კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 


„ნუ სწამებ წამებასა ცილსა

მოყუსისა შენისა მიმართ“.

(მოსე - II სჯული, 5-20)


 

განრისხნა გული ჩემი ცილისმწამებელთა ზედა და აღმევსო ცოდვითა, წავმძიმდი სარეცელსა ზედა, სისხლი ჩემი თვალთაგან ცრემლად გამოწურა, განხურდენ თირკმელნი ჩემნი მრისხანებისაგან - შეურაცხმყოფელთაგან სულისა ჩემისა.


მაშინ ვთქვი! უფალო ღმერთო, მიხსენ დავრდომილი, არა კაცთაგან არს სანაცვლოს გება შურიანთათვის, არა კბილი კბილისა წილ, არამედ მინდობა უფლისა, რამეთუ სასვენებელი გონებისა ჩემისა, მკლავი უფლისა.


ცილის შემთხზველთაგან და ცილისმწამებელთაგან მიხსნა უფალმა ჩემმა, განწმინდა სული ჩემი, ცრემლი მოწმინდა გულსა ჩემსა, თირკუმელთა უთხრა - გამოგიკვლიეთ, განფრთხა მრისხანება ჩემი, მყის მოვიმიზნე!


არა კაცთაგან არს პატივი და დიდება, არც სრული მოწყალებაა კაცთაგან, კაცი ვერ განსტეხს ნაჭუჭს ცოდვისას და ვერ გამოიხსნის გულს, მხოლოდ უფალია თავისუფლების მომნიჭებელი, იყო და არის, დიდება სახელსა მისსა, დიდება მისა დიდებათა შორის განდიდნეს. ზე-აღტაცება! ალილუია!


მივენდე უფალს და არა შევსცდი, ცილისმწამებელნი - სულისა წმიდისა შეურაცხმყოფელნი არიან, რომელთაც არა აქვთ პატიება და გამოხსნა.


ბრძანა უფალმა ღმერთმა: სდექ! მე აღვიძარ მათ წინააღდგომად

მალითა გამანადგურებელითა! სიცოფეს მათსას, ავად შეხმუჭულ წარბებს, გახრწნილ გვამსა და ენას, განბოროტებულსა სულს მათსა ფერფლად ვაქცევ!


მოვიდეს ნათელი, თქვენგან გამწარებულთა თავზე, აღენთოს სინათლე და სიკეთე, არა უკუ იქცეს ნათელი და სიუხვე ღიმილიანი საუნჯისა მათგან, ცრემლის მომწმენდი ღმერთი ვბრძანებ ამას! - ყოველი გულის სასმენლად.


აღიღეთ მაგალითი: რა უყო ცილის მწამებელთა მათ, ქუესკნელმან ჯოჯოხეთისა -  მიღებულ იქმნენ ტანჯვის მორევში.


სჯული აღსდგა! მი-მო-დაითქვას სიმართლე, მზე-რა-ვიდეს წერილით, კანონი მოიკირწყლა სიმტკიცით.


სიცრუის მოყვარულთა და ცილის მწამებელთა განმაცალკევებელი და განმკვეთი ფარდა დაეშვა ციდან.


შეჰხარის სული ჩემი უფალსა ღმერთსა, რომელმან მიხსნა მე ტანჯვათაგან და სცხო საცხებელი მალამო წყლულთა ჩემთა, მისცა სიმტკიცე მკლავსა ჩემსა და გულში სითბო და სიყვარული ჩამენთო.


 

გიორგი იონთა ჰიპერიონი

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE