კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

ნაწილი I

 

წარმოვიდგინოთ მწყემსი და მასთან ერთად ცხვრის ფარა და პატარა გახსენებას მივეცეთ.

 

პირველ რიგში, ცხვარი საბალახოდ მიდის თავისი ნებით არა, მთლიანად ცხვრის ფარა მიყავს მწყემსს ნაყოფიერ სერებზე და ნაყოფიერ ქედებზე, ასევე ნაყოფიერ ველებზე და ნაყოფიერ ჭალებში.

 

ადვილი მისახვედრია, რომ მწყემსის გარეშე ცხვრის ფარა თავის არსობის გამოსაკვებად პირობებს არ ირჩევს. მისი წინამძღოლია მწყემსი, ცხვრის ფარის მამაც, მარჩენალიც, დამცველიც და ღმერთის იალაღებზე მატარებელიც.

 

ერში ნაყოფიერების მაკურთხებელი- ჩვენი უფალი იესო ქრისტეა. ამ კურთხევის, ჟამს სამება ერთ არსში წარმოდგება ანუ მამა, ძე და სული წმინდა ერთ არსში აკურთხებს საქართველოს ყველა გაგებით ნაყოფიერებაში.

 

პირველი, ნაყოფიერებად ითვლება სიტყვა და მისი გაგება. მეორე ნაყოფიერებად ითვლება ღვთაებრივი კანონის აღსრულება, დაბადება ახალი სიცოცხლისა, ძეობა ან ქალიშვილობა, ულამაზეს შემთხვევაში ტყუპობა. მესამე ნაყოფიერებად ითვლება ცხოველების სიმრავლე, ცხოვარისა და საქონლის, ყველა შინაური ცხოველის ნაყოფიერებაზე მაქვს ლაპარაკი, მასთან ერთად იგულისხმება ფრინველები, მასთან ერთად იგულისხმება მწერები , როგორიცაა ფუტკარი და მატლებისაგან მცველი ოჯახის ჭიანჭველები, ხეთა და მცენარეთა პატარა მკურნალები.

 

ეხლა დავიწყოთ ამ ნათქვამის გააზრება! ჩვენ არა ვართ დაქუცმაცებული ერი ქრისტეში. რატომ? რატომ და ჩვენ გვყავს პირნათლად განსაცდელ გამოვლილი პატრიარქი, მისი ღირსება ილია მეორე. ერის მამა და ღმერთისაკენ მავალი, მსოფლიო ოკეანურ წყლებში მავალი გემის კაპიტანი.

 

ჩვენი მფარველია წმინდა გიორგი, ჩვენს მიწაზე არსებული ედემის მფარველია მთავარანგელოზი მიქაელი, დაფარულ საიდუმლოებათა, რომელიც სიტყვის დაბადების ფარულ არსს წარმოადგენს, მფარველობს მთავარანგელოზი გაბრიელი. ამიტომაც ყველა დაბადებას, დიდსა და მნიშვნელოვანს, გაბრიელ მთავარანგელოზი მხარებლობს.

 

ახლა, ასე კარგად თუ განვსაზღვრავთ, ღვთისმშობლის დაბადების დღეს, მხარებელი ღვთისმშობელის დაბადებისა და მისი დაბადების დღესასწაულისა გაბრიელ მთავარ ანგელოზია. დღე ღვთისმშობლის დაბადებისა არის 21 სექტემბერი.

 

ჩვენ, სრულიად საქართველოს წინ მიგვიძღვება უხუცესი მამამთავარი და სრულიად საქართველოს მწყემსმთავარი, უფლის წინ სიმართლით წარმდგარი, რომელმაც შეჭირვების ჟამს არ მიატოვა ქრისტეს საწმყსო და მთიულური გამჭრიახობით და ჯინიანობით, სიყვარულით აღვსავსე, ერის წინაშე ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, აღდგომის ზეციურ დღესასწაულს წარუძღვა.

 

პატრიარქის გარშემო მოღვაწეობს რამოდენიმე ეპისკოპოსი, რომელთაგან ერთი მოსაყდრეა და 12 სამოციქულო ნების აღმსრულებელი, ხოლო რეგიონალურად და კუთხურად იმდენივე, რამდენი კუთხეც გააჩნია საქართველოს, მხედველობაში მაქვს ის მიწებიც, რომელიც მტერთაგან წარტაცებულია და ის კუთხეებიც, რომელ კუთხეშიც ამჟამად კურთხეული ეპისკოპოსები არ მოღვაწეობენ.

 

დედამიწაზე ხდება საოცარი გარდასახვა ბუნებისა და ამ გარდასახვასთან თანმდევი წინასწარმეტყველებათა აღსრულება. ბოლო ჟამისათვის უფალი ღმერთი ამბობს წინასწარმეტყველთა პირით: მე შევკრიბო ჩემი პატარა საწმყსო და იგი წარუძღვეს მსოფლიოს მართალთა კრებულს ჩემსკენ.


მსოფლიოსათვის პატარა საწმყსო არის საქართველო, წინამძღოლი ერისა არის ჩვენი ნიჭიერი პატრიარქი, გულით უფალის მოყვარული და ეს სიყვარული სინანულთან ერთად ჩანდა სრულიად საქართველოს წინაშე, აღმსარებელი პატრიარქის ბაგიდან გამოსულ სითბოში.

 

შემდგომში, მთელს მსოფლიოში, რომელიც გარემოცულია პანიკით და შიშით, მხოლოდ ჩვენი პატრიარქი ხსნის და აღამაღლებს და თან ზეცაში აღსტყორცნის აღდგომის ლოცვებს. მყისიერ საფარველი დედა ღვთისმშობლისა განწმენდის ზენიტს აღწევს, ხოლო მუშაკნი შეჭირვებისა, რომელნიც ერს ემსახურებოდნენ ეპიდემიის დროს, კანონის საზღვრებში აღასრულებდნენ ყოველი ქართველის დაცვას, მაგრამ მათ შორის უმეტესი აღასრულეს მართლმადიდებლებმა და თავისი ლოცვით ზეცამდე აზიდეს საქართველოს ბედისწერა.

 

ითქმება ასე: ინება უფალმა! თავის დედის სიყვარული ქართველი ერის მიმართ, რომლის მიწა-წყალი მისი წილხვედრია, ხელში აეტაცა და მერე გულში ჩაეხუტებინა.

 

ჩემო საყვარელო ერო, ჩვენ უფლის გულში ჩახუტებული ერი ვართ და ეს გრძნობა ყოველ ჩვენთაგანს გვიზრდის პასუხისმგებლობას. დავეხმაროთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი. არ დაგავიწყდეთ! წინ მიგვიძღვება სიყვარულის დროშით, რომელიც უფლის დროშაა, მიგვიძღვება უხუცესთა მამა, თავად უხუცესი, ჩვენი პატრიარქი ილია მეორე.

 

ცაში - წმინდა გიორგი და წმინდა გიორგის ლაშქარი ციური, ჩვენზე ამხედრებულ დემონურ სულებზე - სულებთან მებრძოლი მთავარანგელოზი მიქაელი, თავისი ანგელოზთა ლაშქრით, ყოველ ოჯახზე ამხედრებული ეშმაკური ძალნი, განიდევნებიან მთავარანგელოზ გაბრიელის ანგელოზებრი მხედრებით.

 

ძალათა დასაყრდენი ჩვენ ვართ, ქართველი მეომრები, უტეხნი ბრძოლაში, გამოწრთობილნი. ეს ჩვენი საუკუნოვანი გენეტიკური ინფორმაციაა.

მსოფლიოს ყველა ბრძოლის ხერხი, ერების, ენებისა და ტომების - ადამის სხეულში გენეტიკურად არის დავანებული, ჰოდა მოვიქცეთ ადამიანურად, ადამის მოდგმავ. ქართველო ერო, გავერთიანდეთ ქრისტეში. ჩვენი ომახიანობა, ჩვენი ძარღვნი, ჩვენი ყიჟინა ერთმანეთს შევარწყათ, გაელვების სისწრაფით აღმოცენდება ჩვენს სულში უშიშრობა - ვითარცა უხორცონი, მყისიერად იმწამსვე კედელი აღემართება ყოველ ეშმაკს ჩვენსა და მათ შორის, ვერავინ უძლებს ქართველს ბრძოლაში, თუკი ამ ქართველს ახსოვს დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: ათიათასი და ასიათასი ჩემს წინ რომ დადგნენ, არ შევძრწუნდები, როს ჩემთანა ხარ უფალო ღმერთო.

 

ჩვენთვის კი არ გათენდა, ჩვენთვის ათენდა ანუ ზეცაში აიჭრა ჩვენი ნათელი და შეერწყა უფლის მარადიულ სინათლეს და როგორც დიონისო აეროპაგელი გვასწავლის: ცალ-ცალკე თითოეული ნათელია, ხოლო ერთად მრავალნი კვლავ ერთობაში ერთი ნათელია, მრავლისაგან შემდგარი და შერწყმული ერთით ერთში. ხოლო ეს მთლიანობა, რომელსაც ერთით მთლიანობა ჰქვია, ღმერთთან ერთობით, ერთი მიზნით სვლა სრულიად სრული ერისა, არის უტეხი ერთი და ერთადერთი ღმერთისათვის, რომელმაც ამ თვისებების გამო - საქართველოს გამარჯვება უწინასწარმეტყველა.

 

 

გიორგი იონთა ჰიპერიონი

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE