიშონისასა. მოისრნეს იგინი აენდორს შინა და იქმნეს იგინი ვითარცა სკორე ქუეყანისაჲ.

 

დედამიწაზე ორი ათასი წლის წინ აღსრულდა ერთის მხრივ შემზარავი წინასწარმეტყველება: თავად განკაცებული უფალი, ძე ღვთისა იესო ნაზარეველი, ქრისტე, მეფე-მეფეთა და მეუფე-მეუფეთა, იუდეველების მოლოდინის სინათლე და უდიადესი გამომხსნელი კაცობრიობისა ჯუარს აცვეს!

 

რომელ აღსდგა დღესა მესამესა და დიდი აღდგომისაკენ წარიტაცა სამყარო! მათ, ვინც ვერ მიიღო ან არ მიიღო ჭეშმარიტი ღმერთის ძე, მან თავად ჩაირაზა კარები სიკეთისაკენ.

 

ამიტომაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მტრებს, მათთან ერთად გოგსა და მაგოგს, მთავარსა როსს, კასპიის ზღვისა და შავი ზღვის ზემოთ დაბადებულ ჩრდილოეთის ბაბილონს - „ჰრცხუენოდედ და შეძრწუნდედ უკუნითი უკუნისამდე და სირცხჳლეულ იქმნედ და წარწყმდედ.“ (ფს. 82)

 

ყველანი დავისაჯეთ, როდესაც გადავედით ღმერთის გზას და პროლეტარიზმი, დარვინიზმი, კომუნიზმი და სოციალიზმი ავირჩიეთ, კერპებად დავისვით პროლეტარიატის გმირები, სამშობლოს გამყიდველნი და ძმებისა და მამის მკვლელნი.

 


 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE