კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


ნაწილი IV 

 

მთა წარზიდული სერივით - კარმელი სამხრეთით განიზეგნებს, პური ამ ზეგნის ყანისა იერუსალმის პურად არის წოდებული. ამჟამად აღარა სთესავენ, ყანას “სძინავს’’.


მალიას ბატზე ნადირობის სცენაა გამოსახული კლდის პირზე ღელესთან, მელია ბატს კუდით იჭერს, ბატი გართული იყო თევზზე ნადირობით, ნისკარტი ღელეში აქვს საიდუმლოდ დაბეჭდილ კარიბჭეში ჩაყოფილი.


მელიას მარცხენა მთვარის თვალი იყურება ღელის გადაღმა, სადაც სამ-წყრთამდე სიმაღლის ლოდი დევს. ლოდი კაცის თავია და ისეა გამოკვეთილი, რომ თავზე ვეფხის ტყავის ქუდი ახურავს. ლოდის ჩრდილოეთის მხარეს ღმერთის ანაგრამაა დაბეჭდილი - ღანი-განთაღებული.


ლოდის დასავლეთით სამი წყრთის დაშორებით კარვის სადგმელი ადგილია. იქვეა დიდი ლოდი, რომელიც კირჩხიბის თავია, კირჩხიბის ზოდიაქოს სახლი მეოთხე სახლია ზოდიაქოსი, რომელიც დონით აღინიშნება, ანუ აგებულია დონით.


დედ-მამის სახლი დავწეროთ შემოკლებით (დმ) და მივიღებთ ნიშანს, რომლითაც ასტროლოგები აღნიშნავენ დღეინდელად დღემდე, მაგრამ არ უწყიან, რომ ეს ნიშანი ქართულია.

 

 


 

 

ვეფხისტყაოსანი კაცის-თავიანი ლოდის გვერდზე, ერთი მარის დაშორებით ტაბლის შესადგამი ლოდია, რომელიც მრავალი ნიშნებითაა დაბეჭდილი. ასომთავრული სამი ასო აქვს გამოსახული მელიის ბატზე ნადირობის მხარეს, ოღონდ ზემოდან. გამოსახულია ასო გან-ი, მერე ან-ი და დონ-ი, მთლიანად ეს ანაგრამა იკითხება ასე:


გან + ან + დონ = განანდონ

(ანუ განდობილთა სატრაპეზო ადგილია).


ყოველი სიტყვა მართლმადიდებელთა სასწორითაა ასაწონი. ჩემი ვალია, რაც გულმა მატარა ღმერთის ნებით - ვნახო თვალით და ვზომო გონებით, პირმართლით ვუამბო ჩემს ერს და ეთან ერთად განუმზადო ჯერ ისრალს და მერე მთელ მსოფლიოს ისრალის ბაგით.


არასოდეს არ დაივიწყოთ ეს ადგილი, რადგან ამ ადგილს მრავალნი არიან ზიარებულნი: წინასწარმეტყველნი, მოგვნი, მეფენი, მღვდელმთავარნი, პატრიარქნი, სასწაულმოქმედნი, ღმრთით მკურნალნი, ედემის მცველნი, მხედართმთავარნი და ასეცა ვთქვათ - აბრაჰამიდან იესომდე და იესოდან ადამამდე. ამას ასეთადაც ვუთხრათ წერილით: ადამიდან ნოემდე და ასე შდ-გზის, ხოლო მერვესა მას ნოესა იგივე, ვითარცა შვიდსა წინამავალთა. ხოლო იესო მწყემსმთავარი ყოველთა და ყოველთა მეფეთა მეფ, ასევე ყოველთა მამის ძეთა ძმა და მამა, მარადისობაში მადიდებელი მამისა, თანაარსი მამისა სული წმიდითურთ - ერთარსებით სამება.


უკიდეგანო სამყაროს ნუგეში, ამ სამყაროს გული სიყვარულისა, ჩვენ მისგან სნილნი, მასთან ერთად ვადიდებდეთ უზენაეს ღმერთს - ჩვენთვის უპირველესად მამას, სამყაროში საიდუმლოებათა მთავარ წყაროს, თვითეულთათვის სიყვარულის ნათელ სხივს - ძითა და სულიწმიდით განმჟღავნებულს კაცთათვის, უთვალავ ანგელოზთა ზეციურ მწყემსს, სამყაროს უზენაეს ნათლის მამას მარად-დღე, ვითარცა მართალნი ჩუენნი წინაპარნი, ვუგალობდეთ ახალითა გალობითა და ყოველ ნების აღმართვისას ლოცვით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და სულსა წმიდასა - ცხოვრების მომნიჭებელსა.


ფურცელ-ფურცელ გავივლი ყოველსა დაფენილსა ღმრთისაგან, მამათა ხელით-ქმნულთა, რათა ვაზიარო ერი ჩემი ძუელსა შენახულსა ახალით სავალ გზებზე, ხე-სიცოცხლის ფესვი რომ შეიგრძნონ.


დაე! აუჰ-განკრვებით გაიაროს ადამის მოდგმამ, ჩემმა ერმა და ისრალმა მადლიერი და მშვიდი მშვიდობა შეიძინოს, რათა დასცხრეს ძაბუნებისაგან განხარებით.



 

ვეფერები ყველას

როჭიკ მოვლილი

კენჭა-ბერი

გიორგი იონთა ჰიპერიონი

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE