კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

განიყოფების ვიდრე-მე ქვაჲცა ქვისა-გან ძალითა, რაჲთა-მე და რამეთუ მაღნანტი ქვაჲ კიდე საგონებელ არს გამოსრულად სხუათა ქვათა ბუნებისა და ძლისა-გან, რამეთუ საჩინოდ მიიზიდავს თჳსდა-მიმართ და პყრობითა რკინისაჲთა, ვითარ საზრდელ თჳსა ყოფად მგულებელი მისი, და არა მხოლოდ ერთსა-ზედა რკინასა მჩუენებელი ამის მოქმედად, არამედ სხჳსა-მიერ მპყრობელად სხჳსა და ერთბამად მიცემად ქონებულთა ყოველთა ძალისა თჳსისა: იპყრობების უკუჱ რკინაჲ რკინისა-მიერ, რაჟამს მაღნანტისა-მიერ თჳთ იპყრობებოდის. 

 

დაბადებიდან შევიძინე უამრავი ჩვევა, რომლებსაც ერთი მეორეს ვუნაცვლებდი საჭიროების დროს. ყველა ჩვევას თავისი სახე და სახიდან გამომდინარე საქციელი გააჩნია, როგორც ფიზიკური მოქმედება, ასევე მეტყველების ფორმა. 

 

ყოველი ჩვევა საქციელით გამოვლენილი, ერთგვარი ნიღაბია სულზე მორგებული, საკუთარი ჭეშმარიტი არსის და ყოველი მოქმედების მიზეზის არ მცოდნეს, შეძენილ ჩვევებს აღვიქვავდი როგორც საკუთრ განუყოფელ თვისებებს. სული განიცდის ამ ვნებათა მორევის ტყვეობას.

 

კაცად-კაცადი განიცადების თჳსისაგან გულის  თქუმისა, მიიზიდვის და იიძულების. და მერმე გულის თქუმაჲ იგი მიუდგის და შვის ცოდვაჲ და  ცოდვაჲ იგი სრულ იქმნის და გამოშვის სიკუდილი.

 

ნუ სცთებით, ძმანო ჩემნო საყუარელნო! 

 

ყოველივე მოცემული კეთილი და ყოველი ნიჭი სრული ზეგარდამოსრული არს მამისაგან ნათლისაჲსა, რომლისა თანა არა  არს ცვალება, გინა თუ ქცევისა  აჩრდილის შეცოდება. 

 

"გულის თქუმისა" - ყოველი მოქმედების მიზეზი, გონებაში დაბადებული აზრია. ბევრჯერ მითქვია საკუთარი საქციელიდან გამომდინარე, როცა სხვას არ მოწონებია და საყვედური მიმიღია: მე ასეთი ვარ, ეს მე ვარ და რა ვქნა. ასევე იგივე ტექსტი ადრე ნათქვამი საქციელის საპირისპირო საქციელზეც, მაგრამ არც ერთხელ დავფიქრებულვარ და რადგან არ დავფიქრებულვარ, არ შემიმჩნევია, როგორ ვიცვლები და ამ ცვალებადობის განცდისას -  ვინ ვარ, სინამდვილეში როგორი ვარ, რა არის ჭეშმარიტად ჩემი და რა შეძენილი...


აზრს უამრავი მიზეზი ბადებს, ეს გარეგანი იქნება თუ შინაგანი, ისინი ერთმანეთისგან საპირისპიროდ განსხვავდებიან, ბადებენ როგორც კეთილ ფიქრებს, ასევე ცუდს, რომლებსაც ცალკე მიზეზები გააჩნიათ. ცვალებადი ფიქრის გამოვლინებას მოქმედებით და მეტყველებით - ორგულობა ჰქვია სახარებაში.  

 

რომელი-იგი ორგულობდეს, მსგავს არს იგი ღელვასა ზღჳსასა, ქარითა აღძრულსა და მიმოტაცებულსა. ნუ უკუე ჰგონებნ კაცი იგი, ვითარმედ მო-რაჲმე-იღოს უფლისაგან. კაცი ორგული დაუდგრომელ არს ყოველთა გზათა მისთა. 

 

ადამიანის ყველა ორგანოს და სხეულის ნაწილებს, რომლებსაც სული დამორჩილების მაგივრად იქით ემორჩილება, გააჩნიათ თავიანთი მოთხოვნები. 

 

და ვხედავ სხუასა შჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელნი წინა-განეწყობვიან შჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყუენავს მე შჯულითა მით ცოდვისაჲთა, რომელ-იგი არს ასოთა შინა ჩემთა. 

 

უბადრუკი მე ესე კაცი! ვინ მიჴსნეს მე ჴორცთა ამათგან სიკუდილისათა? 

 

როგორც საკუთარი არსის, ასევე სულიერი და ფიზიკური სამყაროს შესამეცნებლად, ღმერთმა მოგვცა გონება, რითაც ყველაფერს აანალიზებს სული.

 

შემეცნებითი ფილმების ყურებისას, გადავაწყდი ნუნისის ნოეს კიდობნის ვიდეოს. მოვძებნე ვიდეოს ავტორის სხვა დანარჩენი ვიდეოები, იმდენად საინტერესო ფაქტები და ახსნა-განმარტებები მოვისმინე, გავაგრძელე მეტი ინფორმაციის მოძიება და წმინდა წერილებში გადამოწმება, მივაგენი როგორც თბილისის ფორუმზე, ასევე საიტზე - გიორგი იონთა ჰიპერიონის სტატიებს. gangeba.com-ზე ამოკითხულმა ინფორმაციამ დაბადა ჩემში უამრავი კითხვა: ვინ ვარ, რატომ ვარ, როგორი ვარ, რა არის ცხოვრება, რით განსხვავდება ცხოვრება სიცოცხლისგან, რა არის ჭეშმარიტი სიყვარული ან როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა ....

 

პასუხების ძებნამ მიმიყვანა გიორგისთან...

 

როგორც პიროვნება თბილი, მშვიდი, ყურადღებიანი, უზომოდ მომფერებელი და მოსიყვარულე ადამიანია, როგორც მოძღვარი და მასწავლებელი: ფარ-ხმალის მჭედელი, გონების გამომძერწი და ადამის მოქანდაკე, ჭეშმარიტების და სიყვარულის თესლის გულში მთესველი, ღმერთის ნების შემსრულებელი სრულიად ღმერთს მინდობილი, სიცოცხლის სიოს ჩამბერი.

 

მისი სწავლება მრავალმხრივი და მრავალფეროვანია, ფიქრით მოგატარებს სულიერ  და ფიზიკურ სამყაროში განცდით და შემეცნებით, დაგანახებს გონების მიერ შექმნილ ილუზიასა და ჭეშმარიტებას შორის განსხვავებას.


როგორც მშობელი, ტალახში ამოთხვრილ შვილს დაბანს, ტანზე გამოუცვლის და სარკეში დაანახებს თავს, თუ როგორ გამოიყურება სუფთა მდგომარეობაში, ეგრე უწკრილებს გონებას მისი მოძღვრების შემწყნარებელს.

 

ჭეშმარიტების გზაზე დამდგარს, გიჩვენებს, თუ რა მომავლის შექმნა შეუძლია მთელ სამყაროსთან ჰარმონიაში მყოფ,  ცოდვებისგან განწმედილ ადამიანს და კაცობრიობას. წარსულში საკუთარ ნამოქმედარს ასწორებ მომავლისკენ სვლის ყოველ ნაბიჯზე - სიკეთის, სიყვარულის, სითბოსა და პატიების თესვით. 

 

არ შემიძლია მის მიმართ სიყვარული - სიტყვებით გამოვხატო, მისგან გამომდინარე გრძნობა, მხოლოდ იგივე გრძნობას გაბადებინებს მის მიმართ და არამარტო: მადლი მადლისა წილ, სიყვარული სიყვარულისა წილ.

 

განიყოფების ვიდრე-მე ქვაჲცა ქვისა-გან ძალითა, რაჲთა-მე და რამეთუ მაღნანტი ქვაჲ კიდე საგონებელ არს გამოსრულად სხუათა ქვათა ბუნებისა და ძლისა-გან, რამეთუ საჩინოდ მიიზიდავს თჳსდა-მიმართ და პყრობითა რკინისაჲთა, ვითარ საზრდელ თჳსა ყოფად მგულებელი მისი, და არა მხოლოდ ერთსა-ზედა რკინასა მჩუენებელი ამის მოქმედად, არამედ სხჳსა-მიერ მპყრობელად სხჳსა და ერთბამად მიცემად ქონებულთა ყოველთა ძალისა თჳსისა: იპყრობების უკუჱ რკინაჲ რკინისა-მიერ, რაჟამს მაღნანტისა-მიერ თჳთ იპყრობებოდის. 

 

 

ჩიორა

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE