კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

მოგესალმებით მკითხველნო,

 

 

მინდა გაგიზიაროთ ჩემი ავადობის მოკლე ისტორია და გიორგი იონთა ჰიპერიონთან მკურნალობის უნიკალური განწმენდის მეთოდით ჩემი გამოჯამრთელება. დაახლოებით თვენახევრის წინ ძალიან შეუძლოდ ვიყავი. ორგანიზმის ენერგიული გამოფიტვის შედეგად ჰიპერტენზიული კრიზიდან ორჯერ სასწაულებრივ, ღვთის წყალობით, გართულებების გარეშე გამოვედი. თუმცა მანამდეც და ამის შემდგომ სუსტად ვგრძნობდი თავს. ჩემი პატარა მეგობრის შუამავლობით მოვხვდი გიორგი იონთა ჰიპერიონთან, რის შემდეგაც მოხდა ჩემი ორგანიზმის განწმენდა გიორგის სასწაულმოქმედი ბალზამებით, ნაყენებით და ჩაის მიღებით. ჩემი მკურნალობის პირველი ეტაპი ჯერ არ დასრულებულა და ძალიან ცოტა დრო არის გასული, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შედეგი უკვე სახეზე მაქვს, გარშემომყოფებიც მამჩნევენ და შესანიშნავად, ენერგიულად ვგრძნობ თავს.

 

დიდი მადლობა გიორგის, დღეგრძელობა და ყოველივე საუკეთესო მინდა ვუსურვო მას. ჩემი დიდი პატივისცემა და სიყვარული მას.

 

 

პატივისცემით,  ნონა რაზმაძე.


 

 

 

ჩემი ურთიერთობები გიორგი მაზიაშვილთან დაიწყო ორი წლის წინ, ჩვენი საერთო მეგობრის დახმარებით. ვარ დიასახლისი. ცხოვრებისეული სხვადასხვა სირთულეების გამო, შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემები; კონკრეტულად თირკმლის ნეფრიტი - მწვავე ანთებებით. უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავი. მქონდა თავბრუსხვევები, ღებინება, ხელების დაბრუჟება, ცვალებადი არტერიული წნევები და სხვა არასასიამოვნო შეგრძნებები, რომელთა გამოც არ შემეძლო არანაირი საქმის კეთება.

 

ერთი წლის მანძილზე უშედეგოდ ვმკურნალობდი სხვადასხვა ექიმებთან - მათ მიერ დანიშნული პრეპარატებით, თუმცა მცირე გაუმჯობესების შემდეგ, მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდებოდა. ამის შემდეგ მივმართე ჯანმრთელობის სახლს ე. წ. „ველუდას ცენტრს“, სადაც ჩავიტარე უკვე ჰომეოპატიური პრეპარატებით მკურნალობის ხანგრძლივი კურსი ნაღვლის ბუშტზე, ღვიძლზე და ვეგეტო-ნევროზზე, თუმცა აბსოლუტურად უშედეგოდ.

 

მეტიც, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ჩივილებმაც იმატა.


ერთი წლის შემდეგ, მეგობრის რეკომენდაციით, მივმართე გიორგის და მალამოებით და ნაყენებით ჩავიტარე მკურნალობის 72-დღიანი კურსი. შედეგმაც არ დააყოვნა და ერთ თვეში დაიწყო მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება. შემცირდა შეტევების რაოდენობა და ინტენსივობა, ქოლეცისტიტი და ღვიძლის გადიდება, გამოწვეული ქიმიური პრეპარატების მიღებით; დაიწყო განკურნების პროცესი. ნევროზული მდგომარეობა ნელ-ნელა შემცირდა და რაც მთავარია, ეს მოხდა ყველანაირი ქიმიური პრეპარატების გარეშე.

 

მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე ვარ აბსოლუტურად ჯანმრთელი, რისთვისაც გიორგი მაზიაშვილს ვუხდი უღრმეს მადლობას.

 

 

 

პატივისცემით, ზაირა

2/03/2020

 

 

 

 

 

 

 

 

 



 

 

 


უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE