კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

წაკითხვის შემდეგ თხოვნაა გააზიაროთ ინფორმაცია!!!



პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სოფელ მაღლაკში დაარსდა წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის სახელობის ტაძართან არსებული - კოლხური მედიცინის ცენტრი, რომელიც მოემსახურება ქართველი ხალხის და შემდგომ უცხოეთის ქვეყნების ხალხთა ფიზიკური სხეულის განწმენდა-გამოჯანმრთელებას.

 

გვაქვს ძველკოლხური, აქამდე მივიწყებული რეცეპტებით დამზადებული სამკურნალო პრეპარატები: მალამოები, ბალზამები და სხვასდასხვა მცენარეული ნაყენები.

 

თითოეული პრეპარატი უნიკალურია თავისი სამკურნალო თვისებებით და მათი დადებითი მოქმედებიდან გამომდინარე, თითოეულ პრეპარატზე შეიძლება დაიწეროს ღრმა მეცნიერული ნაშრომები. მოგეხსენებათ, ძველკოლხური მედიცინა უნიკალურია მთელს მსოფლიოში, მაგრამ აქ, მისი ისტორიის წერას არ შევუდგებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მიმართულება ღრმად შესასწავლი და დასახვეწია ერის კეთილდღეობისთვის. ბევრი აკადემიური ცენტრი ვერ შესძლებს მისი სრულფასოვანი სიღრმეების შესწავლას, რაც წინ გველოდება.

 

გეპატიჟებით კოლხური მედიცინის ზღაპრულ სამყაროში. 

 

კოსმოსიდან ახალი ეპოქალური დატვირთვების შემოსვლამ დედამიწაზე, დიდი გართულებები დაჰბადა მიკრო და მაკრო ბუნებაში, რაც იმუნოდეფიციტის სახით გამოიხატა დაავადებებში, როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველებსა და მცენარეებში. ყველაზე მგრძნობიარენი მიკრობები, პარაზიტები, ვირუსები და ბაქტერიები აღმოჩნდნენ. დაუღალავი შრომითა და დაკვირვებებით, მივედით იმ დასკვნამდე, რომ ბუნებაში არსებულ ყველანაირ სიცოცხლის ფორმებს შორის, ერთმანეთთან “ურთიერთობის’’ რამდენიმე უტყუარი პრინციპი არსებობს:

 

არსებობენ ცხოველები, მცენარეები, მიკრობები, პარაზიტები, ვირუსები, მინერალები, ტემპერატურული რეჟიმები, სპექტრალური რეჟიმები, ხმოვანი რეჟიმები, ფორმითი გამოვლინებანი, რომლებიც შეთანხმებულად მოქმედებენ ბუნებაში, ერთმანეთს ეხმარებიან ადაპტაციასა და განვითარებაში.


მეორე დამოკიდებულება აბსოლუტურად საწინააღმდეგო აღმოჩნდა, თითქოსდა ერთმანეთთან დაუკავშირებელი კანონზომიერებები და სიცოცხლის მავლინებელი ფორმები ხელს უშლიან ერთმანეთს - ეწინააღმდეგებიან განვითარებაში.


მესამე დამოკიდებულებაში მოექცნენ ჩვენგან პირობითად წოდებული “კალეიდოსკოპური’’ ურთიერთობის კანონზომიერებაში მოქცეული ცხოველები, მცენარეები, მიკროორგანიზმები და ტემპერატურული, სპექტრალური და ხმოვანი რეჟიმები, ანუ ზოგი ურთიერთხელშემწყობნი და ზოგი ურთიერთხელშემშლელნი განვითარებისა და ადაპტაციის პროცესში. თუმცა, ამ შემთხვევის მაწარმოებელნი, უფრო მკვეთრად აყალიბებენ ჟანგვა-აღდგენით პროცესებს ციკლურ-ევოლუციურ განვითარებაში.


მეოთხე დამოკიდებულებაში მოქცეული ნეიტრალური ურთიერთობის მატარებლები ანუ ინერტული ურთიერთობის ჯაჭვის მაწარმოებლები არიან, ჩვენგან “ფოსტალიონებად’’ წოდებულნი, ცხოველების, მცენარეების, მიკრო და რეჟიმული სისტემების (ხმოვანის, სპექრტალურის, ტემპერატურულისა და ატმოსფერული წნევის) “ფოსტალიონისებური’’ კავშირის დროს, მხოლოდ გრძნობათა სისტემების ინფორმაციული განვითარება ხდება.


მეხუთე დამოკიდებულება პოპულარული დამოკიდებულებაა, რომელიც ენერგიის შენახვისა და განხარჯვის რიტმულ მოდელს ემსახურება. ამ შემთხვევაში დამოკიდებულება განსაკუთრებულ პირობებთან შეგუებაში ვლინდება. ხშირ შემთხვევაში ენერგიების გაცვლა-გარდასახვის პრინციპების ამოქმედებით რეალიზდება.


ამ ხუთი დამოკიდებულების შესწავლისა და დაკვირვების ნიადაგზე, შესაძლებლობა მოგვეცა პრაქტიკაში ისეთი პრეპარატების წარმოებისა, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ - იმუნოდეფიციტურ ნიადაგზე განვითარებული დაავადებების (ვირუსულის) აღმოფხვრაში.

 

სრულიად ბუნებრივ ნედლეულზე შექმნილი პრეპარატები - დამზადებული და ნაკურთხია გიორგი ჰიპერიონის მიერ.

 

გიორგი იონთა ჰიპერიონის კურთხევით, ვგეგმავთ საქართველოს მასშტაბით საქველმოქმედო ღონისძიებას, რადგან გვყავს ბევრი უმწეო, სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი (ესენი არიან მრავალშვილიანი ოჯახები, ქვრივები, ობლები და მოხუცებულები), რომლებსაც უჭირთ ამა თუ იმ კუთხით თავის მოვლა.

 

გეხმაურებით რა თქვენ, ვიმედოვნებთ, რომ გვერდში ამოგვიდგებით ამ კრიზისის ჟამს, რადგან გვესაჭიროება ფართი (არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ბინა, ავტოფარეხი თუ სარდაფი - სასურველია იყოს სველი წერტილი და გაზი), სადაც ჩვენ მოვახერხებთ პრეპარატების შეფუთვა-დახარისხებას, საიდანაც არა მარტო გავცემთ და მივიღებთ პაციენტებს, არამედ მივაწვდით საქართველოს სხვადასხვა კუთხეს.

 

თანადგომის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელ.: 571-14-71-30 ჩიორა.

 

ვიცხოვროთ ერთმანეთისათვის, გვიყვარდეს ერთმანეთი და ვემსახუროთ ერთმანეთს!

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE