კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

ერთი ლამაზი მაზიარებელი დღე,

რომელიც 

საქართველოში დაიბადა


 

მოგვნი იტყოდნენ ამ დღეზე - მთოვარე არწივს სტუმრებიაო.


ადამმა თქვა: იგრძენი თავია დამიანადო, სახებავ ქმნილო ღმრთის სახებადო.


მამამთავარმა ბრძანა: ატარე შენი ჯვარი ღირსეულადო!


ვარსკულავთმრიცხველებმა გადაამოწმეს: ორი ათას ჩვიდმეტი წლის ცხრა ოქტომბერია, ჭირნახულის აგემების ჟამი დგას, მზე სასწორშია, ივ-გრადუსიდან იზ-გრადუსში გადატაატდება. არიას ენერგეტიკული არეალის დარიალური კაფიაობის რითმი განიცნა და გასხივოსნდა.


ჯერ მთებზე სამეფო და სამეუფეო დროშები არ აღმართულან, საქართველოს რიჟრაჟია, სული თბება სიყვარულით და გონება მიზანს პოულობს.


ცეცხლოვანი მამლის წელიწადია, წითელი ფერი, საწყისი ბგერა - დო, მფარველი ელემენტისა არეაა. მარიხი, იგივე არეა, არს მეხუთესა ცასა ზედა, რომელსა ჭიმჭიმელი ეწოდების. ხოლო ცისა ამის დასავლით აღმოსავალის მიმართ არის ძვრა და ორსა წელიწადსა შინა ერთ გზის მოიქცევის.


ფილოსოფოსთა იგავად უთქვამთ: არეას სახე ჭაბუკისა მსგავსი არს, შეჭურვილია და ხელთა აქვს ხრმალიო.


მეცან ვთქვი: შეიფარებენ ვარსვლავებს დღენი, და თვითოეული დღე ცათა სახელით ყვავილს გამოსცემს. ამენით ენთოს სახელი მათი, აწ და მარადის სინათლიდან გასხივოსნებით სინათლემდე.


ხატაურად ამ დღის სიმბოლოა ფარშევანგი, ინდოეთის სამეფო ბაღის სიმბოლო. ეს ნიშანი სვეტიცხოვლის ტაძრის აღმოსავლეთ კედელზეა გამოსახული და ჩემი ჭვრეტით აღმოიკითხება ასე: ფარში შევა ანგია (ფარშევანგია).


ანგია წინასწარმეტყველის წინაწარმეტყველება საღვთო დღესასწაულს შეეხება და განაცხადებს დღესასწაულისათვის სამზადისს.


ფარი, საფარველის, ჩვენი სამშობლოს სიმბოლოა, და ფარში შესვლა ნიშნავს საიდუმლო საფარველში ხელდასხმით შესვლას, გონებით განმსჭვრეტას, აგებას და აღშენებას, მერმე გამომზიურებას.


“ანგია - დღესასწაული” (სულხან საბა).


მართლაც ყველაზე დიდი დღესასწაულის გამჟღავნების წელია.


მიყვანილი ვარ არწივის ფრთებით უზენაესი ღმერთის ქალაქთან. მიმდინარეობს მანიფესტი საიდუმლოთა ფარდათა ახსნისა. ქალაქი ღმრთისა საფარველს იხსნის მსოფლიოს წინაშე.


დავით მეფე და წინასწარმეტყველი ამ ქალაქის მომავალს ასე აცხადებს 86 ფსალმუნში:


ძეთა კორესთა, ფსალმუნი გალობისაჲ


  1. საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა.
  2. უყუარან უფალსა ბჭენი სიონისანი უფროჲს ყოველთა საყოფელთა იაკობისათა.
  3. დიდებული ითქუა შენთჳს, ქალაქო ღმრთისაო.
  4. დედად სიონსა ჰრქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვა მას შინა, და თავადმან დააფუძნა იგი მაღალმან.
  5. უფალი მიმოდაითქუას წიგნითა ერისაჲთა და მთავართა ამათგან, რომელნი იყვნეს მას შინა.
  6. ვითარ მხიარულთა ყოველთა მკჳდრობაჲ შენდამი არს.

(ამონაწერი ფსალმუნიდან)


ზორობაბელის კალენდარის მიხედვით აქლემის წელიწადია.


აქ-ლემის, ბეთ-ლემის წელიწადია, სულიერი პურის ჩამორიგების წელიწადია, ტკბილი სიტყვით სასიხარულოდ ანგეასი ანუ დღესასწაულისა. აღმომორჩების წელიწადია, მორჩილების სინორჩეთი იწყება და სამსჯავროს დადების წელიწადია. საღმრთო უფლებით მოცემული ცოდნის, ჭვრეტისა და მოგვური ანალიზის მეშვეობით ჩემგან განცხადდა ღმერთის ენა ერის ფუძედ და ღმერთის ნება ჩემს ერზე.


ორმოცი დღით იცვალა დღეღამტოლობის ჰორიზონტალურმა ღერძმა, იბერიონთა საძმომ ოცხდაცხრა აპრილს აღნიშნეს ღმრთის ნებით, ორმოცი დღით დღემ იტოლა ღამე.


ამის და გამო მიწურვილი ზაფხულისა ორმოცი დღით გვიან შემოდის და უწევს 9 ოქტომბერი.


„მიწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნად ამოსვლა მწვანისა, ვარდის ფურცლობის ნიშანი დრო მათის პაემანისა“, ასე აღიწერა უკვდავ პოემაში შოთას კალმით.


დღის პირველი საათი აღდგა და კარზე კაკუნია, ვინც აკაკუნებს - განეღოს. სტუმარი ღმრთისაა - ასე შემოგვძახებს წარსული ექო. დღეს შვიდგზის ბედნიერი ვარ, ჩემთან დედოფალი ანა ბაგრატიონი და მისი ერთგული მცველი და ძმა მამუკა ბაგრატიონი სტუმრად მობრძანდნენ.


დედა ღვთისმშობლის კარიბჭის ხატის წინაშე ვამჟღავნებ, რომ დედოფალი ანა შეთანხმების გარეშე ზუსტად მობრძანდა საღმრთო პაემანზე. რატომ მიხარია შვიდგზის? პირველი ის, რომ აღსრულდა დიდი მეფეთა წიგნის "ვეფხისტყაოსანის" წინასწარმეტყუელება. მეორე, უდიადესია - ქრისტე აღსდგა ჩემს საყვარელ ერში. მესამე, ქართველ ერს ჭეშმარიტი მიზანის მჭვრეტელი გამოუჩნდა, მოკრძალებით ვიტყვი, ჩვენი ანა დედოფალის სახით.


დანარჩენი საიდუმლო სიხარულია ოთხივ კუთხით.

 


 

კენჭა-ბერი

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE