კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

წამები დაბრკოლდნენ, დრო გაიცვითა, ჟამი სიცრუისა ჩალპა სიცოცხლის ჴნულებში.

 

კავკასიონის მწვერვალებიდან არწივები აიშალნენ, ცის თაღის ქუეშ, თავთავიანთი სივრცეების დასაკავებლად.

 

წეროები ჭალებში ჩადგნენ, ლოტოსის ყვავილის გვირგვინის გაშლის სამზერელად.

 

მზეთა-მზე გამოჩნდა ცაზე, ღრუბლებს მოეფინა სხივი მისი, ფერჴთა კუალის, მზე კი ნაკუალებში ჩაენათა დიადი ბრწყინვალებით დაეწყო!, ჯერ დაიწყო - მერე დაეწყო, დაემწყობრა გალაქტიკური ფიქრის ჩამოღვენთვა, დასაბამად მყუდროებისა და სიმშვიდისა.


მოვიდა ის, ვისაც არა სცნობენ, ახალი დრო, ახლის მჩენი სიწრფელის საკვირველება.

 

ისმინოს! რჩეულმა ქართველმა ერმა, ჰანგი-ნამებად, სიტყუა ცოცხალი კჳრჳბით სავსე.

 

იხილოს! სახარებელად ცისკრის ვარსკულავის მოცითყორცნება, კამკამა რიჟრაჟ მოსხმულმა.

 

იყნოსოს! გალაქტიკური გაზაფხულის სურნელება, გებდეს და ეგემოს თავისუფლება.

 

ვეშაპებს ვუკავშირდები ლოცვით, განავრცეთ, გაშალეთ, განაფართოვეთ ქართულად ლოცვის მადლი. უმღერდეს უფალს სრულად საქებრივ, ერი მთლიანი აღმდგარი რწმენით განტიტანებად.

 

ჟირაფებს ვთხოვოთ ღრუბლებს გადახედონ, შემთხვევით უფალი ხომ არ მოსეირნობს ღრუბლებს-ზედა.

 

ოთხი ათასი წელია კოდალა აკაკუნებს ბოლო მატლის სიცოცხლის ხიდან გამოსაძრობად.

 

წარმართები გარს შემოსხდომიან ხეს, მოლოდინით გაჟღენთილები, ელოდებიან ბოლო დაკაკუნებას.

 

საქსოვ ჩხირებს ძაფი გამოელიათ და ობობასთან წასულიყვნენ ძაფის სათხოვნელად.

 

ბუ ფუღუროდან გამომძვრალიყო, ტოტზე იჯდა და სოლომონის სიბრძნეს გონებაში ათბობდა.

 

უფალი იყო ერთი, ერთობოდა მათი მზერით, ულვაშებში ეღიმებოდა, ერთი იყო ღმერთი და ყველანი მისით ხარობდა, მარტოობა გამქრალიყო, ერთობა კი სახობდა.

 


 

გაფურჩქნილი ერთი წამის ჩანახატები

გიორგი იონთა ჰიპერიონი

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE