კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

"მებაღე"
 
და უწოდა ადამ სახელი თვისი! გადმოგვცემს წმინდა წერილი.
ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა. მათეს სახარება.
წმინდა წერილის ამ ტექსტის მიხედვით, უფალი იესო ქრისტე გვამისამართებს წარსულის იმ დროში, როდესაც დედამიწაზე მაცხოვრებელი კაცობრიობა ნეტარ იყვნენ სულითა, სულით ჯამრთელი თავის თავად ფიზიკურად ჯამრთელობასაც ნიშნავს, რადგან სხეულის ჯამრთელობას და ავად მყოფობას სულით განვიცდით.
მაგრამ! ორივე მდგომარეობა, ჯამრთელობაც და დაავადებაც, სულის სწორი და არასწორი აღზრდის, დედა ბუნებასთან ჰარმონიული და არაჰარმონიული ურთიერთობის შედეგია.
ძველი სამედიცინო ხელნაწერები იუწყებიან: ადამიანის სხეულის მდგომარეობის სამი სახე არსებობს;
ჯამრთელი, ავადმყოფი, სრული ჯამრთელობისა და ავადმყოფობის არ ქონების გამო მესამე მდგომარეობა.
წინადადება შეიცავს ღრმა არსობრივ მნიშვნელობას, გონებით გვამოგზაურებს სამ დროში, მკაფიოდ გამოყოფს აღქმით, შეგრძნებათა სამყაროში სამ ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას.

1 საუბრობს წარსულზე: ნეტარ იყვნენო გლახაკნი სულითაო!
2 მომავალი: რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა!
3 აწმყო: თან კითხვას სვამს, ნეტარ არიანო ადამიანები რომლებიც ნეტარნი იყვნენ სულითა, გლახაკად ქცეულნიო!
წინადადებაში დანახული დროის ცვალებადობის მიერ გამოწვეული სულიერი და ფიზიკური მდგომარეობის ცვალებადობა, ბადებს კითხვას:
როგორი ცხოვრება იყო დაგლახაკებამდე!
რადგან ცვალებადობამ გამოიწვია გლახაკობა, რა ერქვა გლახაკს მანამდე და რა ერქმევა იმ მომავალში რომელზეც უფალი მიგვითითებს!
რას ნიშნავს სიტყვა გლახაკი!
რა დანიშნულება ქონდა გლახაკს წარსულში, აქ თუ არა ის დანიშნულება აწმყოში და რა ექნება მომავალში!
იყო თუ არა მნიშვნელოვანი წარსულში მათი დანიშნულება, აწმყოში მათი დანუშნულების მოთხოვნილება როგორია, მომავალში იქნება თუ არა მნიშვნელოვანი!
ხომ არ წარმოადგენს ფუნდამენტალურ მნიშვნელობას მათი არსობრიობა!
ვინები იყვნენ, ქონდათ თუ არა კავშირი რამესთან, თუ ქონდათ რასთან და ა.შ.!
თუ წმინდა, მშვიდი და ბავშვური ინტერესით აღვსილი გონებით შეუდგებით დაბადების პირველი თავის კითხვას, დაინახავთ სულის გრძნობის საშუალებით, თუ როგორ ზრდის მამა ღმერთი ძეს.
შოთაც გადმოქვცემს მისი უკვდავი პოემით მამისა და ძის ურთიერთობას, ასევე თან მოკლე ტექსტით მოყავს მამის დახასიათება და მის მეფობას(ანუ მის ადამიანობაზე და არა რაღაც უხილავ მყოფ არსებაზე) ამახვილებს:
იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,
მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი(მრავალშვილიანი),
მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,
თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.(ტყვეთა გამანთავისუფლებელი და გლახაკთა ხელის ამპყრობელი)
სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ა-სული,( ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. მამის ღვაწლის მტვირთელი.)
სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული;
მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული,
ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული.
მისი სახელი - თინათინ (მამის ათინათი), არს ესე საცოდნარია!
რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია.
პირველი რჩევა და მოძღვრება მამის ძის მიმართ, დაბადების ტექსტის მიხედვით გონივრული ჭვრეტის და აზროვნების განვითარების ხასიათს შეიცავს: იქმენინ ნათელი!
ტექსტის გაგრძელება უკვე, უმცროსის უფროსის მიმართ მორჩილებას და მორჩილების შედეგს, აღზრდის მნიშვნელობის აუცილებლობას და ბედნიერების განცდას გადმოგვცემს ორივე პიროვნებისა: და იქმნა ნათელი, და იხილა ღმერთმან ნათელი რამეთუ კეთილ.
ტექსტი ღრმა შინაარსისაა, იხილა მამამ ძე, რამეთუ ვერ ძეობდა გონება ჩვილობის გამო და მეორე, ძემ იხილა მამაში ღმერთი(მამობის არსობრიობის ჭვრეტით). აქედან მოდის მიზეზი თუ რატო არ იციან ვინ არის მამა ძეს გარდა და ვინ არის ძე მამის გარდა.
იბადება კითხვა, თუ რა სწავლება იქნებოდა პირველი, მამის ძის მიმართ?!
პასუხი ისევ დაბადების ტექსტში ვლინდება: ცისა და მიწის ბმა , ერთმანეთთან ურთიერთობით დედამიწაზე ბუნების ბადების თანმიმდევრობა, მინერალური, მცენარეული, ცხოველური სამყაროს დამოკიდებულება ერთი მეორეზე, მათი მნიშვნელობა, არსებობის დანიშნულება და კანონზომიერება.
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის: მამამ შვილს "ბუნების მეტყველება" შეასწავლა და სამყარო შეაყვარა.(ამირანი მიაჯაჭვა ნათლის მცემელმა კავკასიის მთებს)
გადმოიღეთ თაროდან ბრძენი ვაჟა ფშავ ელის წიგნი და გველის მჭამელი წაიკითხეთ. მინდია მოდის? იქნებ მოვიდა კიდეც?!
ბუნების სიყვარულმა დაბადა ხელოვნება სახელად "მიწადმოქმედება", მიწადმოქმედებამ ბუნების ცოდნით და მასთან ჰარმონიული ურთიერთობით, ველური მცენარეებიდან, მათი სინთეზით შექმნა კულტურული მცენარეები, მოიშინაურა გარეული ცხოველები. 
კულტურულ ყოფას ჩაეყარა სა ფუძ ველი და მიწადმოქმედს ეწოდა სახელი მისი: "მებაღე".
ბაღი მოისაზღვრა, საზღვარმა გამოყო ბაღი სამოთხეში.
ბუნებაში ყველაფერს თავისი საწყისი მარტივი სახელები ჰქვია, შემდეგ ერთნაირი ბუნების, მაგრამ  სხვა გუნებისა და ფორმის გამო, განმასხვავებელი!
მაგალითად დედამიწაზე  არსებულ ხეებს მხოლობითში და მრავლობითში ხე ჰქვია, მათი სხვადასხვა გვარისა და სახეობის გამო, გააჩნიათ განმასხვავებელი სახელები.
რადგან ხე თავისი ბუნებით სამყაროს წეს, წელიწადის ოთხი დროის ცვალებადობას ემორჩილება, დროთა ცვალებადობის ზემოქმედების გამო, პირობითად მუხა, მაინც მუხა იქნება, თუმცა ახდენს მასზე რა დროთა ცვალებადობის ხანგძლივობა გავლენას, ის მხოლოდ განახლებას განიცდის. (ვაჟას "ხმელი წიფელი")
ღმერთის მიერ შექმნილ სამყაროს, თავისი ბუნებრივი დროთა ცვალებადობით, არ შეუძლია ადამიანს ისეთი გარემოება შეუქმნას, რომ მათ არსებობას საფრთხე შეექმნას, რადგან ის თავისი წესით სიცოცხლეს ემსახურება.
1 გლახაკი-გლეხი: არაფრის მქონე, მათხოვარი, ფეოდალურ წყობაში(დღევანდელი მრავალპარტიული წყობა) დაბალი ფენა.
2 მიწის მუშაკი.
"ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა" წინადადებას დაუსვათ ბოლოში კითხვის ნიშანი! 
ბიოლოგიური სიცოცხლისათვის დედამიწაზე არსებულ ყოველ გვარ მოთხოვნილებაზე მაღლა წარსულში და აწმყოში, საკვები დგას პირველ ადგილზე. 
წარღვნის წინ, წმინდა წერილის მიხედვით, მებაღის შრომა, ოჯახის არსის და მისი, ადამიანის ფიზიკური არსებობისთვის, საკვანძო მნიშვნელობა გაუფასურებული იყო: რამეთუ არ_ღა ეწვიმა ღმერთსა ქუეყანასა ზედა და კაცი არა იყო მოქმედ ქუეყანისა.
დღევანდელი ყოფა, ხატავს ცივილიზაციის განადგურების მიზეზის სურათს.
წარღუნვა დაწყებულია, გაფრთხილება მოცემულია, მებაღეებმა იმუშაკონ:
თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ ჴელეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასა ზედა დაშენებულისა.(დამისამართებულია გადარჩენის ადგილიც)
არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქვეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა.
ეგრე ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქუენსა (ჩემებურათა „გიორგი ან ელსა„) ზეცათასა.
თქუენ (მებაღეები) ხართ მარილნი ქუეყანისანი, უკეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთამე დაიმარილოს?
არღარა შემძლებელ არნ მერმე, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ.
დარიგება ერს:
ოჯახის წევრებმა ერთმანეთის მიმართ იქონიეთ მშვიდი და მოკრძალებული დამოკიდებულება.
თითოეულმა ოჯახმა მოუაროს საკუთარ ეზო-კარს სოფლებში.
გაუფრთხილდით მეზობლურ ურთიერთობას.(ოჯახის არსე ცალკე ვისაუბრებ)
გაერთიანდით ოჯახები და ეზოკარის მერე გადადით ქუჩების, სოფლების, რაიონების, მათ ირგვლივ არსებული მიდამოების მოვლაზე.
გაუფრთხილდით წყაროებს, მდინარეებს, ტყეებს, მთებში არსებულ ბუნებას და ველური ბუნების ბინადრებს.
ერთობლივათ იზრუნეთ მთიან რაიონებში ზეგანებზე მიწის დამუშავებაზე და მასზე მარცვლეული კულტურების მოყვანაზე. დრო მოდის ისეთი სოფლის მოსახლეობას ქალაქის მოსახლეობის შეფარება მოუწევს.
დარგეთ ყველანაირი ხეხილი, მუხა, წაბლი. ბოლო ორისგან მძიმე დროის დადგომის დროს შესაძლებელია პურის ცხობა.
გაამრავლეთ შინაური ცხოველები და ფრინველები.
შექმენით სანერგე მეურნეობა.
ერთმანეთს გაუზიარეთ ცოდნა, დასაფიქრებელია შორ მანძილზე ერთმანეთთან კომუნიკაციაზე.
გაუყავით ქვრივებსა და ობლებს ლუკმა, ტანისამოსი. შეიფარეთ ისინი.
დაიცავით სიყვარული ერთმანეთის მიმართ და ათი მცნება.
ხალხის გამრავლების დროს დედამიწაზე, ქალაქის დაარსებას თავისი დანიშნულება მიანიჭა ბრძენმა მიწის მუშაკებმა. როგორც ცასა და მიწას გააჩნია ერთი მეორეს მიმარ დამოკიდებულება, ისინიც ერთი მეორეზე დამოკიდებულები გახადეს წესითა და კანონებით. ისინი ერთმანეთის უკეთეს განვითარებაზე ზრუნავდნენ, ერთმანეთის ყოფას აუმჯობესებდნენ.
წმინდა წერილის მიხედვით, ღმერთის მიერ შექმნილ სამყაროს, თავისი წესი და კანონები გააჩნია. 
წესზა ზედა დგას სამყარო, ყოველივე ღმერთის მიერ ქმნილი წესიერებით ემორჩილება ღმერთს და თავად ღმერთიც მორჩილებს წესიერს და წესიერებას წესიერებით.
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, აკურთხოს ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრ ბაღში მებაღე ოჯახები.
ამინ ამ ენით.
და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ;
ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით;
ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ, ძისათჳს კაცისა.
გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ, აჰა, ესერა, სასყიდელი თქუენი მრავალ არს ცათა შინა, რამეთუ ესრეთვე უყოფდეს წინაწარმეტყუელთა მამანი მათნი.
ხოლო ვაჲ თქუენდა, მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინის-ცემაჲ თქუენი.
ვაჲ თქუენდა, განმაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის; ვაჲ თქუენდა, რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდით.
ვაჲ თქუენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქუენ კაცნი, რამეთუ ეგრეთვე უყოფდეს ცრუწინაწარმეტყუელთა მამანი მათნი.

რანდაგონ იბერიონი ძე ჰიპერიონისა

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE