კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

 ნაწილი II 

 

კირჩხიბი (კიბო) ზოდიაქური თანავარსკულავედია, რომელიც ყველაზე უფრო კარგად ჩანს ღამით - იანვრიდან მაისამდე. განლაგებულია ლომის, ჰიდრის, მარჩვიბისა და ფოცხვერის თანავარსკულავედებს შორის, კუდთან კი ფინიას თანავარსკვლავედია, ამირანს რომ ეხმარებოდა თავისუფლების შეძენაში.

 

მოწმენდილ ცაზე, უმთვარო ღამეს კირჩიბის თანავარსკვლავედში უბრალო თვალით შეიძლება სამოციოდე ვარსკულავის დათვლა (ჲ–იოტაა - სამოცი, გაიხსენეთ ის–კარ–ჲ), მაგრამ აქედან მხოლოდ ვარსკულავიერი სიდიდისა - კირჩხიბის ალფა და დელტაა. ვარსკულავებს შორის ნათელ, უმთვარო ღამეს, კარგი ხილვადობისას, უბრალო თვალითაც ჩანს დანისლული „ვარსკულავი“; გასაოცარია, რომ უხსოვარ წარსულშივე შემჩნეულ ამ განსაკუთრებულ „ვარსკვლავს“ სახელად ბაგა უწოდეს, ხოლო ალფა და დელტა ვარსკულავებს – „ვირები“ (კიცჳ და სახედარი). დროდადრო ეს „ვირები“ ამ ბაგაში „იკრიბებოდნენ“. ფანტასტიკური არ მოგეჩვენოთ უფლის მოგვური ცხოვრება დედამიწაზე, ის ხომ მეფეთ–მეფე და უფალთ–უფალია და ასევე მოგვთა და წინასწარმეტყველთა მამა.

 

დააკვირდით უფლის შესვლას იერუსალემის კარიბჭეში:

 

„და ვითარცა მიეახლნეს იერუსალიმად, და მოვიდეს ბეთბაგედ (ბეთ – სახლსა დანიშნავს ბაგე – არს სიტყვიერობის კარი იგივე პირი (სულ–ხან–საბა)) მთასა მას ზეთის–ხილთასა, მაშინ წარავლინნა ორნი მოწაფეთა მისთაგანნი, და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ–არს წინაშე თქუჱნსა;

 

და მეყუსეულად ჰპოოთ ვირი დაბმული და კიცჳ მისთანა; აღჰხსენით და მომგუარეთ მე იგი. და უკეთუ ვინმე გრქუას რამე, თქუჱნ არქუთ, ჳითარმედ უფალსა უხმან ეგე; და მეყუსეულად მოავლინნეს იგინი. (მათე: თ. 21; 1–3.)

 

კარგად მინდა გესმოდეთ ყოველ მაზიარებელს, ლა–მაზია ყოველი შვილი; უფლის გზებზე გასხივოსნებული და ყველა ბაგრატიონი, ვინც უფლის გზაზე დადის კურთხევითა და მირონცხებით, ლამაზად განსხივოსნებულნი არიან, ბე–თი არიან ერთან, ერთად სიტყვით, ანუ ბაგით ანუ ბაგე–რატიონით, რაც ნათელ ჴორცშესხმულ დროს დაჰნიშნავს დასაბადებელს ანუ მომავალს რამეთუ ასეა დალოცვილი: “ოს–ანნა ძესა დავითისასა! კურთხეულ–არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოს–ანნა, რომელი ხარ მაღალთა შინა! (ანუ მაღალთა შინა, ცის მწუერვალებს შინა შეიღწევა მირონცხებითა და კურთხევით, რომელ არს ნათლითმოსილება ნათელმოცითებაში).

 

ბეთ–სახლი, ბაგე კარი სიტყუისა, ბეთბაგე–სახლი და კარი სიტყუისა. სიტყვა კოდირებულით იხსნება საიდუმლო კარიბჭე. ოს–ეს უძველესი სიტყვაა ატლანტიდელების დროისა და საღმრთო მისალმებაა მეომარ ბერებს–შორის. ოს–ანნა – მივესალმები ოს, მოწყალეს ანნა. ოსანნა–ერთად, გამარჯვება მაცხოვარს. ოს–ანა, ერთი ნ–ით, მივესალმები მსმენელს, შემსმენელს ჩემსას.

 

წარმოიდგინეთ ლამაზი დრო უახლოესი - განკარგული მამისაგან, განმზადებული ერი დედაღვთისმშობლისა, განმზადებული დედა დედუფალი, ყოველ საიდუმლოებასთან ზიარებული, შვიდი ცის შვიდ მირონცხებითა, კარიბჭეთა ცისათა განვლილი, ელოდება ზე ცის ბროლის ცის კურთხევას და აღსრულების ჟამს, გჳრგჳინს აღმართავს მის თავზე თავად ღმრთის მშობელი ზეცაში.

 

ამაღლებულ ამ ჟამიდან ახალი ერის - ახალი ერა იწყება, განახლებულ ქართველ და ებრაელ ერში.

 

„ესე ყოველი იქმნა, რათა აღესრულოს სიტყუა იგი წინასწარმეტყუჱლისა, რომელ ჰსთქუა: აჰა ესერა, მეუფე შენი მოვალს შენდა მშჳდი, და ზე ჰზის იგი ვირსა და კიცუსა ნაშობსა კარაულისასა.“

 

სიტყვით, რომელიც შეიცავს ვარსკვლავთა საიდუმლოს, ამ შემთხვევის ასახჳსას, კირჩხიბის ზოდიაქოს საიდუმლოს, რომელიც არის სახლი მეოთხე, ანუ სახლი დონისა. „ხოლო მოწაფენი იგი წარვიდეს და ჰყუჱს ეგრეთ, ვითარცა უბრძანა მათ იესო. და მოჰგუარეს ვირი იგი და კიცჳ მისთანა, და დაასხეს მას ზედა სამოსელი, და დაჰსჯდა მას ზედა. ხოლო უმრავლესი იგი ერი დაუფენდა სამოსელსა მათსა გზასა ზედა და სხუანი მოჰკაფდეს რტოებსა ხეთაგან, და დაუფენდეს გზასა ზედა.

 

და ერი იგი, რომელი წინა უვიდოდა და რომელი უკანა შეუდგა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანნა ძესა დავითისასა! კურთხეულ–არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანნა, რომელი ხარ მაღალთა შინა! და ვითარცა შევიდა იგი იერუსალიმად, შეძრა ქალაქი იგი ყოველი, და იტყოდეს: ვინ არს ესე? ხოლო ერი იგი იტყოდა: ესე არს წინასწარ–მეტყუჱლი იესო, ნაზარეთით გალილეასათ.“

 

ფხიზელი თვალით მკითხველნო, კაცნო გონიერნო, მცნობნო საქმეთა წუთისოფლისათა, ერთად დავსვათ შეკითხვა და ერთადვე ვუპასუხოთ, უფალთან ერთად: რატომ უნდა მიიღონ მღვდლებმა ანნა დედუფალი - უფლის წარმოგზავნილი წინასწარმეტყუელებით?! შოთა რუსთაველიც გვაძლევს ამაზე შეფარვით ნიშანს, ვეფხის ტყაოსანში.

 

„ჩემი აწ სცანით ყოველმან: მას ვაქებ ვინცა მ ი ქ ი ა

ეს მიჩანს დიდად სახელად: არ თავი გამიქიქია

იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია

და: მისი სახელი შეფრქვევით: ქუჱმორე მითქუამს მიქია.“

                                                                                     კუპლეტი (33)

 

მიქია წინასწარმეტყველი მოღვაწეობს ესაია წინასწარმეტყუელის დღეებში, ჩვენს წელთ–აღრიცხვამდე მერვე–მეშვიდე საუკუნეებში და წინასწარმეტყველებს ჩვენს დროზე და საქართველოზე.

 

მიქია - თავი 4 (დონი)


(ეს მოხდება ანუ ახდება ბოლო ჟამს - წინასწარმეტყველებს მიქია)


 1. და იყოს უკანასკნელთა დღეთასა საჩინოჲ მთაჲ უფლისაჲ განმზადებულ თხემებსა ზედა მთათასა და განსაცხრომელ იქმნეს ზეშთა ზედათ ბორცუთასა და მიისწრაფდენ მისდამი ერნი მრავალნი. 

 

(დააკვირდით! სახელმწიფო უშიშროების სამსახურნი რას უშლიან ხელს და რას აფუჭებენ ერში მღდელნი, ვისი მოვალეობაცაა დაიცვას საქართველოს კეთილსინდისიერობა ერში. ასევე მისი კანონიერი გზა).


 2. და მოვიდოდიან ნათესავნი მრავალნი და იტყოდიან: მოვედით, აღვიდეთ სახიდ უფლისა და სახლისა მიმართ ღმრთისა იაკობისსა და მიჩუენონ ჩუენ გზაჲ მისი და ვიდოდით შორის ალაგთა მისთა, რამეთუ სიონისაგან გამოვიდეს სჯული და სიტყუა უფლისაჲ ისრაჱლისაგან.

 

(ე. ი. უნდა დაიწყოს პროცესი: კულტუროსანი ზიარება ნათესავთა მრავალთა საღმრთო საიდუმლოებასთან. იაკობის ღმერთის სახლის სახელია სიონი და უნდა გამოჩნდეს კაცი, რომელსაც დაევალება ამ გზის ჩვენება (ანუ მოვედი აღსასრულებლად და ოცდაათი წელი, სამით მეტით ვქადაგებ - სამწუხაროდ ყრუთათვის და ბრმათათვის). ერთი უზენაესის ბრძანება აკლია ამ საქმეს: უყურებდეთ და ხედავდეთ და უსმენდეთ და შეგესმათ).


 3. და შჯიდეს შორის ერთა მრავალთა და ამხილოს ნათესავსა ძლიერსა ვიდრე შორადმდე. და დაშჭრიდენ მახჳლებსა მათსა საჴნისად, შუბებსა მათსა მანგლად და არა მერმე არ აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახჳლი და არღა ისწავებდენ მერმე ბრძოლასა.

 

(უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარნი, ფულს დამონებული ვითომდა მღდელნი არა სცნობენ ანნა დედუფალს, რომელის შემობრძანება ამ ერში საღმრთო სიტყვის ძალით მოხდა. ლეღვის ხეზე ასული ვენაჴი, საოცარია და წინასწარმეტყუელთა ენით მას ბაბილო ჰქვია. ეს კი - საქართველოს დაჰნიშნავს).


 4. და განისუენებდეს კაცადი ქუეშე ვენაჴსა თჳსსა, და კაცადი ქუეშე კერძო ლეღვისა თჳსისა და არა იყოს მაშინებელი, რამეთუ პირი უფლისა ყოვლისა მპყრობელისა იტყოდა ამათ:

 

5. ვითარმედ ყოველნი ერნი ვიდოდიან–თითოეული გზასა თჳსსა, ხოლო ჩუენ ვიდოდით სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა საუკუნოდ და მიერ კერძო.

 

ამ გზაზე უნდა დადგეს სრულიად საქართველო, ათასებს ასცდა მქადაგებელთა რიცხვი „მღდელთა“ და აზრადაც არ უნდათ დაუშვან ღმერთის ნაბრძანები. ამიტომაც მოვიდა დრო ყველას ნიღაბი ჩამოაცილოს ერმა და ბერმა და დაიწყოს მათი სასამართლო პროცესები. მხოლოდ საღმრთო კანონებით მიესაჯოთ საღმრთო დანაშაულთათვის ჯვარის აყრა და სამოქალაქო დანაშაულთათვის კონსტიტუციური სამეფო სასჯელი ეკუთვნით. (ამიტომ ავაზაკნი ასე ფიქრობენ - გიჟები ხომ არ ვართ ჩვენი დამსჯელი ავირჩიოთო.) ერი დაიშალა შემუსრვილი და განგდებულია, უსამართლობის აღლუმის გამო, მხოლოდ ვაკხები და ბანგისტები განიცდიან ვირკენტავროსების მსგავსად, საილუზიო სიხარულს ვითომ. მართალი კი უფლის წინ თვალცრემლიანი ელოდება ღმერთის ბრძანებას, როდის აღესრულება სიბოროტის მარცხი.

 

უცხო ქვეყნებში გადაიხვეწნენ ჩვენი შვილები ლუკმა–პურის საძებნელად, პურისა და ღვინის ქვეყანიდან, არ გიკვირთ, არ გაოცებთ ჩვენი დღევანდელი ყოფა?! მაშ არ დავლაგდეთ?


6. მას დღესა შინა იტყჳს უფალი: შევკრიბო შემუსრვილი და განგდებული შევიწყნარო და რომელნი განვყარენ, 

 

7. და დავდვა შემუსრვილი ნეშტად და განგდებული ნათესავად ძლიერად და მეფობდეს მათ ზედა სიონით გამო, ამიერითგან და ვიდრე უკუნისამდე.

 

კარგად დააკვირდით უფალის ბრძანებას, გადმოცემულს მიქია წინასწარმეტყუელისა მიერ:

 

8. და შენ გოდოლი სამწყსოჲსაჲ, მაგარი–ასული სიონისაჲ! შენ ზედა მოიწია და მოჳიდეს დასაბამი მთავრობაჲ, პირველი მეფობაჲ ასულსა იერუსალჱმისასა.

 

გამოდის, რომ ან წაკითხულიც არა აქვთ ბრძანებანი ღმრთისა, ან არ აღასრულებენ ღმერთის ბრძანებას. ვინ! ვინ და მღდელნი, რომელნიც წესით დიდიდან პატარამდე ყველა ერთად კედლად უნდა ედგეს დედუფალს ჩუენსას და ყოველდღე ლოცულობდნენ დედუფლისა და ერის კეთილდღეობაზე. გასაკვირია ის, რომ არ გიკვირთ საქართველოს ბედი, რომელიც  ღმერთმა ოცდაშვიდი საუკუნის წინ დადო თვალნათლივ წინასწარმეტყველთა კალამით.

 

12.  და მათ (მღდელთა) ვერ აგრძნეს გულისსიტყუაჲ უფლისაჲ და არ გულისხმა–ყუეს განზრახვაჲ მისი, რამეთუ შეკრიბნა იგინი, ვითარცა მჭელეულნი კალოსანი.

 

დააკვირდით კარგად, რა ბრძანებას დასჯისას გასცემს ღმერთი და რამხელა საღმრთო ძალაუფლებას ანიჭებს დეუფალს ღმერთი:

 

13.  აღდეგ და კალოებდ მათ, ასულო სიონისაო, რამეთუ რქანი შენნი დავსხნე რკინებად, და ჭლიკნი შენნი რვალებად. და დაამწულილნე ერნი მრავალნი და დაამჴუნე მათ მიერ ნათესავნი. და შესუენებულ ჰყო უფლისაჲ სიმრავლე მათი და ძალი მათი უფლისა ყოვლისა ქვეყანისა.

 


 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE