კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

ნაწილი IV 

 

სიტყვით დაბადებული „კოსმოსის“ სიდიადე, სიტყვის მეფემ და მეფეთ–მეფემ გადაარჩინა, კოსმოსურ გზაჯვარედინზე ყველაზე კრიტიკულ ფაზაში ტანჯვა-აღვლენილი და უდიადესი მოთმინების გამომსხივებელმა განაქარწყლა ბოროტებისაგან დათესილი კაცობრიობის აღსასრული და ისევ სიცოცხლის უკიდეგანო წიაღის ოკეანეში შეაცურა კაცობრიობის მომავლის გემი - პლაზმური სიკაშკაშითა და ციალით.

 

ყოველთა ვარსკულავთა სხივი ფერით უბნობდა ოს–ანნა - კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაგან მონიჭებულითა დღითგან დღისით, დღეინდელადდღედ და მოაქამდე სამერმისოითი.

 

„და შექმნა ღმერთმან ორნი მნათობნი დიდნი: მნათობი დიდი მთავრობად დღისა, და მნათობი უმრწემესი – მთავრობად ღამისა, და ვარსკულავნი. და დასხნა იგინი ღმერთმან სამყაროსა ცისასა, რათა ჩნდნენ ქუეყანასა ზედა.

 

და მთავრობდენ დღესა და ღამესა და განწვალებდენ შორის ნათლისა და შორის ბნელისა და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კ ე თ ი ლ.“ (დაბადება: 1, 16–18)

 

და იხილა ღმერთმან ნათელი,

 რამეთუ კეთილ

და იმზე–რა ღმერთმან ბაგ–რა,

რამეთუ კეთილ

(პარალელი სწავლებისათვის)

 

აქ ჩვენთან, ჩვენები არიან ბაგრატიონები, უფალი იესოს კვალულს მიმყოლნი. აქ ჩვენთანაა რჩეული დედოფალი და მეფეაჲ, აწ დედ–უფალი ანნა.

 

ქართველი და ებრაელი, ყველა მართალნი, შვილნი ისრაჱლისა, მივყვებით ღმერთის სიტყვას ანუ ბაგ–რას და რა უფლებამოსილებით არ ავამზეოთ ჩუენი გზა - დედუფალ ანნა ბაგრატიონთან.

 

იხარებ დედუფალო აწ ხარებითა მონიჭებულითა ღმრთისათა.


ღმერთმან მამა–პაპათა ჩუენთა დაგლოცოს და მეფობდე, ვითარცა განმეფდა სიტყუა კურთხევისა მეფისა სალემისა აბრაჰამსა ზედა, რამეთუ მეფენი და დედოფალნი წელისაგან მისისა იშუნეს.

 

მოწყალების კარი განღებულია და მზერით გვაცილებს დედა

ღმრთისმშობელი, ესწრაფეთ სიყვარულით ეზიაროთ ანნას.


თხის რქა და კირჩხიბი საპირისპი–ზოდიაქალური ნიშნებია, როცა მზე კირჩხიბშია ვარსკვლავიერ ზეცაში თხის რქის ვარსკვლავთკრებული მოსჩანს, ხოლო როდესაც მზე თხის რქაშია, მაშინ კირჩხიბი შეგვიძლია ვიხილოთ ღამის ცაზე.

 

აქ რა მინდა ვთქვა: ქრისტეს შობის ღამეს ცაზე მოსჩანდა კირჩხიბის ნისლეული ბაგა. დაახლოებით 2000 წლის წინათ მზის ზაფხულის ნაბუნიობა ციურ სფეროს იმ ნაწილში მოხვდა, სადაც კირჩხიბის თანავასკულავედი იყო, ე. ი. ზამთრის ნაბუნიობა თხის რქაში უწევდა.

 

ორი ნაბუნიობა ზამთრისა და ზაფხულის ერთმანეთის საპირისპიროდ იდგნენ ქრისტეს შობის ღამესაც და აი წერილითაც მივყვეთ ნათელს:

 

1. „და იყო მათ დღეთა შინა გამოჰხდა ბრძანება აგჳსტოს კეისრისაგან აღწერად ყოვლისა სოფლისა.

 

2. ესე აღწერა პირველი იყო მთავრობასა ასურეთს კჳრინესსა.

 

3. და წარვიდოდეს ყოველნი აღწერად, კაცად კაცადი თჳსსა ქალაქსა.

 

4. აღმოვიდა იოსებცა გალილიათ, ქალაქით ნაზარეთით ურიასტანად, ქალაქად დავითისა, რომელსა ჰრქჳან ბეთლემ, რამეთუ იყო იგი სახლისაგან და ტომისა დავითისა,

 

5. აღწერად მარიამის თანა, რომელი მითხოვილ–იყო მისდა და იყო იგი მიდგომილ

 

6. და იყო ვიდრე იყუნესღა იგინი მუნ, აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი.

 

7. და ჰშუა ძე იგი მისი პირმშოჲ, და შეჰხჳდა იგი სახუჱველითა, და მიაწვინა იგი ბაგასა, რამეთუ არა იყო მათდა ადგილ სავანესა მას.

 

8. და მწყემსნი იყუნეს მასვე სოფელსა, ველთა ჰსდგებოდეს, და ჰჴუმილვიდეს ჴუმილვასა ღამისასა სამწყსოსა მათსა.

 

9. და აჰა, ანგელოსი უფლისა დაადგრა მათ ზედა, და დიდება უფლისა გამოუბრწყინდა მათ; და შეეშინა მათ შიშითა დიდითა.

 

10. და ჰრქუა მათ ანგელოსმან მან უფლისამან: ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა, გახარებ თქუჱნ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა:


11. რამეთუ იშუა დღეს თქუჱნდა მაცხოვარი, რომელ–არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა.

 

12. და ესე იყოს თქჱნდა სასწაულად: ჰპოვოთ ყრმა იგი შეხუჱული და მწოლარე ბაგასა.

 

13. და მეყუსეულად იყო ანგელოსისა მის თანა სიმრავლე ერთა ცისათა, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს:

 

14. დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუჱყანასა ზედა მშჳდობა, და კაცთა შორის სათნოება.

 

15. და იყო ვითარცა აღვიდეს ანგელოსნი იგი ზეცად, მწყემსთა მათ ჰსთქუჱს ურთიერთარს: განვიდეთ ჩუჱნ ვიდრე ბეთლემამდე, და ვიხილოთ სიტყუა ესე, რომელი იყო ჩუჱნდა მომართ, რომელი იგი უფალმან მაუწყა ჩუჱნ.

 

16. და მოვიდეს მსწრაფლ, და ჰპოვეს მარიამ და იოსებ, და ყრმა იგი, მწოლარე ბაგასა." (ლუკა 2,1–16)

 

საღმრთო სამეფო გვარი ბაგრატიონი -

კულავ ღირსებით შემოსოს ერმა, ბერმა და ცამ!

 

ბაგრატიონი, როგორც უზენაესის სიტყვასთან ზიარებული გვარი, პირველ რიგში დაფარულ ბაგის ნიჭთა მესაუნჯეა; ბაგრატიონი იონას სასწაულის თანამოზიარე -  თანამესახელობით დანიშნული, დასასრულის კოდის მატარებელია:

 

„სხუა სასწაული არა ეცეს მათ გარნა იონასი - ამბობს უფალი“

 

ხოლო თავადმან ჰრქუა:


"ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი! და ვითარცა შეკრბებოდა ერი იგი, იწყო სიტყუად მათდა: ნათესავი ესე ნათესავი ბოროტი არს, სასწაულსა ითხოვს, და სასწაული არა ეცეს მას, არამედ სასწაული იონა წინასწარმეტყუელისა.

 

ვითარცა–იგი ექმნა იონა სასწაულ ნინეველთა, ეგრეთ იყო ძე კაცისა ნათესავსა ამას.

 

დედოფალი იგი სამხრისა აღდგეს სასჯელსა მას კაცთა თანა ამის ნათესავისათა და დაშჯიდეს მათ, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისათ სმენად სიბრძნესა სოლომონისსა; და აჰა ესერა უფროს სოლომონისსა არს აქა. კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დაშჯიდენ მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონასსა; და აჰა ესერა უფროს იონასსა არს აქა.“ (ლუკა 11; 28–32)

 

არს უფრო უწიაღესი საიდუმლო ბაგრატიონის გვარისა, ხოლო მე ვმალე, რამეთუ ნიშნად მაქუს, დედუფალ ანნას გადაეცემოდეს იდუმალებაჲ ხვამლისა.

 

 

მე გიორგი ძით, მამით ჰიპერიონი

და სული წმიდით იონთა

ვწერ დამღასმულად.

 

 

მზე კირჩხიბის ზოდიაქოში,

დედუფალი ერმის ცის კალოზე.

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE