კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 


 

“ფსალმუნი - ესე არს საგალობელი, გინა ლმობიერმყოფელი’’.

/სულხან-საბა/


“დავით - სასურველი, გინა ნიჭი, საყვარელი, გინა კმასაყოფელი ნიჭი’’. /სულხან-საბა/


დავით მეფე, მელქისედეკის ჩინს ზიარებული მეფე, მეფე-მესია ისრალისა და უფალი - მესიის განმაცხადებელი, პოეტი, მეფე - წინასწარმეტყველი და ისრალის მწყემსთმთავარი, ასევე

ედართმთავარი სრულიად ისრალისა, ღმრთის წინაშე მგალობელი კეთილად. ხოლო დავითის მეფედ ცხება ასე იყო:


“და წარმოუდგინა იესე შდნივე იგი ძენი მისნი წინაშე სამოველისა და ჰრქუა მასოველ იესეს: არავინ გამოირჩია უფალმან ამათგანი.


მერმე ჰრქუა სამოველ იესეს: ეგოდენ არიან ძენი შენნი? ხოლო მან ჰრქუა: არსღა ერთი სხვა უმცირესი ამათსა სამწყსოსა გარე ცხოვართასა. და ჰრქუა სამოელ იესეს: წარავლინე მსწრაფლ და მოიყვანე იგი აქა.


და წარავლინა იესე და მოიყვანეს იგი წინაშე სამოველისა და იყო იგი მწითურ, პირითა მხიარულ, გრემან, ქმნილკეთილ ხილვითა.


მაშინღა ჰრქუა უფალმან სამოველს: აღდეგ ადრე და სცხე დავითს, რამეთუ ეგე გამოვირჩიე.


და მოიღო სამოველ რქა იგი საცხებელისა მის და სცხო მას წინაშე ძმათა მისთა, და მოვიდა სული უფლისა დავითის ზედა მიერ დღითგან მყოვარ ჟამ და წარვიდა სამოველ არმათემადვე’’. /I მეფეთა 16; 10-13/


დავით მეფე იესეს ძე დაიბადა ქრისტეს მოსვლამდე “ჩე’’ წელს (1085 წ., ეს თარიღი მრავალ ისტორიკოსთა კვლევის შედეგია), ქალაქ ბეთლემში. დავითი იუდეველთა მეფეა ბეთლემში დაბადებული ისევე, როგორც ჩვენი უფალი იესო ქრისტე - იუდეველთა მეფე და მეუფე-მეფეთა ბეთლემშია დაბადებული.


“ბეთ - სახლსა ნიშნავს;

ბეთანია - სახლი სათნოებისა, გინა დიდებისა, გინა მორჩილებისა;

ბეთლემ - სახლი პურისა;

ბეთლემი - სახლი ცხოვრებისა, გინა სიწმინდისა’’. /სულხან-საბა/


დავით წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველური ფსალმუნი ორთოდოქსალურ ქრისტეანობის რჯულმდებელთა და კანონთა განმკარგავ მღდელთა შორის სიმართლით-მეტყველებადაა მიჩნეული. ასევე აუცილებელია მოვიხსენიოთ მთელი მსოფლიოს მოაზროვნე კაცობრიობა: მეფეები, მოგვები, მეცნიერნი, მღდელნი, მგალობელნი და გლახაკნი, რომელთათვის ის აღმოჩენა, რომელსაც ღვთის ნებითა და ლაზარეს ენით მივაკვლიე - უდიდესი აღმოჩენაა მთელი დედამიწისათვის. და შემდგომ დავითის 86 (ოთხმოცდამეექვსე) ფსალმუნი მოუხმე თქვენს წინ, რათა დააკვირდეთ, ჩასწვდეთ და გაიხაროთ, შემდგომ დაფიქრდეთ და მიხვდეთ, რატომ არის ჩვენი სამშობლო დედა ღვთისმშობელის წილხვედრი ქვეყანა და მისი ბაღი. დავასუფთაოთ იგი, პირველ რიგში სულიერი სიჯანსაღით და მერმე დავლაგდეთ ფიზიკურადაც; ვინც არ დაემორჩილება ღვთაებრივ ჭეშმარიტებასა და რჯულის კანონს, კეთილი ინებოს და სადაც უნდა გადასახლდეს, სანამ გადაასახლებენ იქ - სადაც არ უნდათ.


 

ფსალმუნი 86


 

“ძეთა კორესთა, ფსალმუნი გალობისა.


საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა. უყუარან უფალსა ბჭენი სიონისანი უფროის ყოველთა საყოფელთა იაკობისთა.


დიდებული ითქუა შენთს ქალაქო ღმრთისაო.


მოვისენო მე რააბისი და ბაბილოვნისა, რომელთა მიციან მე; და აჰა ესერა უცხო თესლნი და ტროს და ერი ჰინდოთა ესენი იშვნეს მუნ.


დედად სიონსა ჰრქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვა მას შინა, და თავადმან დააფუძნა იგი მაღალმან.


უფალი მიმოდაითქუას წიგნითა ერისათა და მთავართა ამათგან, რომელნი იყვნეს მას შინა, ვითარ მხიარულთა ყოველთა

მკდრობა შენდამი არს.


“ძეთა კორესთა’’ - ვინ იგულისხმება კორეს ძედ?


“კორე - ბელატი, თავბელატი, რომელთა შუბლს ზეით თავთა თმანი არა ასხენ’’. /სულხან-საბა/


ასეთი სახის ადამიანები თავისუფლად აწესრიგებენ ინტელექტუალურ სივრცეში მონაცემებს და ზუსტად ხვდებიან, როგორ განავითარონ ესა თუ ის თემა. მათ შესაძლებლობა აქვთ გონიერად მიუდგნენ “დეშიფრაციას’’ და მცირედი ბიძგის შემდგომ აღიქვან ტაბუში შთაწვენილი საიდუმლოებანი.


მეორე განმარტება კორე-სი პირდაპირ მოგვითითებს ამაზე:


“კორე - მოწოდებული, აღმომკითხველი’’. /სულხან-საბა/


კორეს ნიჭი გონების შესაძლებლობის მრავალკომბინაციური გამოვლინებაა. აუცილებელია მას მიეცეს საღმთო მიმართულება, ვინაიდან ესე ძენი ვიცე-მმოძღვრელნი არიან ნიშთ-სასწაულთ მჭვრეტელისა.


კორტნით, დაწვლილვით შეუძლიათ გამოიძიონ საიდუმლო სიტყვისა კაცთათვის მისაწვდომი. მაგ.:  კორეს ძენი დაკორვან კორბანასა კორტნითა განხილულსა. (შედგენილია ჩემს მიერ).


აღმოვიკითხოთ:


  1. კორე - აღმომკითხველი;
  2. დაკორვან - შესწირვენ;
  3. კორბანა - სამღვდელო საუნჯე;
  4. კორტნა - დაკოდვა, ნიშანის შეტანა, დანიშვნა, გინა შესაწირავი ძღვენი, გინა ნიჭი წინადადება დავწეროთ აღმოკითხვით.

 

აღმომკითხველნი ძენი შესწირვენ ძღვენს, გინა ნიჭს დანიშნულსა. ყველაფერს თავისი დრო აქვს მინიჭებული ცის ქვეშეთში და ჟამი არს კართა კეტვისა და ჟამი არს კართა ხსნისა. ასე გვასწავლის წერილი.


“დიდებულ ითქუა შენთს ქალაქო ღმრთისაო’’.


ამ ქალაქის კარიბჭესთან ვდგევარ მე, გიორგი მამით, იბერიონიდან ჰიპერიონამდე ძით და იონთა სავსე ნათლითა და სული წმიდით, სადიდებლად მამისა და ძისა და სულისა წმიდისათა.


ამინ ამ-ენით ამინ-თია ახალ-უხებითადი კაცთა გზა - მავალი ღმერთით.


ჯერ ასე ვიტყვი, არ მჯერა, მაგრამ ფაქტია - ყველას მაიას ბადეში გძინავთ, ნუ დაგავიწყდებათ სიცოცხლე მოსაფრთხილებელია!


პირველი კითხვა: ვინ ვარ მე? - კითხეთ საკუთარ თავს და პასუხი მოისმინეთ გულიდან.


და თუ მიხვდით - კაცნი ხართ. თქვენი ყოფის სათავე დედამიწაზე მიზნითი გავხადე, ანუ კართანა ვარ!


 

 

კენჭა-ბერი


ყველანი ღმერთით შევმოწმდებით - ეხლა და აქ.

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE